ტექნიკური სერვისი
◾
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისი
შეასრულებინეთ კვალიფიციურ პირს
მხოლოდ იდენტური სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით. მსგავსი
პროცედურა უზრუნველყოფს ხელსაწყოს
უსაფრთხოდ მუშაობას.
◾
არასოდეს შეაკეთოთ დაზიანებული
აკუმულატორი. აკუმულატორების
სერვისი მხოლოდ მწარმოებლის
ან ავტორიზირებული სერვისის
მომწოდებლის მიერ არის შესაძლებელი.
◾
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა
ან გადაკეთებულმა აკუმულატორმა
შესაძლოა გამოავლინოს
არაპროგნოზირებადი ქცევა, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება
ან პირადი ზიანი.
◾
არ მოათავსოთ აკუმულატორი
ან ხელსაწყო ცეცხლში ან მაღალ
ტემპერატურულ გარემოში. 130 °C-ზე
მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა
გამოიწვიოს აფეთქება.
ბუჩქის საკრეჭის უსაფრთხოების მითითებები
◾
მოარიდეთ სხეულის ყველა ნაწილი
საკრეჭ დანას. არ მოაცილოთ
ხერხს მოჭრილი საგნები ან ხელით
დაიჭიროთ გასაჭრელი საგნები,
როცა დანები მოძრაობის პროცესშია.
დარწმუნდით რომ ჩამრთველი არის
გათიშულ მდგომარეობაში გაჭედილი
სხეულების მოცილებამდე. ბუჩქის
საკრეჭით სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
◾
ატარეთ ბუჩქის საკრეჭი თავისი
სახელურით, გაჩერებული მჭრელი
დანით. როდესაც ახდენთ ბუჩქის
საკრეჭის შენახვას ან ტრანსპორტირებას,
ყოველთვის მოაცვით საჭრელ ნაწილს
დამცავი შალითა. ბუჩქის საკრეჭის სწორი
მოპყრობა შეამცირებს მჭრელი დანიდან
მიღებულ შესაძლო პერსონალურ
ფიზიკურ ზიანს.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ბუჩქის საკრეჭი — HT2410E
◾
დაიჭირეთ ელექტრული ხელსაწყო
მხოლოდ იზოლირებული ხელჩასაჭიდი
ადგილებით, რადგან მჭრელი დანა
შესაძლოა შეეხოს ფარულ დენის სადენს.
საჭრელი დანები, რომელიც შეეხება
დენის გამტარ სადენს, თავადაც ხდის
ხელსაწყოს შიშველ ლითონის ნაწილებს
გამტარს და შესაძლოა გამოიწვიოს
მომხმარებლის ელექტრული შოკი.
◾
მოარიდეთ სადენები სამუშაო არეს.
მუშაობისას სადენი შესაძლოა
დამალული იყოს ბუჩქში და შემთხვევით
გაიჭრას დანის მიერ.
◾
სამუშაოს დაწყებამდე შეამოწმეთ ბუჩქი
დამალულ საგნებზე, როგორიცაა მავთულის
ღობე.
◾
ბუჩქის საკრეჭი მხოლოდ სწორად
დამაგრებული დამცავი ეკრანით
გამოიყენეთ. ბუჩქის საკრეჭის გამოყენებამ
შესაბამისი დამცავი ეკრანის გარეშე
შეიძლება მოგაყენოთ სერიოზული პირადი
ზიანი.
◾
გამოიყენეთ ორივე ხელი ბუჩქის
საკრეჭით სარგებლობისას. ხელსაწყოს
ერთი ხელით სარგებლობამ შესაძლოა
დაგაკარგვინოთ კონტროლი მასზე და
მოგაყენოთ სერიოზული პირადი ზიანი.
გაფრთხილება: შეამოწმეთ ბუჩქი
უცხო სხეულებზე მუშაობის დაწყებამდე,
როგორიცაა მავთულის ღობე. ბუჩქის
საკრეჭი მხოლოდ სწორად დამაგრებული
დამცავი ეკრანით გამოიყენეთ. ბუჩქის
საკრეჭის გამოყენებამ შესაბამისი დამცავი
ეკრანის გარეშე შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
მნიშვნელოვანი უსაფრთხოების
ინსტრუქციები
◾
არ გამოიყენოთ აკუმულატორზე
მომუშავე ბუჩქის საკრეჭი წვიმაში.
◾
არ დატენოთ აკუმულატორი წვიმაში ან
სველ არეში.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ ქვემოთ
ჩამოთვლილი აკუმულატორის ნაკრებები
და დამტენები:
237
KA