Descargar Imprimir esta página

Bosch GAL 18V-160 Professional Manual Original página 47

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 12
ქართული
უსაფრთხოების ტექნიკის
მითითებები
ტექნიკის მითითებების და ინსტრუქციების არ
გათვალისწინებამ შეიძლება გამოიწვიოს
ელექტროშოკი, ხანძარი და/ან სერიოზული
დაზიანება.
საიმედოდ შეინახეთ ეს ინსტრუქციები.
დასამუხტი მოწყობილობა გამოიყენეთ მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ ბოლომდე
შეაფასოთ ყველა ფუნქციის გამართული მუშაობა
და გამოიყენოთ ისინი რაიმე შეზღუდვის გარეშე ან
თუ მიიღეთ შესაბამისი ინსტრუქციები.
ეს დასამუხტი მოწყობილობა არ არის
u
განკუთვნილი გამოსაყენებლად ბავშვებისთვის
ან შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან
გონებრივი შესაძლებლობების ან
გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობის მქონე
პირთათვის.8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს
და შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან
გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებს
შეუძლიათ ისარგებლონ ამ მოწყობილობით
მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ
ან თუ მათ გაიარეს ინსტრუქტაჟი დასამუხტი
მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენების
შესახებ და ესმით, თუ რა საფრთხეს შეიცავს ის.
წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს არასწორი
გამოყენების და დაზიანების საშიშროება.
გამოყენების, გაწმენდისა და ტექნიკური
u
მომსახურების დროს უზრუნველყავით
ბავშვების მეთვალყურეობა. ამით თქვენ
აღკვეთთ ბავშვების დაუშვებელ თამაშს
დასამუხტ მოწყობილობასთან.
დამუხტეთ მხოლოდ Bosch ლითიუმ-იონური
u
აკუმულატორები ან AMPShare პარტნიორი
აკუმულატორები ტევადობით 1,3 ა/სთ.
აკუმულატორის ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს
დასამუხტი მოწყობილობის დასამუხტ ძაბვას.
ნუ დამუხტავთ არადამუხტვად
აკუმულატორებს. წინააღმდეგ შემთხვევაში
არსებობს ხანძრის და აფეთქების საშიშროება.
გამოიყენეთ დასამუხტი მოწყობილობა
მხოლოდ შენობაში და დაიცავით სინესტისგან.
წყლის შეღწევა დასამუხტ მოწყობილობაში
ზრდის ელექტროშოკის რისკს.
Bosch Power Tools
წაიკითხეთ ყველა
მითითება და
უსაფრთხოების
ტექნიკის ინსტრუქცია.
უსაფრთხოების
დაიცავით დასამუხტი მოწყობილობა
u
სისუფთავეში. დაბინძურების გამო არსებობს
ელექტროშოკის საშიშროება.
ყოველი მუშაობის დაწყებამდე შეამოწმეთ
u
დასამუხტი მოწყობილობა, ქსელის კაბელი და
შტეფსელი. დაზიანების აღმოჩენის
შემთხვევაში არ გამოიყენოთ დასამუხტი
მოწყობილობა. არ გახსნათ დასამუხტი
მოწყობილობა დამოუკიდებლად, ანდეთ მისი
შეკეთება მხოლოდ Bosch ან ავტორიზებულ
სახელოსნოებს, რომლებიც იყენებენ მხოლოდ
ორიგინალურ სათადარიგო ნაწილებს.
დაზიანებული დასამუხტი მოწყობილობები,
ქსელური კაბელი და შტეფსელი ზრდიან
ელექტროშოკის რისკს.
არ გამოიყენოთ დასამუხტი მოწყობილობა
u
ადვილად აალებად ზედაპირებზე (მაგალითად,
ქაღალდზე, ტექსტილზე და ა.შ.) ან ადვილად
აალებად გარემოში. დამუხტვის დროს
არსებობს აალების საშიშროება დასამუხტი
მოწყობილობის გახურების გამო.
არ ჩახერგოთ დასამუხტი მოწყობილობის
u
სავენტილაციო ხვრელები. წინააღმდეგ
შემთხვევაში დასამუხტი მოწყობილობა
შეიძლება გადახურდეს და შეწყვიტოს
სათანადოდ მუშაობა.
დამუხტეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ
u
მითითებული დასამუხტი მოწყობილობით.
დასამუხტმა მოწყობილობამ, რომელიც
შესაფერისია ერთი ტიპის
აკუმულატორისთვის, შეიძლება შექმნას
ხანძრის საფრთხე სხვა აკუმულატორთან
გამოყენებისას.
აკუმულატორის დაზიანების და არასწორი
u
გამოყენების შემთხვევაში, მისგან შეიძლება
გამოდიოდეს ორთქლი. უზრუნველყავით
სუფთა ჰაერის მიწოდება და მიმართეთ ექიმს,
თუ თავს ცუდად გრძნობთ.აკუმულატორიდან
გამოსულმა ორთქლმა შეიძლება გააღიზიანოს
სასუნთქი გზები.
არასათანადო პირობებში შესაძლებელია
u
სითხის დაღვრა აკუმულატორიდან; მოერიდეთ
კონტაქტს. შემთხვევითი კონტაქტისას,
ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე თვალში
მოგხვდათ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
აკუმულატორიდან დაღვრილმა სითხემ
შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
ქართული | 47
1 609 92A 803 | (13.10.2023)

Publicidad

loading