www.egopowerplus.eu/connect.
www.egopowerplus.eu/connect.
ელექტრო სათიბის თავკავის გამოყენება
ელექტრო სათიბის თავკავის გამოყენება
გაფრთხილება:
გაფრთხილება:
სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის არიდების
მიზნით ყოველთვის მოირგეთ უსაფრთხოების
თვალსაფარი ან სათვალე ხელსაწყოთი
სარგებლობისას. გამოიყენეთ სახის ნიღაბი
ან მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი მტვრიან
ადგილას მუშაობისას.
გაასუფთავეთ გასათიბი არე მუშაობის
დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა ობიექტი
როგორიცაა ქვები, დამტვრეული მინა,
ლურსმანი, სადენი ან ბაწარი, რომელიც
შესაძლოა ჩაყვეს ან დაეხვიოს ხელსაწყოს
მთიბავ ნაწილს. მოარიდეთ სამუშაო
ადგილს ბავშვები, სხვა პირები და შინაური
ცხოველები. დარწმუნდით რომ ბავშვები,
სხვა ადამიანები ან შინაური ცხოველები
იმყოფებიან მინიმუმ 15 მ მოშორებით;
არსებობს რისკი რომ უცხო სხეულები
მაღალი სიჩქარით გვერდზე მდგომი
პირებისკენ გაიტყორცნონ. გვერდზე
მდგარი პირებისთვის რეკომენდირებულია
თვალის დამცავი საშუალებების გამოყენება.
თუ თქვენ სხვა პირი მოგიახლოვდათ,
დაუყონებლივ გააჩერეთ ძრავი და საკრეჭი
მოწყობილობა.
ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ
ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ
ნაწილები დაზიანებაზე/ცვეთაზე
ნაწილები დაზიანებაზე/ცვეთაზე
შეამოწმეთ სათიბის თავაკი, დამცავი ფარი
და ჩარჩოსებრი სახელური, შეცვალეთ
ნაწილები, რომლებიც გაბზარულია,
გაღუნულია, აქვს შეცვლილი ფორმა ან
დაზიანებულია სხვაგვარად.
დამცავ ეკრანის კიდესთან განთავსებული
საჭრელი დანა შესაძლოა დაჩლუნგდეს
დროთა განმავლობაში. რეკომენდებულია
მისი გალესვა პერიოდულად ქლიბის
საშუალებით ან ახალი დანის დამონტაჟება.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — STX4500
ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ
ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ
ბალახის საკრეჭი.
ბალახის საკრეჭი.
გაფრთხილება: საჰაერო ხვრელების
გაფრთხილება:
დახშობა ხელს უშლის ჰაერის შედინებას
ძრავის კორპუსში და გამოიწვევს მის
გადახურებას და დაზიანებას.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი საპონი
და ნოტიო ქსოვილი მოწყობილობის
გასაწმენდად. არასდროს დაუშვათ
ხელსაწყოში სითხის შეღწევა; არასდროს
მოათავსოთ ხელსაწყოს რაიმე ნაწილი
სითხეში.
◾
ყოველთვის გაათავისუფლეთ მოტორის
საჰაეროები ნარჩენებისგან.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: მოერიდეთ
გამხსნელების გამოყენებას მოწყობილობის
პლასტმასის ნაწილების გაწმენდისას.
პლასტმასების უმეტესობა ზიანდება
მათზე სხვადასხვა ტიპის გამხსნელების
გამოყენების შედეგად. გამოიყენეთ სუფთა
ტილო ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და
სხვ. მოსაცილებლად.
შეამოწმეთ ტრიმერის თავაკის ბლოკირება
შეამოწმეთ ტრიმერის თავაკის ბლოკირება
◾
დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად,
იქონიეთ ტრიმერის თავაკი სუფთა
მდგომარეობაში. ამოიღეთ ბალახის
ნარჩენები, ფოთლები, ჭუჭყი და
სხვა დაგროვილი ნარჩენები ყოველი
გამოყენების წინ და შემდეგ.
◾
თუ მოწყობილობა დაგებლოკათ,
გამორთთ ელექტრო სათიბი, მოხსენით
აკუმულატორი, შემდეგ მოაცილეთ
ბალახი, რომელიც დახვეულია მოტორის
ლილვსა და სათიბის თავაკზე.
სათიბი ძუის სიგრძის ცვლილება (ნახ. L)
სათიბი ძუის სიგრძის ცვლილება (ნახ. L)
სათიბის თავაკი აძლევს მომხმარებელს
საშუალებას გაზარდოს სათიბის ძუის
სიგრძე მოტორის გაუჩერებლად. როდესაც
ძუა იცვითება და წყდება, დამატებითი
ძუის სიგრძის გამოშვება შესაძლებელია
სათიბის თავაკის მიწაზე რბილი დარტყმით
ხელსაწყოთი სარგებლობის დროს.
შენიშვნა:
შენიშვნა:
ძუის გაზრდა უფრო გართულდება,
თუ მისი სიგრძე კოჭაზე ძალიან დამოკლდება.
KA
281