აქსესუარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ინტერნეტ მისამართზე:
https://consumer.huawei.com/certification.
რადიოსიხშირულ გამოსხივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
თქვენი მოწყობილობა არის დაბალი სიმძლავრის რადიოგადამცემი და მიმღები. საერთაშორისო
სტანდარტების თანახმად, მოწყობილობა შექმნილია ისე, რომ არ ხდება იმ ბაზრის მიერ დადგენილი
ლიმიტების გადაჭარბება, სადაც ის განთავსდება.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ ის თქვენი სხეულიდან 20 სმ-ით დაშორებითაა.
ელექტრონული ეტიკეტის ეკრანის სანახავად გახსენით მოწყობილობის პარამეტრები > ინფო >
მარეგულირებელი ინფორმაცია (Settings > About > Regulatory information).
უსაფრთხოების ზომები
• არტერიული წნევის გაზომვა შეიძლება არაზუსტი იყოს, თუ არ იყენებთ გაზომვის სტანდარტულ მეთოდს.
• არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა ადგილებში, სადაც განთავსებულია მაღალი სიხშირის (HF) ქირურგიული
აპარატურა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) აპარატურა და კომპიუტერული ტომოგრაფიის
(CT) სკანერები. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის არასწორი მუშაობა ან/და შედეგების არასწორი
ინტერპრეტირება.
• ამ მოწყობილობის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ აღგენიშნებათ გავრცელებული
არითმიები, როგორიცა წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები ან წინაგულების ფიბრილაცია;
არტერიოსკლეროზი; ცუდი პერფუზია; დიაბეტი; ორსულობა; პრეეკლამფსია ან თირკმლის დაავადება.
• არტერიული წნევის გასაზომად ამ მოწყობილობას აქვს მაჯის გარშემოწერილობის 13.0 სმ-დან 20.0 სმ-მდე
დიაპაზონის მხარდაჭერა. თუ მაჯის გარშემოწერილობა გადააჭარბებს დიაპაზონს, ამან შეიძლება გავლენა
მოახდინოს არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე არასაკმარისი შემოწმების გამო.
28