Descargar Imprimir esta página

Ego Power+ LM2020E Manual Del Operador página 381

Ocultar thumbs Ver también para LM2020E:

Publicidad

გამოიყენეთ პირადი დამცავი
საშუალებები. ყოველთვის გაიკეთეთ
თვალების დამცავი. შესაბამის სამუშაო
პირობებში დამცავი საშუალებების
გამოყენება, როგორიცაა მტვრის
საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა. დარწმუნდით
რომ ჩამრთველი არის გამორთულ
პოზიციაში ხელსაწყოს დენში და/
ან აკუმულატორთან მიერთებამდე,
ხელსაწყოს მაღლა აწევამდე ან
ტარებამდე. ელექტრული ხელსაწყოების
ტარება ჩამრთველის ღილაკზე
დადებული თითით ან ხელსაწყოს დენში
მიერთება, რომელსაც გააქტიურებული
აქვს ჩართვის ღილაკი, იწვევს
ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოაცილეთ თქვენი თმა,
ტანსაცმელი და ხელთათმანები მოძრავ
ნაწილებს. განიერი, ფრიალა ტანსაცმელი,
ძვირფასეულობა და თმა შესაძლოა
ჩაითრიოს მოძრავმა ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების
შეერთების ადგილები, დარწმუნდით
რომ ისინი სწორადაა დაკავშირებული
და გამოყენებული. მტვრისთვის
განკუთვნილი საშუალებების
გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მასთან
დაკავშირებული საფრთხეები.
56 ვოლტიანი ლითიუმის-იონის უსადენო ძრავა - LM2020E / LM2020E-SP
შეეცადეთ მსგავს ხელსაწყოებთან
ხშირი მუშაობის გამოცდილებამ არ
გამოიწვიოს თქვენი უზრუნველობა და არ
გაუკეთოთ ხელსაწყოს უსაფრთხოების
პრინციპებს იგნორირება. უგულისყურო
საქციელმა წამის მეათედშიც კი შესაძლოა
მოგიტანოთ სერიოზული ზიანი.
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენება და
მოვლა
მოვლა
არ დაატანოთ ძალა ხელსაწყოს.
გამოიყენეთ სწორი ხელსაწყო თქვენი
მიზნებისთვის. სწორი ხელსაწყო უკეთ და
უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს იმ საქმეს,
რომლისთვისაც განკუთვნილია იგი.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო თუ
ჩამრთველი არ რთავს ან თიშავს მას.
ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც ვერ
კონტროლდება ჩამრთველით, სახიფათოა
და საჭიროებს შეკეთებას.
გათიშეთ დენის ჩანგალი შტეფსელიდან
და/ან მოხსენით აკუმულატორი
ხელსაწყოს ნებისმიერი რეგულირებისას,
ნაწილის ცვლილებისას ან ხელსაწყოს
შენახვამდე. მსგავსი პრევენციული
უსაფრთხოების ზომები ამცირებს
ელექტრული ხელსაწყოს უცაბედი
ჩართვის რისკს.
გათიშული ელექტრული ხელსაწყოები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას და არ მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება მისით
სარგებლობის არმცოდნე ან მის
ინსტრუქციაში ჩაუხედავ პირებს.
ელექტრული ხელსაწყოები გამოუცდელი
პირების ხელში სახიფათოა.
მოუარეთ ელექტრულ ხელსაწყოებს
და მის ნაწილებს. შეამოწმეთ მოძრავი
და შემაკავშირებელი ნაწილების
ურთიერთწანაცვლება, ნაწილების
დაზიანება და სხვა მდგომარეობა,
რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს
ხელსაწყოს მუშაობაზე. დაზიანების
შემთხვევაში შეაკეთეთ ხელსაწყო
გამოყენებამდე. ბევრი ინციდენტი
გამოწვეულია ცუდად მოვლილი
ელექტრო ხელსაწყოების გამო.
KA
381

Publicidad

loading

Este manual también es adecuado para:

Lm2020e-sp