სერიოზული დაშავებისა და სიკვდილისგან თავის
ასარიდებლად, არასდროს არ მოათავსოთ ჩვილის
გადასაყვანი მოდული ამაღლებული ზედაპირის
სავარძელზე, თუ მასში ბავშვი იმყოფება.
ბავშვის გაძლიერებული შეკავების სისტემის
ნაწილები არანაირად არ უნდა დაიზეთოს.
გადმოიტანეთ ჩვილის გადასაყვანი მოდული და
ბაზა სატრანსპორტო საშუალების სავარძლიდან,
როდესაც რეგულარულად არ იყენებთ მას.
ყოველთვის შეკარით ბავშვი ბავშვის გაძლიერებული
შეკავების სისტემაში, მოკლე მანძილებზე
წასვლის შემთხვევაშიც კი, რადგან სწორედ ამ
დროს ხდება ავარიების უმრავლესობა.
არასოდეს დატოვოთ თქვენი შვილი უყურადღებოდ
ბავშვის ამ გაძლიერებული შეკავების სისტემაში.
არასდროს გამოიყენოთ მეორადი ბავშვის
გაძლიერებული შეკავების სისტემა ან ბავშვის
გაძლიერებული შეკავების სისტემა, რომლის
წარსული არ იცით, რადგან მას შეიძლება
ჰქონდეს სტრუქტურული დაზიანება,
რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს ბავშვს.
არასდროს არ გამოიყენოთ თოკები ან ნებისმიერი
სხვა შემცვლელი ბავშვის გაძლიერებული
შეკავების სისტემის სატრანსპორტო საშუალებაში
დასამაგრებლად ან ბავშვის გაძლიერებული
შეკავების სისტემაში ბავშვის შესაკვრელად.
არცერთი ბავშვის გაძლიერებული შეკავების
სისტემა არ იძლევა სრული უსაფრთხოების
გარანტიას დაშავებისგან ავაარიის დროს. თუმცა,
ბავშვის ამ გაძლიერებული შეკავების სისტემის
სათანადო გამოყენება ამცირებს თქვენი შვილის
სერიოზული დაშავებისა ან სიკვდილის რისკს.
126
BGB Turtle Air EMEA Book A6 IMG-0119F-2.indb 126-127
BGB Turtle Air EMEA Book A6 IMG-0119F-2.indb 126-127
არ გამოიყენოთ ბავშვის გაძლიერებული შეკავების
სისტემა ზურგით მდგომარეობაში ჯდომის
პოზიციებში, სადაც დაყენებულია აქტიური წინა
უსაფრთხოების ბალიში. ამას შეიძლება მოჰყვეს
სიკვდილი ან სერიოზული დაშავება. გთხოვთ,
წაიკითხოთ ავტომობილის მფლობელის ინსტრუქცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
არ მოათავსოთ სხვა ნივთები სისტემის
ფეხის ზონაში თქვენი ბაზის წინ.
არ გამოიყენოთ არავითარი ტვირთის მქონე
საკონტაქტო წერტილები გარდა იმ ნაწილებისა,
რომლებიც აღწერილია ინსტრუქციაში და მონიშნულია
ბავშვის გაძლიერებული შეკავების სისტემაზე.
არ გამოიყენოთ ბავშვის ეს გაძლიერებული შეკავების
სისტემა ნებისმიერი ტიპის ავარიის შემდეგ, მცირე
შეჯახების შემთხვევაშიც კი. სასწრაფოდ გამოცვალეთ,
რადგან შესაძლოა გააჩნდეს ავარიით გამოწვეული
უხილავი, სტრუქტურული დაზიანება.
არ დააყენოთ ბავშვის გაძლიერებული შეკავების ეს
სისტემა ამ ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებების
გათვალისწინების გარეშე, სხვა შემთხვევაში თქვენ
შეიძლება ჩააგდოთ თქვენი შვილი დაშავებისა
ან სიკვდილის სერიოზული რისკის ქვეშ.
არ მოახდინოთ ბავშვის გაძლიერებული
შეკავების ამ სისტემის არანაირი ცვლილება
და არ გამოიყენოთ სხვა მწარმოებლების მიერ
დამზადებულ სათადარიგო ნაწილებთან ერთად.
არ გამოიყენოთ ბავშვის გაძლიერებული
შეკავების ეს სისტემა რბილი ნივთების გარეშე.
არ გამოიყენოთ ბავშვის გაძლიერებული
შეკავების ეს სისტემა თუ მისი ნაწილები
დაზიანებული ან დაკარგულია.
127
24-08-2020 11:04
24-08-2020 11:04