◾
გაითვალისწინეთ რომ ოპერატორი ან
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმ
შემთხვევებზე ან საფრთხეებზე რაც
შესაძლოა წარმოექმნას სხვა პირებს ან
მათ ქონებას.
მომზადება
◾
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
სხვა პირები, განსაკუთრებით ბავშვები ან
შინაური ცხოველები არიან ახლოს.
◾
ყოველთვის გამოიყენეთ თვალის დამცავი
საშუალებები და მყარი ფეხსაცმელი
ხელსაწყოთი სარგებლობისას.
◾
ხელსაწყოსა და სხვა პირებს შორის
დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 15 მეტრი.
◾
არ გამოიყენოთ ლითონის საჭრელი
დანები.
გამოყენება
◾
ხელსაწყოთი სარგებლობა
ნებადართულია მხოლოდ დღის
სინათლეზე ან კარგი ხელოვნური
განათების პირობებში.
◾
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დაზიანებული დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამცავებისა და ეკრანების გარეშე.
◾
მოტორი ჩართეთ მხოლოდ მაშინ,
როდესაც ხელები და ფეხები
მოშორებულია მთიბავ ნაწილებს.
◾
ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ანუ გამორთეთ შტეფსელიდან
ან გათიშეთ ჩამრთველი).
◾
როდესაც სტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე;
◾
გაჭედილი ობიექტებისაგან სათიბის
გაწმენდამდე;
◾
ხელსაწყოს შემოწმებამდე, გაწმენდამდე ან
ჩართვამდე;
◾
უცხო ობიექტზე შეჯახების შემდეგ;
◾
როდესაც მანქანა იწყებს უჩვეულო
ვიბრაციას.
◾
დაიცავით ხელები და ფეხები
მთიბავი ნაწილებისგან გამოწვეული
დაზიანებისაგან.
◾
ყოველთვის დარწმუნდით რომ
საჰაეროები ნარჩენებისგან ცარიელია.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1530E
◾
ექსპლუატაცია და შენახვა
◾
ყოველთვის გამორთეთ ხელსაწყო დენის
წყაროდან (ანუ გამორთეთ შტეფსელიდან
ან გათიშეთ ჩამრთველი) ხელსაწყოს
შეკეთებამდე ან გაწმენდამდე.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებელის
მიერ რეკომენდირებული ნაწილები ან
აქსესუარები.
◾
გაუკეთეთ ხელსაწყოს რეგულარული
შემოწმება და ინსპექტირება. ხელსაწყოს
შეკეთება მიანდეთ მხოლოდ
ავტორიზირებულ ხელოსანს.
◾
შეინახეთ ხელსაწყო ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
სხვა უსაფრთხოების გაფრთხილებები
◾
მოერიდეთ საშიშ გარემო პირობებს - არ
გამოიყენოთ სათიბი ნესტიან ან სველ
პირობებში.
◾
ყოველთვის გათიშეთ ელექტრული
სათიბი ან მოხსენით აკუმულატორი,
როდესაც ტოვებთ ხელსაწყოს
ყურადღების გარეშე.
◾
არ გამოიყენოთ წვიმის დროს.
◾
მოარიდეთ ბავშვებს - ყველა გარეშე პირი
უნდა იმყოფებოდეს სამუშაო არედან
გარკვეულ დისტანციაზე.
◾
ჩაიცვით შესაბამისად - არ გამოიყენოთ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. ისინი შესაძლოა
ჩაითრიოს ხელსაწყოს მოძრავმა
ნაწილებმა. რეკომენდირებულია
რეზინის ხელთათმანების და დახურული
ფეხსაცმელის გამოყენება გარეთ
მუშაობისას. გამოიყენეთ თმის დამცავი
ბადე გრძელი თმის ქონის შემთხვევაში.
◾
გამოიყენეთ უსაფრთხოების სათვალეები
- ყოველთვის მოირგეთ უსაფრთხოების
სათვალე ხელსაწყოთი სარგებლობისას.
◾
გამოიყენეთ ხელსაწყო
დანიშნულებისამებრ - არ გამოიყენოთ
ხელსაწყო ისეთი სამუშაოსთვის,
რომლისთვისაც იგი არაა განკუთვნილი.
279
KA