გამოყენებისა და მოვლის წესები
GEO
რძის ელექტრო გამოსაწველი EasyStart
რძის ელექტრო გამოსაწველი განკუთვნილია ძუძუდან ჭარბი რძის გამოსაწველად. არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მშიერი
ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ძუძუს დაცლას, მაგალითად, ყველა იმ შემთხვევაში, თუ რძის სადინრები დახშულია. ექიმთა
რეკომენდაციით, დედის რძე სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია. 4-6 თვიდან დედის
რძესთან ერთად პატარას შეგიძლიათ სხვა მყარი საკვები დაუმატოთ. გახსოვდეთ, რომ დედის რძე შეიცავს ბავშვისთვს საჭირო ყველა
ნივთიერებას, ხოლო მასში არსებული ანტისხეულები პატარას ინფექციებისა და ალერგიებისგან იცავს.
ნაკრების შემადგენლობა, ნახ. 1
1.
დიაფრაგმის ხუფი
2.
დიაფრაგმა – 1 ცალი
3.
სილიკონის სამასაჟე ბალიში
4.
ძაბრის ხუფი
5.
გამოსაწველის კორპუსი ძაბრით
6.
სილიკონის სარქველი – 1 ცალი
აწყობა / დაშლა / ელემენტის გამოცვლა ნახ. 2.
2.1. მოათავსეთ სილიკონის სამასაჟე ბალიში ძაბრში. დარწმუნდით, რომ მჭიდროდ მოარგეთ მის კიდეებს.
2.2. მოათავსეთ დიაფრაგმა კორპუსის ზედა ნაწილში და დაახურეთ დიაფრაგმის ხუფი.
2.3. დაამაგრეთ სილიკონის სარქველი და დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ ერგება ნახვრეტის კიდეებს.
2.4. ადაპტერის მეშვეობით მიახრახნეთ რძის კონტეინერი გამოსაწველის კორპუსს.
2.5. სილიკონის მილის ერთი ბოლო მიაერთეთ გამოსაწველის კორპუსს, მეორე კი - კონექტორს ელექტრო ბლოკზე.
2.6. ხელსაწყო ასევე მუშაობს AA ტიპის 4 ტუტე ელემენტის მეშვეობით (ელემენტები ნაკრებში არ შედის).
2.7. სახლის პირობებში გამოსაწველი შეგიძლიათ ამუშავოთ დენის წყაროდან.
რძის გამოსაწველის გამოყენება, ნახ. 3, 4, 5
გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ გამოსაწველი სუფთა და გასტერილებულია. საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და მკერდი. იმის
შესამოწმებლად, დახშული ხომ არ არის რძის სადინრები, გამოიწველეთ ცოტაოდენი რძე დვრილზე ხელის ნაზად მოჭერით.
შეაერთეთ გამოსაწველი დენის წყაროში. დააჭირეთ ხელი on/off ღილაკს (ნახ. 3). თუ გამოსაწველი ჩაირთვება, ღილაკის თავზე აინთება
ინდიკატორი. ხელსაწყოს გამოსართავად ხელახლა დააჭირეთ on/off ღილაკს. გამორთვის შემდეგ ინდიკატორიც გაქრება.
მოირგეთ გამოსაწველი მკერდზე ისე, რომ სილიკონის სამასაჟე ბალიში თანაბრად მიებჯინოს ძუძუს და მის შიგნით ჰაერის მოხვედრა
გამოირიცხოს. თუ ჰაერი მაინც აღწევს, გამოსაწველის მუშაობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად ქვეითდება. ბოთლი ყოველთვის
ვერტიკალურად გეჭიროთ, რათა რძე თავისუფლად ჩაედინოს ბოთლის ფსკერზე.
გამოსაწველი საშუალებას გაძლევთ, გამოწველის რიტმი და სიმძლავრე თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოთ.
გამოწველის რიტმის სარეგულაციოდ დააჭირეთ ხელი ღილაკს mode (რეჟიმი) (ნახ. 4) და აირჩიეთ 3 რეჟიმიდან ერთ-ერთი:
• express – სტიმულაციის რეჟიმი
სტიმულაციის რეჟიმში გამოსაწველი იმიტირებს ჩვილის სწრაფი და ზედაპირული წოვის მოძრაობებს, რომელიც ლაქტაციას იწვევს.
სტიმულაციის ფაზაში რძე ძუძუდან იწყებს გამოდინებას.
• natural – ბუნებრივი რეჟიმი
ბუნებრივი რეჟიმი უფრო ნელი, ღრმა და ბუნებრივი წოვითი მოძრაობების იმიტაციაა, რომლის დროსაც ჩვილი რძის ძირითად
რაოდენობას წოვს.
