სამუშაო არეს უსაფრთხოება
◾
დაიცავით სამუშაო არის სისუფთავე და
იქონიეთ კარგი განათება. ჩახერგილი ან
ბნელი სამუშაო არე იწვევს ინციდენტებს.
◾
არ ამუშაოთ ელექტრული ხელსაწყო
ჰაერში ფეთქებადი საშუალებების
არსებობისას, როგორიცაა აალებადი
სითხეები, აირები ან მტვერი.
ელექტრული ხელსაწყოები წარმოქმნიან
ნაპერწკალს, რომელმაც შესაძლოა აანთოს
მტვერი ან აირი.
◾
ელექტრული ხელსაწყოთი
სარგებლობისას მოარიდეთ მას ბავშვები
და სხვა პირები. ყურადღების გაფანტვას
შეუძლია გამოიწვიოს ხელსაწყოზე
კონტროლის დაკარგვა.
ელექტრული უსაფრთხოება
◾
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
პირადი უსაფრთხოება
◾
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც
ხართ დაღლილი, ან ალკოჰოლის,
მედიკამენტების ან ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ. ხელსაწყოთი
სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
◾
მოერიდეთ სხეულით დამიწებული
საგნების ზედაპირებთან კონტაქტს,
როგორიცაა მილები, რადიატორები,
ქურები და მაცივრები. ელექტრული
შოკის მიღების რისკი იზრდება თუ
თქვენი სხეული დამიწებულია.
◾
უცაბედი ჩართვის აღკვეთა.
დარწმუნდით რომ ჩამრთველი არის
KA
გამორთულ პოზიციაში ხელსაწყოს
აკუმულატორთან მიერთებამდე,
ხელსაწყოს მაღლა აწევამდე ან
ტარებამდე. ელექტრული ხელსაწყოების
ტარება ჩამრთველის ღილაკზე
268
12 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი ბალახის/ბუჩქის საკრეჭი— CHT2000E
დადებული თითით ან ხელსაწყოს დენში
მიერთება, რომელსაც გააქტიურებული
აქვს ჩართვის ღილაკი, იწვევს
ინციდენტებს.
◾
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
◾
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
◾
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოაცილეთ თქვენი
თმა და ტანსაცმელი მოძრავ ნაწილებს.
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი,
ძვირფასეულობა და თმა შესაძლოა
ჩაითრიოს მოძრავმა ნაწილებმა.
◾
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების
შეერთების ადგილები, დარწმუნდით
რომ ისინი სწორადაა დაკავშირებული
და გამოყენებული. მტვრისთვის
განკუთვნილი საშუალებების
გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მასთან
დაკავშირებული საფრთხეები.
◾
შეეცადეთ მსგავს ხელსაწყოებთან
ხშირი მუშაობის გამოცდილებამ არ
გამოიწვიოს თქვენი უზრუნველობა და
არ გაუკეთოთ ხელსაწყოს უსაფრთხოების
პრინციპებს იგნორირება. უგულისყურო
საქციელმა წამის მეათედშიც კი შესაძლოა
მოგიტანოთ სერიოზული ზიანი.
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
მოვლა
◾
არ დაატანოთ ძალა ხელსაწყოს.
გამოიყენეთ სწორი ხელსაწყო თქვენი
მიზნებისთვის. სწორი ხელსაწყო უკეთ
და უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს იმ
საქმეს, რომლისთვისაც განკუთვნილია
იგი.