მოხსნისთვის
დააჭირეთ აკუმულატორის გამშვებ ღილაკს
და ამოიღეთ აკუმულატორი როგორც
ნაჩვენებია ნახ.L-ზე.
ნახ. L ნაჩვენები ნაწილების აღწერა
მოცემულია ქვევით:
L-1
აკუმულატორის მოხსნის ღილაკი
ელექტრო სათიბის ჭერის წესი
გაფრთხილება: ჩაიცვით შესაბამისად,
რათა შეამციროთ დაზიანების რისკი
ხელსაწყოთი სარგებლობისას. არ
ჩაიცვათ განიერი, ფრიალა ტანსაცმელი
და ძვირფასეულობა. მოირგეთ
თვალის და თვალის/სმენის დამცავი
საშუალებები. ჩაიცვით სამუშაო გრძელი
შარვალი, დახურული ფეხსაცმელი და
ხელთათმანები. დაუშვებელია გეცვათ
მოკლე შორტი, სანდლები ან იაროთ
ფეხშიშველმა.
ხელსაწყოს გამოყენებამდე მოეწყვეთ
სამუშაო პოზიციაში და შეამოწმეთ
თვალის დამცავი საშუალებები, შესაბამისი
ტანსაცმელი, საყრდენის ბალანსი, წინ
ნახელურზე ჩაჭიდებული მკლავის
სისწორე.
შენიშვნა: სათიბი თავაკი უნდა იყოს მიწის
ზედაპირის პარალელური სათანადო
მანძილზე დაშორებით, მომხმარებლის
გადახრის გარეშე (ნახ. N).
უსაფრთხო და უკეთესი მოხმარებისთვის,
გადაიკიდეთ ჩამოსაკიდი ღვედი
მხარზე როგორც ნაჩვენებია ნახ. N.
დაარეგულირეთ ღვედი კომფორტული
სამუშაო პოზიციისთვის. მჭიდროდ
დაიჭირეთ ელექტრო სათიბი ორივე ხელით.
მოათავსეთ ერთი ხელი უკანა სახელურზე,
ხოლო მეორე ხელი - წინა სახელურზე.
ღვედის შეხსნის ორი გზა არსებობს:
პირდაპირ მოიხსნით იგი მხრებიდან
(ნახ. O) ან დააჭირეთ ხელი ღვედის კაუჭს
და მოხსენით იგი ხელსაწყოს ტარზე
მოთავსებულ სამაგრს (ნახ. P).
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1530E
გაფრთხილება: მხრის ღვედი ასევე
წარმოადგენს ხელსაწყოს სწრაფად მოხსნის
საშუალებას სახიფათო სიატუაციაში.
როდესაც ხდება გაუთვალისწინებელი
შემთხვევა, მაშინვე მოიხსენით ღვედი
მხრიდან, მიუხედავდ იმისა თუ რომელ
მხარზე მდებარეობს იგი.
ელექტრო სათიბის ჩართვა/გამორთვა (ნახ.
M)
ჩასართავად
დააწექით ჩამკეტ ბერკეტს, შემდეგ
დააჭირეთ თითი ტრიგერს. ტრიგერზე
დაწოლის სიძლიერე განსაზღვრავს სათიბი
ძუის ბრუნვის სიჩქარეს. მეტი დაწოლა
ნიშნავს მაღალ სიჩქარეს.
გამოსართველად
ხელი გაუშვით ტრიგერს.
შენიშვნა: მოტორი მუშაობს მხოლოდ მაშინ,
როცა ორივე, ჩამკეტი ღილაკი და ტრიგერი
დაჭერილ მდგომარეობაშია.
გაფრთხილება: ყოველთვის მოხსენით
აკუმულატორი ხელსაწყოს შესვენებისას ან
სამუშაოს დამთავრებისთანავე.
სიჩქარის რეგულირების ფუნქცია (ნახ. M)
ელექტრო სათიბს აქვს ორი სიჩქარის
რეჟიმი. პოზიცია „1" არის დაბალი
სიჩქარისთვის და პოზიცია „2" - მაღალი
სიჩქარისთვის. დააჭირეთ ან მოქაჩეთ
მაღალი/დაბალი სიჩქარის გადამრთველი,
რათა აირჩიოთ შესაბამისი სიჩქარე
მუშაობისას.
ნახ. M ნაჩვენები ნაწილების აღწერა
მოცემულია ქვევით:
მაღალი/დაბალი სიჩქარის
M-1
გადამრთველი
M-2 ჩამკეტი ღილაკი
M-3 ტრიგერი
ელექტრო სათიბის გამოყენების წესი
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის
არიდების მიზნით ყოველთვის მოირგეთ
285
KA