დამატებითი გაფრთხილებები
◾
ჯაჭვური ხერხი განკუთვნილია ორივე
ხელით ექსპლუატაციისთვის. ერთი ხელით
ხელსაწყოს გამოყენებამ შესაძლოა მიაყენოს
სერიოზული ზიანი მომხმარებელს,
დამხმარეს ან სხვა გარეშე პირს.
◾
მოერიდეთ გაჩერებული ჯაჭვზე ანდა
ძელზე არსებულ რელსებთან უნებლიე
შეხებას. ისინი საკმაოდ ბასრია. ჩაიცვით
ხელთათმანები და სამუშაო გრძელი
შარვალი როდესაც ეპყრობით ჯაჭვურ
ხერხს, ხერხის ჯაჭვს ან მის ძელს.
◾
არასოდეს გამოიყენოთ დაზიანებული
ან არაზუსტად გასწორებული ჯაჭვური
ხერხი, რომელიც არ არის სრულად და
უსაფრთხოდ აწყობილი. დარმუნდით რომ
ხერხის ჯაჭვი ჩერდება, როდესაც ტრიგერს
უშვებთ ხელს.
◾
შეამოწმეთ სამუშო არე ლურსმანზე, სადენზე
ან სხვა უცხო სხეულების არსებობაზე ჭრის
პროცესის დაწყებამდე.
◾
როდესაც ხერხავთ ძელს, დაამაგრეთ იგი
ჭრის დაწყებამდე. ხეების მოჭრისას ან
გასხეპისას, მოახდინეთ სახიფათო ტოტების
იდენტიფიცირება და დამაგრება.
◾
ჯაჭვური ხერხის აგრესიულმა და
შეუბრალებელმა მოპყრობამ და ჭრის
ტექნიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ძელის,
ჯაჭვის, და/ან კბილანას ადრეული ცვეთა,
ასევე ჯაჭვის გაწყვეტა ან ძელის დაზიანება,
რაგ გამოიწვევს უკუცემას, ჯაჭვის და უცხო
სხეულების გამოტყორცნას.
◾
არასოდეს გამოიყენოთ ძელი როგორც
ბერკეტი. მოღუნულმა ძელმა შესაძლოა
გამოიწვიოს ძელის, ჯაჭვის, და/ან კბილანას
ადრეული ცვეთა, ასევე ჯაჭვის გაწყვეტა
ან ძელის დაზიანება, რაგ გამოიწვევს
უკუცემას, ჯაჭვის და უცხო სხეულების
გამოტყორცნას.
◾
გახერხეთ მხოლოდ ერთი ობიექტი ერთ
ჯერზე.
◾
არ დატენოთ აკუმულატორი წვიმაში ან
სველ არეში.
◾
დაგეგმეთ სამუშაო, დარწმუნდით რომ
სამუშაო არე დაბრკოლებების გარეშეა და
ხის მოჭრის შემთხვევაში შეარჩიეთ მინიმუმ
ერთი გასაქცევი გზა, რათა მოერიდოთ ხის
დაცემის ადგილს.
◾
ხის მოხერხვის შემთხვევაში მოარიდეთ
გარეშე პირები მინიმუმ ხის სიმაღლის
ორმაგ მანძილზე.
◾
თუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც არაა
აღწერილი ინსტრუქციაში, გამოიყენეთ
საღი აზრი და მიიღეთ ფრთხილი
გადაწყვეტილებები. მიმართეთ EGO-ს
კლიენტთა მომსახურების ცენტრს
დახმარებისთვის.
ხერხის ძელი
ხერხზე დამონტაჟებულია ძელი,
რომელსაც აქვს მცირე რადიუსის ცხვირი.
მცირე რადიუსის ცხვირს აქვს ნაკლები
პოტენციური უკუცემის პრობლემა.
შესაცვლელი ძელის შეკვეთისას
დარწმუნდით რომ მომხმარებლის
ინტრუქციაში მითითებულ ძელს ირჩევთ.
შეინახეთ ეს მომხმარებლის ინსტრუქცია!
უსადენო ჯაჭვური ხერხი
KA
125