Descargar Imprimir esta página

Sony PlayStation VR2 Manual De Instrucciones página 96

Ocultar thumbs Ver también para PlayStation VR2:

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 24
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
– სათამაშო ზონის ფუნქცია მოითხოვს სუფთა სივრცეს, რათა
განისაზღვროს საკმარისი ფართობი. მან შესაძლოა ზუსტად ვერ
აღმოაჩინოს სივრცე, ამიტომ დარწმუნდით, რომ დატოვეთ ბუფერული
სივრცე კედლებს, ავეჯს ან ნებისმიერ სხვა ნივთს შორის, რომელსაც
შეიძლება დააბიჯოთ ან დაეჯახოთ სათამაშო ზონის დაყენებისას.
– როცა თამაშობთ, უზრუნველყავით, რომ მცირეწლოვანი ბავშვები და
შინაური ცხოველები მოარიდოთ სათამაშო ზონას.
– ნუ იმოძრავებთ იმ შიგთავსის გამოყენებისას, რომელსაც არ აქვს ოთახის
მასშტაბის მხარდაჭერა (
– თამაშის დაწყებამდე შეამოწმეთ, რომ VR ყურსასმენის კაბელი არ გაქვთ
შემოხვეული სხეულზე ან კიდურებზე და ხშირად შეამოწმეთ თამაშის
დროს.
– VR ყურსასმენის ტარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ მოძრაობის დროს.
მოერიდეთ თავის, კიდურების ან სხეულის ექსტრემალურ ან ზედმეტად
სწრაფ მოძრაობებს.
• გამჭვირვალე ხედში, თქვენი მხედველობის არე ვიწროა და თქვენი სიღრმის
შეგრძნება განსხვავდება ჩვეულებრივი პირობებისგან. ამ სიფრთხილის
ზომების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან
დაზიანება, როგორიცაა ადამიანების, კედლების, ავეჯის ან საგნების
დაჯახება, ან წონასწორობის დაკარგვა და დაცემა. შეამოწმეთ თქვენი
გარემო და იმოძრავეთ ნელა და ფრთხილად.
გარემო და მარეგულირებლის გამოყენება
• ფრთხილად იყავით, რომ მარეგულირებლის გამოყენებისას არ დაეჯახოთ
ადამიანს ან საგანს. თუ რომელიმე მარეგულირებელი მოხვდება ადამიანს
ან საგანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ავარია, დაზიანება ან გაუმართაობა.
მარეგულირებლის გამოყენებისას დააკვირდით შემდეგს.
– მარეგულირებლის გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენ ირგვლივ
საკმარისი სივრცე იყოს.
– არ გამოიყენოთ რომელიმე მარეგულირებელი USB კაბელის
დაკავშირებამდე.
– გაატარეთ ხელები თითოეულ მარეგულირებელზე დამაგრებულ
თასმებში და მიიმაგრეთ ისინი მაჯებზე გამოყენებამდე.
– მყარად დაიჭირეთ თითოეული მარეგულირებელი, რათა თავიდან
აიცილოთ მათი ხელიდან გავარდნა. არ შეანჯღრიოთ არც ერთი
მარეგულირებელი გადამეტებული ძალით.
96
გვერდი 103).
მცირეწლოვანი ბავშვების დაზიანებები
პროდუქტი შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მცირეწლოვანმა ბავშვებმა შეიძლება გადაყლაპონ მცირე ნაწილები, მოქაჩონ
კაბელები და გამოიწვიონ VR ყურსასმენის ან მარეგულირებლის დავარდნა, ან
შემოიხვიონ კაბელები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, უბედური
შემთხვევა ან გაუმართაობა.
არასოდეს დაშალოთ ან შეცვალოთ პროდუქტი ან აქსესუარები
არსებობს ხანძრის, დენის დარტყმის ან ტრავმის რისკი.
სიფრთხილის ზომები
დისკომფორტი თქვენს კანზე
არ გამოიყენოთ VR ყურსასმენები ან სხვა ყურსასმენები, თუ ისინი
დისკომფორტს უქმნის თქვენს კანს. თუ სიმპტომები გამოყენების შეწყვეტის
შემდეგაც არ გაქრება, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
სტატიკური შოკი
ყურსასმენის გამოყენებისას განსაკუთრებით მშრალი ჰაერის პირობებში,
ზოგჯერ შეიძლება დაგემართოთ მცირე და სწრაფი (სტატიკური) შოკი
ყურებზე. ეს არის სხეულში დაგროვილი სტატიკური ელექტროენერგიის და
არა - თქვენი ყურსასმენის გაუმართაობის შედეგი. ეს ეფექტი შეიძლება
შემცირდეს ისეთი მასალებისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარებით,
რომლებიც ადვილად არ წარმოქმნის სტატიკურ შოკს.
VR ყურსასმენის ტარება
• მნიშვნელოვანია, რომ სწორად გეკეთოთ VR ყურსასმენი
გამოყენების დროს.
– შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ როგორ უნდა გეკეთოთ VR ყურსასმენი
სწორად თქვენი PS5 კონსოლის მთავარი ეკრანიდან, აირჩიეთ Settings
(პარამეტრები)
> Accessories (აქსესუარები) > PlayStation VR2.
– ზედმეტად მჭიდროდ არ მოუჭიროთ რეგულირების ციფერბლატი.
– შეგიძლიათ, გამოიყენოთ VR ყურსასმენი სათვალეების ტარების დროს.
როდესაც არეგულირებთ მასშტაბის პოზიციას, ფრთხილად იყავით, რომ
სათვალე არ მოხვდეს ლინზებზე.
• რეგულარულად შეამოწმეთ VR ყურსასმენის მორგება, რათა დარწმუნდეთ,
რომ ის სწორად არის გიკეთიათ.

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Cfi-zvr1