Descargar Imprimir esta página

Huawei LEA-B19 Guia De Inicio Rapido página 34

Publicidad

მუშაობის დაწყების მოკლე სახელმძღვანელო
დამუხტვა
დააკავშირეთ სადგამ დამტენზე არსებული ლითონის კონტაქტები მოწყობილობის უკანა მხარეს არსებულთან, შემდეგ დადეთ ისინი ბრტყელ
ზედაპირზე. შეაერთეთ სადგამი დამტენი დენის წყაროსთან, მოწყობილობის ეკრანი განათდება და აჩვენებს კვების ელემენტის დონეს.
1
2
ღილაკი
1
ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს მოწყობილობის ჩასართავად, გამოსართავად ან გადასატვირთად.
ეკრანი
2
დამტენი პორტი
3
გულისცემის სენსორი
4
უზრუნველყავით, რომ მოწყობილობა და მისი აქსესუარები სუფთა და მშრალი იყოს.
თქვენი მოწყობილობის დაყენება
დააწყვილეთ მოწყობილობა ტელეფონთან Huawei Health აპის გამოყენებით. დაასკანირეთ QR კოდი ან მოიძიეთ „Huawei Health" AppGallery-ში
ან საიტზე: Consumer.huawei.com, რომ ჩამოტვირთოთ Huawei Health აპი. დაამატეთ თქვენი მოწყობილობა Huawei Health აპში და მიჰყევით
ეკრანზე მოცემულ მითითებებს დაწყვილების დასასრულებლად.
მოწყობილობის დაწყვილება თქვენს საათთან
Huawei Health აპში მოწყობილობების სიიდან აირჩიეთ მოწყობილობა და მიჰყევით ეკრანზე ასახულ მითითებებს დაწყვილების
შესასრულებლად.
დახმარების მიღება
დაკავშირებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის იხილეთ ონლაინ დახმარება Huawei Health აპში.
საავტორო უფლება © Huawei 2022. ყველა უფლება დაცულია.
წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას.
სავაჭრო ნიშნები და ნებართვები
სიტყვიერი ნიშანი და ლოგო არის Bluetooth SIG, Inc.-ის კუთვნილი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და Huawei Technologies Co.,
®
Bluetooth
Ltd.-ს მიერ ასეთი ნიშნების ნებისმიერი გამოყენება ლიცენზირებულია. Huawei Device Co., Ltd. წარმოადგენს Huawei Technologies Co., Ltd.-ს
ფილიალს.
სხვა ხსენებული სასაქონლო ნიშნები, პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების სახელები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების
საკუთრება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდზე https://consumer.huawei.com/privacy-policy.
მუშაობა და უსაფრთხოება
დაუდასტურებელი ან არათავსებადი კვების გარდამქმნელის, დამტენის ან კვების ელემენტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის
გაჩენა, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
იდეალური ტემპერატურაა -10°C-დან +45°C-მდე.
მოწყობილობა და კვების ელემენტი იქონიეთ ძლიერი სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან მოშორებით. არ მოათავსოთ ისინი
გამათბობელ მოწყობილობებთან, მათ შორის, მიკროტალღურ ღუმელთან, ქურასთან ან რადიატორთან ან მათზე. არ დაშალოთ, შეცვალოთ,
გადააგდოთ ან გამოწუროთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეში, მოარიდეთ გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან
შესაძლოა მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის მოკიდება და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
მოწყობილობას აქვს ჩაშენებული კვების ელემენტი, რომლის ამოღებაც შეუძლებელია. არ სცადოთ კვების ელემენტის ამოღება, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მოწყობილობა შეიძლება დაზიანდეს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა თქვენი მოწყობილობის მუშაობამ ხელი
შეუშალოს თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
ეს პროდუქტი არ არის შექმნილი, როგორც სამედიცინო მოწყობილობა და არ არის გამიზნული რაიმე დაავადების დიაგნოსტიკის,
მკურნალობის, განკურნების ან პროფილაქტიკისთვის. ყველა მონაცემი და გაზომვის შედეგი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ
საინფორმაციო მიზნით.
თუ მოწყობილობის ტარებისას კანზე დისკომფორტს იგრძნობთ, მოიხსენით იგი და მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია ზრდასრულთა მეთვალყურეობა, თუ აღნიშნულ პროდუქტს ბავშვები გამოიყენებენ ან მასთან კონტაქტი ექნებათ.
3
4
32

Publicidad

loading