Descargar Imprimir esta página

AENO KS1S Manual Del Usuario página 17

Ocultar thumbs Ver también para KS1S:

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 10
KA
სამზარეულოს სასწორი AENO KS1S შექმნილია სხვადასხვა საკვები პროდუქტებისა და მცირე ზომის ნივთების წონის დასადგენად.
ტექნიკური მახასიათებლები
ძაბვა: 4,5 ვ (DC), სიმძლავრე: 0,135 ვტ, კვების წყარო: 3 ბატარეა × 1.5 V AAA. გაზომვის დიაპაზონი: 2 უ - 8 კგ. აწონვის ბიჯი: 1 გ. გაზომვის
ცდომილება: ±0,5 %. საზომი ერთეულები: გრამი, მილილიტრი, ფუნტი, უნცია, სითხის უნცია. კორპუსის დაცვის ხარისხი: IPX2. BT 4.2. ბატარეის
დაბალი მუხტის მაჩვენებელი. გადატვირთვის მაჩვენებელი ავტომატური ჩართვა / გამორთვის ფუნქცია. ტარის წონის გამოქვითვის ფუნქცია.
აპლიკაციასთან დაკავშირება. მართვა: მექანიკური. გამოსხივების სიმძლავრე: +10 დბმ / 10 მგვტ. ზომა (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე): 190×165×18 მმ.
წონა: 0,49 კგ.
მისაწოდებელი კომპლექტი
სამზარეულოს სასწორი AENO KS1S,
სახელმძღვანელო, საგარანტიო ტალონი.
შეზღუდვები და გაფრთხილებები
ფრთხილად მოეპყარით სასწორის მინის ზედაპირს, არ დაუშვათ მისი დაზიანება, გაბზარვა და გატეხვა, რადგან გატეხილი მინა შეიძლება გახდეს
ტრამვის მიზეზი. გააკონტროლეთ მოწყობილობის გამოყენება როგორც ბავშვების, ასევე ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების მიერ. არ დაუშვათ ბავშვებს მოწყობილობით თამაში. მოათავსეთ სასწორი ბრტყელ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, რათა თავიდან
აიცილოთ გაზომვის უზუსტობები. არ დატვირთოთ მოწყობილობა მაქსიმალურად დასაშვებ წონაზე მეტად. თუ მოწყობილობა დიდი ხნის
განმავლობაში არ გამოიყენება, ამოიღეთ ბატარეები და შეინახეთ ისინი ბავშვებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ერიდეთ
მოწყობილობაზე წყლის ან სხვა სითხეების მიხვედრას. მოწყობილობის გაწმენდის წინ ამოიღეთ ბატარეები. მოწყობილობის ზედაპირიდან ჭუჭყის
მოცილება საჭიროა წყალში დასველებული ხელსახოცით. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში ხელსახოცზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი
ჭურჭლის სარეცხი სითხე. გაწმენდის შემდეგ ზედაპირი კარგად გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით. არ გამოიყენოთ აბრაზიული ან აგრესიული
საწმენდი საშუალებები და გამხსნელები.
ყურადღება! აკრძალულია მოწყობილობის წყალში ჩადება. აკრძალულია მოწყობილობის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გარეცხვა გამდინარე წყლის
ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
პირობითი აღნიშვნები (იხ. ნახ. a)
(1) – ღილაკი «UNIT» ("საზომი ერთეული") – საზომი ერთეულების შეცვლა; (2) – ღილაკი «TARE» («ტარა») – სასწორის ჩართვა/გამორთვა და
ეკრანის განულება ტარის წონის გამოსაკლებად; (3) – დისპლეი
მოწყობილობის მომზადება მუშაობისთვის
გახსენით მოწყობილობა და გაწმინდეთ მისი ზედაპირები წყალში დასველებული ხელსახოცით. კარგად გაამშრალეთ. გახსენით ბატარეის ბლოკის
სახურავი (ნახ. b) და ჩადეთ 3 (სამი) AAA ბატარეა (1.5 ბ), სწორი პოლარობის დაცვით. დახურეთ ბატარეის ბლოკის სახურავი. მოათავსეთ
მოწყობილობა მყარ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. დააჭირეთ ღილაკს «TARE» ("ტარა") (2). დისპლეიზე გამოჩნდება «0 g» ("ნული გრამი").
შენიშვნა. სასწორი ავტომატურად ირთვება, თუ მასზე მოათავსებთ პროდუქტს.
შემდეგი საჭიროა საზომი ერთეულის არჩევა. ამისათვის რამდენჯერმე დააჭირეთ ღილაკს «UNIT» (1). ყოველი დაჭერის შემდეგ ეკრანზე
გამოჩნდება მიმდინარე საზომი ერთეული: «g» – გრამი, «lb:oz» – ფუნტი, «oz» – უნცია, «fl:oz» – თხევადი უნცია, «ml» – მილიმეტრი. ხდება
არჩეული პარამეტრების დამახსოვრება მიმდინარე აწონვისთვის და მოწყობილობის შემდგომი ჩართვისას. პარამეტრები უქმდება ბატარეების
