692
ქართული ენა
1 ჩამოტვირთეთ Sonicare-ის აპი ტელეფონში.
2 დარწმუნდით, რომ თქვენს ტელეფონში Bluetooth
ჩართულია.
3 აიღეთ კბილის ჯაგრისი, რომ შეამოწმოთ მისი
მოქმედება (შუქები ანთებული უნდა იყოს).
4 გახსენით აპი და მიჰყევით სახელმძღვანელო
ნაბიჯებს.
5 დააწყვილეთ კბილის ჯაგრისი აპთან.
6 შექმენით ანგარიში აპის მეშვეობით. უახლეს
გაუმჯობესებებსა და ფუნქციებზე წვდომისთვის
შეასრულეთ ჩაშენებული პროგრამული
უზრუნველყოფის განახლება, თუ ეს
მოგეთხოვებათ.
7 გაიხეხეთ რეგულარულად. კავშირის
დამყარებისთვის მზად ხართ. როცა
რეგულარულად ახდენთ კბილის ჯაგრისის აპთან
სინქრონიზაციას, შეგიძლიათ მიიღოთ
სიახლეები, თუ როგორ გააუმჯობესოთ ორალური
სიჯანსაღე.
8 მოახდინეთ სინქრონიზაცია რეგულარულად.
-
სინქრონიზაცია ხელის რეჟიმით: აპის
ფუნქციებით/შესაძლებლობებით რომ
ისარგებლოთ, დააწყვილეთ/დააკავშირეთ
კბილის ჯაგრისი აპთან ყოველ ორ კვირაში.
-
ავტომატური სინქრონიზაცია:
ადგილმდებარეობის შემოწმების ნებართვა აპის
რეგულირებისას. ადგილმდებარეობის
ნებართვების დაშვებით, თქვენმა ტელეფონმა
იცის, როდის არის ის თქვენი კბილის ჯაგრისის
კავშირის დიაპაზონში და შეუძლია, განაახლოს
წმენდის მონაცემები აპში, ახალი ინფორმაციისა
და რეკომენდაციების მისაწოდებლად.
შენიშვნა: აპლიკაციის გამოყენებისას დარწმუნდით,
რომ თქვენი ტელეფონის Bluetooth ჩართულია, რათა
კბილის ჯაგრისმა შეძლოს თქვენი ჯაგრისის
მონაცემების გადატანა და განახლება აპში. ხეხვის
მონაცემების შეგროვების მიზეზებთან
დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გაეცანით
Sonicare-ს კონფიდენციალურობის დებულებას,