ჩამრთველის ღილაკზე დადებული თითით
ან ხელსაწყოს დენში მიერთება, რომელსაც
გააქტიურებული აქვს ჩართვის ღილაკი,
იწვევს ინციდენტებს.
◾
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
◾
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
◾
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი და ძვირფასეულობა.
მოაცილეთ თქვენი თმა, ტანსაცმელი და
ხელთათმანები მოძრავ ნაწილებს. განიერი,
ფრიალა ტანსაცმელი, ძვირფასეულობა
და თმა შესაძლოა ჩაითრიოს მოძრავმა
ნაწილებმა.
◾
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების შეერთების
ადგილები, დარწმუნდით რომ ისინი
სწორადაა დაკავშირებული და
გამოყენებული. მტვრისთვის განკუთვნილი
საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა
შეამციროს მასთან დაკავშირებული
საფრთხეები.
◾
შეეცადეთ მსგავს ხელსაწყოებთან ხშირი
მუშაობის გამოცდილებამ არ გამოიწვიოს
თქვენი უზრუნველობა და არ გაუკეთოთ
ხელსაწყოს უსაფრთხოების პრინციპებს
იგნორირება. უგულისყურო საქციელმა
წამის მეათედშიც კი შესაძლოა მოგიტანოთ
სერიოზული ზიანი.
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
მოვლა
მოვლა
◾
არ დაატანოთ ძალა ხელსაწყოს.
გამოიყენეთ სწორი ხელსაწყო თქვენი
მიზნებისთვის. სწორი ხელსაწყო უკეთ და
უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს იმ საქმეს,
რომლისთვისაც განკუთვნილია იგი.
◾
არ გამოიყენოთ ხელსაწყო თუ ჩამრთველი
არ რთავს ან თიშავს მას. ნებისმიერი
ხელსაწყო, რომელიც ვერ კონტროლდება
ჩამრთველით, სახიფათოა და საჭიროებს
შეკეთებას.
◾
გათიშეთ დენის ჩანგალი შტეფსელიდან და/
ან მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს
ნებისმიერი რეგულირებისას, ნაწილის
ცვლილებისას ან ხელსაწყოს შენახვამდე.
მსგავსი პრევენციული უსაფრთხოების
ზომები ამცირებს ელექტრული ხელსაწყოს
უცაბედი ჩართვის რისკს.
◾
გათიშული ელექტრული ხელსაწყოები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას და არ მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება მისით სარგებლობის
არმცოდნე ან მის ინსტრუქციაში ჩაუხედავ
პირებს. ელექტრული ხელსაწყოები
გამოუცდელი პირების ხელში სახიფათოა.
◾
მოუარეთ ელექტრულ ხელსაწყოებს
და მის ნაწილებს. შეამოწმეთ მოძრავი
და შემაკავშირებელი ნაწილების
ურთიერთწანაცვლება, ნაწილების დაზიანება
და სხვა მდგომარეობა, რომელმაც
შეიძლება გავლენა იქონიოს ხელსაწყოს
მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში
შეაკეთეთ ხელსაწყო გამოყენებამდე.
ბევრი ინციდენტი გამოწვეულია ცუდად
მოვლილი ელექტრო ხელსაწყოების გამო.
◾
მჭრელი ხელსაწყოები იქონიეთ სუფთა და
ბასრ მდგომარეობაში. სწორად მოვლილი
ბასრი დანის პირის მქონე მჭრელი
ხელსაწყოების გახლართვა ნაკლებად
ალბათურია და მათი კონტროლიც
გაადვილებულია.
◾
გამოიყენეთ ეს ხელსაწყო, მისი ნაწილები,
მათი დამჭერები და ა.შ. ინსტრუქციის
მიხედვით, სამუშაო გარემოს და სამუშაოს
ტიპის გათვალისწინებით. ელექტრული
ხელსაწყოს არადანიშნულებისამებრ
გამოყენებამ შესაძლოა შექმნას სახიფათო
სიტუაცია.
◾
იქონიეთ სახელურები და სხვა ხელის
ჩასაჭიდი ზედაპირები მშრალ და
სუფთა, მათ შორის ცხიმისა და ზეთისგან
თავისუფალ მდგომარეობაში. სრიალა
სახელურებმა და ხელის ჩასაჭიდმა
ზედაპირებმა შესაძლოა შექმნას სახიფათო
სამუშაო პროცესი და/ან გამოიწვიოს
ხელსაწყოზე კონტროლის დაკარგვა.
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
◾
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ
მითითებული დამტენი მოწყობილობით.
დამტენმა მოწყობილობამ, რომელიც
თავსებადია ერთი ტიპის აკუმულატორთან,
შესაძლოა წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი
სხვა აკუმულატორზე გამოყენებისას.
უსადენო ჯაჭვური ხერხი
KA
121