Bosch Professional GLL 2-10 Manual Original página 288

Ocultar thumbs Ver también para Professional GLL 2-10:
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 50
288 | ქართული
ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის, ჩართულ საზომ
ინსტრუმენტზე გეჭიროთ ჰორიზონტალური მუშაობის რეჟიმის ღილაკი (6)
მინიმუმ 3 წ. თუ ავტომატური გამორთვა დეაქტივირებულია, ლაზერული
სხივები ციმციმებენ დასადასტურებლად.
მითითება: თუ სამუშაო ტემპერატურა აღემატება 45 °C, ავტომატური
გამორთვის დეაქტივაცია შეუძლებელია.
ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად გამორთეთ და ხელახლა
ჩართეთ საზომი ხელსაწყო.
მუშაობის რეჟიმი
საზომ ხელსაწყოს აქვს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი, რომელთა გადართვა
შესაძლებელია ნებისმიერ დროს:
– ჯვარედინი ხაზების რეჟიმი (იხ. სურ. C): ინსტრუმენტი ასხივებს ერთ
ჰორიზონტალურ და ერთ ვერტიკალურ ლაზერულ ხაზს,
– ჰორიზონტალური რეჟიმი (იხ. სურ. D): ინსტრუმენტი ასხივებს ერთ
ჰორიზონტალურ ლაზერულ ხაზს,
– ვერტიკალური რეჟიმი (იხ. სურ. E): ინსტრუმენტი ასხივებს ერთ
ვერტიკალურ ლაზერულ ხაზს.
ჩართვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტი ჯვარედინა ხაზების რეჟიმშია.
ჰორიზონტალური (6) და ვერტიკალური რეჟიმების მეშვეობით (5) თქვენ
შეგიძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩართოთ და გამორთოთ
ჰორიზონტალური და ვერტიკალური სხივების პროეცირება.
მუშაობის ყველა რეჟიმი შეგიძლიათ ჩართოთ ავტომატური ნიველირებით
და ქანქარის ფიქსატორით.
ავტომატური ნიველირების ფუნქცია
ავტომატური ნიველირებით მუშაობა
დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი მყარ ჰორიზონტალურ საფუძველზე და
დაამაგრეთ მბრუნავ სამაგრზე (13) ან შტატივზე (23).
ავტომატური ნიველირებით მუშაობისას გადაიყვანეთ ამომრთველი (2)
პოზიციაში „
 On".
ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს უსწორმასწორობას
თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებში ±4°. ნიველირება
დასრულებულია, როგორც კი ლაზერული ხაზები შეწყვეტენ
გადაადგილდებას.
თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია, მაგ.: იმიტომ, რომ ზედაპირი
რომელზეც დაყენებულია საზომი ინსტრუმენტი, განსხვავდება
1 609 92A 7AN | (14.12.2021)
Bosch Power Tools

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido