აკუმულატორის დამონტაჟება/მოხსნა
დატენეთ პირველ ჯერზე სარგებლობამდე.
დასამონტაჟებლად (ნახ. B)
გაუსწორეთ აკუმულატორის სამაგრები
ბუდის ნასვრეტებს და დააწექით
აკუმულატორს, სანამ არ გაიგებთ „წკაპ" ხმას.
მოსახსნელად (ნახ. C)
დააჭირეთ აკუმულატორის გამშვებ ღილაკს
და ამოიღეთ აკუმულატორი.
გაფრთხილება: ყოველთვის შეამოწმეთ
თქვენი ფეხების, ბავშვების ან შინაური
ცხოველების მდებარეობა აკუმულატორის
გამშვები ღილაკის დაჭერისას.
აკუმულატორის დაცემამ შესაძლოა
გამოიწვიოს სერიოზული ფიზიკური
ზიანი. არასდროს მოხსნათ აკუმულატორი
სიმაღლეზე.
ბუჩქის საკრეჭის ჭერის წესი (ნახ. D, E და F)
ხელსაწყოს აქვს ორივე, წინა და უკანა
სახელური. დანა მიაქციეთ თქვენგან
მოშორებით და დაიჭირეთ ხელსაწყო ორივე
სახელურით. წინა სახელურზე მდებარე
ჩამრთველი ბერკეტის აქტივირება შესაძლოა
სამივე გვერდიდან, რაც გაძლევთ სახეულზე
კომფორტულად ხელის მოჭიდების
საშუალებას მუშაობისას.
გაფრთხილება: ყოველთვის გეჭიროთ
ბუჩქის საკრეჭი ორივე ხელით
სახელურებზე. არასოდეს დაიჭიროთ ბუჩქი
ერთი ხელით, როდესაც მეორეთი ამუშავებთ
საკრეჭს. ამ ინსტრუქციის უგულებელყოფამ
შეიძლება მოგაყენოთ სერიოზული
ფიზიკური ზიანი.
ბუჩქის საკრეჭის ჩართვა/გამორთვა
საკრეჭით სარგებლობამდე დაიჭირეთ ის
ორივე ხელით, მოათავსეთ ერთი ხელი
უკანა სახელურზე, ხოლო მეორე - წინა
სახელურზე. დარწმუნდით რომ დგახართ
მყარად ფეხზე, უსაფრთხოდ და იცავით
კრეჭვისას სწორ დისტანციას.
ჩასართავად
1. ჩასვით აკუმულატორი.
2. დააწექით და დაიჭირეთ წინა
სახელურზე მდებარე ჩამრთველი
ბერკეტი ერთი ხელით.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ბუჩქის საკრეჭი — HT2410E
3. დააწექით და დაიჭირეთ ჩამკეტი
ღილაკი თქვენი მეორე ხელის ცერით,
ხოლო თითებით კი მოუჭირეთ უკანა
ჩამრთველ ბერკეტს, რათა ჩართოთ
ბუჩქის საკრეჭი. ხელი გაუშვით
ჩამკეტ ღილაკს და გააგრძელეთ
ტრიგერზე თითის დაჭერა მუშაობის
გასაგრძელებლად.
გამოსართველად
მოაცილეთ ბუჩქის საკრეჭი სამუშაო არეს
და გაუშვით უკანა ჩამრთველს ხელი, რათა
გააჩეროთ ბუჩქის საკრეჭი.
გაფრთხილება: ყოველთვის მოხსენით
აკუმულატორი ხელსაწყოს შესვენებისას ან
სამუშაოს დამთავრებისთანავე.
ბუჩქის საკრეჭის გამოყენების წესი
გაფრთხილება: თუ დანა გაიჭედება
რაიმე დენის სადენსა ან ხაზში, ხელი არ
მოკიდოთ მას! ის შესაძლოა გახდეს დენის
გამტარი და ძალიან სახიფათო. ხელი
მოკიდეთ მხოლოდ ბუჩქის საკრეჭის
იზოლირებულ უკანა სახელურს ან
ფრთხილად და უსაფრთხოდ დადეთ
მიწაზე თქვენგან მოშორებით. გათიშეთ
დაზიანებული ხაზის ან სადენის
დენის წყარო სანამ შეეცდებით დანის
გამოხსნას. ჩამოთვლილი ინსტრუქციების
უგულებელყოფა გამოიწვევს სერიოზული
ფიზიკურ ზიანს და შესაძლო სიკვდილს..
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის არიდების
მიზნით ხელები დაიჭირეთ დანისგან შორს.
არ შეეცადოთ მოაცილოთ დანას მოჭრილი
საგნები ან ხელით დაიჭიროთ გასაჭრელი
საგნები, როცა დანა მოძრაობის პროცესშია.
დარწმუნდით რომ დანა სრულიად
გაჩერდა და აკუმულატორი მოხსნილია,
სანამ შეეცდებით გაჭედილი საგნებისგან
მის გასუფთავებას. არ ჩაჭიდოთ ხელი
მოშიშვლებულ მჭრელ დანებს ან მჭრელ
ზედაპირებს, როდესაც ხელსაწყოს სწევთ
მაღლა ან გიჭირავთ იგი.
გაფრთხილება: გაასუფთავეთ სამუშაო
არე მუშაობის დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა
ობიექტი როგორიცაა სადენი, განათება,
თოკი ან ბაწარი, რომელიც შესაძლოა
დაეხვიოს ხელსაწყოს საჭრელ ნაწილს და
შექმნას პირადი ზიანის მიღების რისკი.
241
KA