მოათავსეთ მოწყობილობა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე , მოშორებით ცხელი
ზედაპირებიდან , აბანოებიდან , საშხაპეებიდან , საცურაო აუზებიდან და სხვა
პოტენციურად საშიში ადგილებიდან . მოწყობილობის კორპუსი თბება მაღალ
ტემპერატურაზე გამოყენების დროს . არ შეეხოთ კორპუსს ხელებით , აწიეთ
მოწყობილობა სადგამიდან მხოლოდ სახელურით (5). არ გახსნათ მოწყობილობის
სახურავი (7) ( იხ . სურათი ბ ) მდუღარე წყალში და დუღილის შემდეგ პირველი
5 წუთის განმავლობაში . დუღილის შემდეგ დაუყოვნებლივ მოწყობილობიდან წყლის
ჩამოსხმის დროს , ხელი ან სხეულის სხვა ნაწილები მოაცილეთ ჩაიდნის ცხვირს (8).
ცხელმა ორთქლმა შეიძლება დაგწვათ კანი . არ დაასხით წყალი მოწყობილობის
შიგნით მინიმალური "MIN" ნიშნის ქვემოთ და მაქსიმალური "MAX" ნიშნის ზემოთ .
მოწყობილობის მომზადება მუშაობისთვის
პირველად გამოყენებამდე ჩაასხით წყალი ჩაიდანში "MAX" – ის ნიშნულამდე , აადუღეთ
და გადაასხით წყალი .
მოწყობილობის ექსპლუატაცია
შეაერთეთ დენის კაბელის შტეკერი (3) ჩაიდნის სადგამთან (2) ( იხ . სურათი გ ). გამოიყენეთ
(6) ღილაკი მოწყობილობის სახურავის გასახსნელად (7) და ჩაასხით წყალი ჩაიდნის
კორპუსში (1), მაგრამ არ გადააჭარბოთ "MAX" ნიშანს . ჩართეთ ჩამრთველი (4),
ჩამრთველზე საკონტროლო ნათურა განათდება . მას შემდეგ , რაც ჩაიდანში წყალი
ადუღდება , მოწყობილობა ავტომატურად გაითიშება . ნათურა ჩამრთველზე (4) ჩაქვრება .
სამუშაოს დასრულების შემდეგ , ამოიღეთ დენის შტეკერი ბუდედან .
ტექნიკური მოვლა
რეგულარულად გაწმინდეთ ჩაიდნიდან ნალექი . ჩაიდნის გამოყენებისას ( დღეში 3–5-
ჯერ ), რეკომენდებულია თვეში ერთხელ გაწმენდა , თუ წყალი თქვენს მხარეში მძიმე ან
ძალიან მძიმეა . თუ წყალი რბილია და საშუალოდ მძიმეა , შეგიძლიათ გაწმინდოთ
ჩაიდანი 2–3 თვეში ერთხელ . ნალექის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ 8% ძმარი ან
ლიმონმჟავას ხსნარი (30 გრ ლიმონმჟავა 0,5 ლ წყალში ). ჩაასხით ჩაიდანში 0,5 ლიტრი
ძმარი ან ლიმონმჟავას ხსნარი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში დუღილის გარეშე .
შემდეგ გადაასხით ჩაიდნის შიგთავსი და ადუღეთ წყალი მასში 4–5- ჯერ , ხელმეორედ
გამოყენებამდე . ჩაიდნის გარე ზედაპირი შეიძლება გაიწმინდოს მშრალი ქსოვილით ან
aeno.com/documents
45