გაფრთხილება: მოერიდეთ ერთ ჯერზე
ბევრის მოჭრას ან ხშირი ბუჩქნარის
გაკაფვას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს დანის
გახლართვა და შენელება, რაც შეამცირებს
ჭრის ეფექტურობას.
შენიშვნა: ნორჩი მცენარეებისთვის
ხელსაწყოს ფართო მოძრაობით მისაღებია
ტოტების საკრეჭის მიერ პირდაპირ მოჭრა.
მეტად ასაკოვანი ნაზარდისთვის, ხერხვის
ტიპის მოძრაობა მეტად მისაღებია მსხვილი
ტოტების მოჭრისთვის. დასაწყისში
არაელექტრული ხელის ხერხის ან გამსხეპი
ხერხის გამოყენება რეკომენდირებულია
მსხვილი ტოტების მოსაჭრელად.
ზევიდან ჭრა
გამოიყენეთ ფართო ჭრის მოძრაობა.
მოძრაობის მიმართულებით საჭრელი დანის
ოდნავი დახრა იძლევა საუკეთესო ჭრის
რეზულტატებს. უკეთესი ჭრის ეფექტისთვის
შესაძლებელია ბაწრის გამოყენება, ბუჩქზე
ჭრის მიმართულების საჩვენებლად როგორც
ნახ. G არის მითითებული.
გვერდული ჭრა
ბუჩქის გვერდების გაკრეჭისას დაიწყეთ
ქვედა ნაწილიდან და აჭერით ზედა
მიმართულებით, როგორც ნაჩვენებია ნახ.
H. გაკრიჭეთ ბუჩქის კიდეები ისე რომ ის
ოდნავ ვიწრო იყოს ზედა მხარეს. ეს ბუჩქის
მეტ ნაწილს მოახვედრებს მზის სხივების
ქვეშ, რაც გამოიწვევს ბუჩქის მეტად თანაბარ
ზრდას.
ექსპლუატაცია
გაფრთხილება: ტექნიკური სერვისისას
გამოიყენეთ მხოლოდ იდენტური
სათადარიგო ნაწილები. სხვა ნებისმიერი
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას
საფრთხე ან გამოიწვიოს ხელსაწყოს
დაზიანება. ხელსაწყოს უსაფრთხოდ და
გამართულად მუშაობისთვის საჭიროა
მისი ყველა შეკეთება და ნაწილის შეცვლა
შესრულდეს კვალიფიციური სერვისის
ტექნიკოსის მიერ.
242
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ბუჩქის საკრეჭი — HT2410E
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის
არიდების მიზნით ყოველთვის მოხსენით
აკუმულატორი ხელსაწყოს როდესაც
წმინდავთ მას ან უტარებთ რაიმე ტიპის
სერვისს.
გაწმენდა
◾
გამოიყენეთ რბილი ფუნჯი რათა
მოაცილოთ ნარჩენი საჰაერობსა და
საჭრელ დანას.
◾
კუპრის ან სხვა წებოვანი ნივთიერების
მოსაცილებლად მოაპკურეთ დანას
რეზინის გამხსნელი. მცირე ხნით ჩართეთ
მოტორი, რათა გამხსნელი თანაბრად
გადანაწილდეს.
◾
მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ
ზედაპირი.
გაფრთხილება: არასდროს გამოიყენოთ
წყალი თქვენი ხელსაწყოს გასაწმენდად.
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ზიანდება მათზე გამხსნელების გამოყენების
შედეგად. გამოიყენეთ სუფთა ტილოები
ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და სხვ.
მოსაცილებლად.
მჭრელი დანის გალესვა
1. ჩართეთ და გათიშეთ ბუჩქის საკრეჭი
სანამ საჭრელი დანა და დამცავი ოდნავ
წანაცვლებულია, როგორც ნაჩვენებია
ნახ. I. ეს საშუალებას მოგვცემს იყოს
დაშორება მჭრელ კბილანებსა და
დამცავის კბილანებს შორის გაქლიბვის
დროს.
2. შენახვამდე მოხსენით აკუმულატორი
ბუჩქის საკრეჭს.
3. მოათავსეთ საჭრელი დანა გირაგში
და ქლიბით დაამუშავეთ ყოველი
კბილის მჭრელი ზედაპირი. მოქლიბეთ
რაც შეიძლება ცოტა ლითონი.
დარწმუნდით რომ თითეული კბილანის
თავდაპირველი კუთხე შენარჩუნდება
მოქლიბვის შემდეგ.
4. მოხსენით საკრეჭი გირაგიდან; ხელახლა
ჩართეთ და გააჩერეთ, რათა გამოაჩინოთ
დანის კბილების გასალესი კიდეები.