Descargar Imprimir esta página

EGO POWER+ LM1900E Manual Del Usuario página 373

Publicidad

ელექტრული ხელსაწყოს დენის ჩანგალი
უნდა ერგებოდეს შტეფსელს. არასოდეს
გაუკეთოთ მოდიფიცირება ხელსაწყოს
დენის ჩანგალს. არ გამოიყენოთ
ადაპტორები ისეთი ხელსაწყოების
დენის ჩანგალზე, რომელსაც აქვს
დამიწება. არსებული დენის ჩანგალი და
მისი შესაბამისი შტეფსელის არსებობა
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
მოერიდეთ სხეულით დამიწებული
საგნების ზედაპირებთან კონტაქტს,
როგორიცაა მილები, რადიატორები,
ქურები და მაცივრები. ელექტრული
შოკის მიღების რისკი იზრდება თუ
თქვენი სხეული დამიწებულია.
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
არ დააზიანოთ დენის სადენი.
არასოდეს გამოიყენოთ სადენი
ხელსაწყოს სატარებლად, მოსაქაჩად
ან შტეფსელიდან ამოსართველად.
დაიცავით დენის სადენი სიმხურვალისგან,
ზეთისგან, მჭრელი და მოძრავი
საგნებისგან. დაზიანებული ან
გადახლართული დენის სადენი ზრდის
ელექტრული შოკის რისკს.
ელექტრული ხელსაწყოთი გარეთ
სარგებლობისას გამოიყენეთ
დამაგრძელებელი, რომელიც
გამოსადეგია გარეთ მუშაობისთვის.
გარეთ მუშაობისთვის შესაბამისი
ელექტრული სადენის გამოყენება
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
თუ ელექტრული ხელსაწყოს ნესტიან
გარემოში მუშაობა გარდაუვალია,
გამოიყენეთ დიფერენციალური
დაცვის მქონე (RCD) კვების წყარო.
დიფერენციალური RCD დაცვის გამოყენება
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
პირადი უსაფრთხოება
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით. არ
გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო გაზონსაკრეჭი — LM1900E/LM1900E-SP
ხართ დაღლილი, ან ალკოჰოლის,
მედიკამენტების ან ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ. ხელსაწყოთი
სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
გამოიყენეთ პირადი დამცავი
საშუალებები. ყოველთვის გაიკეთეთ
თვალების დამცავი. შესაბამის სამუშაო
პირობებში დამცავი საშუალებების
გამოყენება, როგორიცაა მტვრის
საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა. დარწმუნდით
რომ ჩამრთველი არის გამორთულ
პოზიციაში ხელსაწყოს დენში და/
ან აკუმულატორთან მიერთებამდე,
ხელსაწყოს მაღლა აწევამდე ან
ტარებამდე. ელექტრული ხელსაწყოების
ტარება ჩამრთველის ღილაკზე
დადებული თითით ან ხელსაწყოს დენში
მიერთება, რომელსაც გააქტიურებული
აქვს ჩართვის ღილაკი, იწვევს
ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოაცილეთ თქვენი თმა,
ტანსაცმელი და ხელთათმანები მოძრავ
ნაწილებს. განიერი, ფრიალა ტანსაცმელი,
ძვირფასეულობა და თმა შესაძლოა
ჩაითრიოს მოძრავმა ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
KA
373

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Power+ lm1900e-spLm1900eLm1900e-sp