ამოღებისას.
მოწყობილობის ექსპლუატაცია
განათავსეთ პროდუქტი მოწყობილობის ზედაპირზე. დისპლეიზე გამოჩნდება პროდუქტის წონა არჩეულ საზომ ერთეულში.
თუ თქვენ გინდათ გაიგოთ პროდუქტის წონა მისი ტარის გარეშე (თეფში, ჭიქა ან კონტეინერი), ჯერ მოათავსეთ სასწორზე კონტეინერი და
გაანულეთ დისპლეი ღილაკზე «TARE» ("ტარა") დაჭერით (2). ამის შემდეგ, განათავსეთ ან ჩაასხით პროდუქტი ტარაში. დისპლეიზე გამოჩნდება
პროდუქტის წონა.
მოწყობილობის გამოსართავად დააჭირეთ ღილაკს «TARE» ("ტარა") (2) 3 წამის განმავლობაში ან დაელოდეთ მოწყობილობის ავტომატურად
გამორთვას. მოწყობილობა ავტომატურად ითიშება, თუ მას არ გამოიყენება ერთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
დაუკავშირდით AENO-ს მობილურ აპლიკაციას
ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია AENO Google Play-ში ან App Store-ში და დაარეგისტრირეთ ახალი ანგარიში (ან შედით არსებულში).
• ჩართეთ მოწყობილობა ღილაკზე (2) დაჭერით. განათავსეთ თქვენი სმარტფონი მოწყობილობასთან რაც შეიძლება ახლოს
• აპლიკაციის მთავარ ეკრანზე თანმიმდევრულად დააჭირეთ «+» და "მოწყობილობის დამატება".
შენიშვნა. თუ თქვენ მიიღებთ სისტემურ მოთხოვნებს თქვენი სმარტფონის ნებისმიერი ფუნქციის გასააქტიურებლად, შეასრულეთ ისინი.
• ეპრანზე "მოწყობილობის დამატება" ხაზში "მოწყობილობის მონახვა" დააჭირეთ ღილაკს "დამატება".
• გახსნილ ფანჯარაში დაშირეთ "+" მოწყობილობის სახელის გვერდით. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შესრულებულია".
• დაელოდეთ შეტყობინებას "მოწყობილობა წარმატებით დაემატა".
ახლა თქვენ შეძლებთ ნახოთ აპლიკაციაში AENO ინფორმაცია აწონილი პროდუქტების შესახებ. აპლიკაციის მახასიათებლების შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს სრული ვერსია aeno.com/documents.
შესაძლო გაუმართაობის აღმოფხვრა
• მოწყობილობა არ ირთვება. შესაძლო მიზეზი: ბატარეები ამოღებულია ან დაცლილია, ან პოლარობა დაირღვა მათი დაყენებისას. გამოსავალი:
ჩადეთ დატენილი ბატარეები ბატარეის ბლოკში (ნახ. b), აწორი პოლარობის დახვით.
• მოწყობილობა აჩვენებს შემთხვევით მნიშვნელობებს ან ავტომატურად არ ითიშება. შესაძლო მიზეზი: პროგრამული შეცდომა. გამოსავალი:
ამოიღეთ ბატარეები 10 წამით, შემდეგ დააბრუნეთ ისინი. ჩართეთ მოწყობილობა. შემდეგ სასწორები სწორად უნდა მუშაობდეს.
დისპლეიზე ნაჩვენები მოწყობილობის მუშაობაში არსებული შეცდომის კოდები; Lo – მუხტის მიწოდების დაბალი დონე; Err – გადაჭარბებულია
პროდუქტის მაქსიმალურად დასაშვები წონა;
ყურადღება! თუ პრობლემების გადაჭრის არცერთი შესაძლო მეთოდი არ დაგეხმარათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში, დაუკავშირდით
მიმწოდებელს ან სერვის ცენტრს. ნუ დაშლით მოწყობილობას და ნუ ეცდებით მის შეკეთებას.
კომპანია ASBIS იტოვებს უფლებას მოახდინოს მოწყობილობის მოდიფიცირება და შეიტანოს ცვლილებები ამ დოკუმენტში მომხმარებლებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
საგარანტიო ვადა და მომსახურების ვადა – 2 წელი პროდუქტის შეძენის დღიდან.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ: ASBISc Enterprises PLC, Iapetou, 1, Agios Athanasios, 4101, Limassol, Cyprus (კვიპროსი). დამზადებულია ჩინეთში. განახლებული ინფორმაციისთვის და მოწყობილობის
დეტალური აღწერისთვის, აგრეთვე დაკავშირების ინსტრუქციისთვის, სერთიფიკატებისთვის, იმ შესახებ ინფორმაციისთვის, რომლებიც მიიღებენ პრეტენზიებს ხარისხისა და გარანტიის შესახებ, შეგიძლიათ
ჩამოტვირთოთ aeno.com/documents. ყველა მითითებული სავაჭრო ნიშანი და მათი სახელები მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებაა.
aeno.com/documents
მოდელი AKS0001S (ფერი სუპერთეთრი). 3 (სამი) AAA ტიპის ბატარეა, მომხმარებლის მოკლე
17

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Aks0001s