• strong – ძლიერი რეჟიმი
The ძლიერი რეჟიმი კიდევ უფრო ნელი და სიღრმისეული წოვის იმიტაციაა, როცა ჩვილს ძუძუდან ე.წ. „უკანა რძე" ამოაქვს.
როცა რძე ძუძუდან იწყებს გამოდინებას, ჩვილს მის გამოსაწოვად უფრო მეტი ძალისხმევა ესაჭიროება. რძე თანდათან უფრო სქელი და
ნოყიერი ხდება, ამიტომაც წოვის რიტმი და ტემპი იკლებს.
გადამრთველის (ნახ. 5) მეშვეობით შეგიძლიათ გამოწველის სიმძლავრე არეგულიროთ.
1. გამოწველის დაბალი სიმძლავრე
2. გამოწველის საშუალო სიმძლავრე
3. გამოწველის მაღალი სიმძლავრე
გამოიწველეთ რძე ერთი ძუძუდან მანამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ რძე გაცილებით ნელა გამოედინება. მოირგეთ გამოსაწველი
მეორე ძუძუზე და გააგრძელეთ გამოწველა. დასრულების შემდეგ მოხსენით ბოთლი გამოსაწველს და მოარგეთ საწოვარა. რძე თქვენი
პატარასთვის მზადაა.
12_215reb_instrukcja_ms001.indd 34-35
12_215reb_instrukcja_ms001.indd 34-35
მოდელი 12/215
7.
გადამყვანი ფართო- და ვიწროყელიანი ბოთლებისთვის
8.
რძის კონტეინერი 120 მლ
9.
მილი
10. ელექტრო ბლოკი
11. კონექტორი
12. დენის წყაროს ადაპტერი
34
რძის გამოსაწველის დეტალების რეცხვისა და დეზინფექციის წესები
რეცხვის პროცესი:
პირველი გამოყენების წინ მოხსენით გამოსაწველს შემდეგი ნაწილები: დიაფრაგმის ხუფი (1), დიაფრაგმა (2), გამოსაწველის კორპუსი
ძაბრით (5), სილიკონის სამასაჟე ბალიში (3), ძაბრის ხუფი (4), სილიკონის სარქველი (6), კონტეინერი(8) და ადაპტერი (7). გარეცხეთ
ცხელ წყალში რბილი სარეცხი საშუალების გამოყენებით და კარგად გაავლეთ. სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე
წყალში. კარგად გააშრეთ აწყობისა და შემდგომი გამოყენების წინ. შენიშვნა! დეზინფექციის შემდეგ დაელოდეთ ყველა დეტალის
გაგრილებას. არ ააწყოთ გამოსაწველი, თუ დეტალები თბილი, ან ნესტიანია, რადგან ეს უარყოფითად აისახება ხელსაწყოს მუშაობაზე.
შეამოწმეთ, რომ დეტალები სწორად არის დამაგრებული.
რეცხვის წესი: გამოსაწველს მოხსენით სილიკონის მილი და კონექტორი. ამ დეტალებს რეცხვა არ ჭირდება, რადგან დიაფრაგმა
იცავს მათ რძის მოხვედრისგან. გამოსაწველის ყველა დეტალი ხელით უნდა გარეცხოთ ცხელ წყალში და ამისთვის რბილი სარეცხი
საშუალება გამოიყენოთ. არ იხმაროთ ძლიერი დეტერგენტები, ან უხეში სახეხი, რომელმაც ზედაპირი შეიძლება დააზიანოს. გაავლეთ
სუფთა, ცხელ წყალში.
შენიშვნა! უკუნაკადის საწინააღმდეგო სარქველი ყოველთვის მის მრგვალ ფუძეზე ორი თითის მოჭიდებით მოხსენით. არასოდეს
მოეჭიდოთ სარქველის წვერს, ის შეიძლება დაზიანდეს, რაც თავის მხრივ გამოწველის სიმძლავრეს შეასუსტებს. სარქველი ძალიან
ფრთხილად უნდა გარეცხოთ და არასოდეს დაუშვათ მასში რძის გაშრობა.
შენიშვნა! არ გარეცხოთ სილიკონის მილი, კონექტორი და განსაკუთრებით, ელექტრო დეტალები.
გაწმინდეთ სველი ჩვრით.
ბოთლის/კონტეინერის რეცხვისა და დეზინფექციის წესები
პირველი და ყოველი შემდგომი გამოყენების წინ რძის კონტეინერი საგულდაგულოდ გარეცხეთ და გაასტერილეთ. ამ მიზნით
მოათავსეთ 5 წუთით მდუღარე წყალში. გამოხარშვამ და ხისტმა წყალმა შესაძლოა კონტეინერის კედლებზე წარმოქმნას ნალექის
ეფექტი. ყველა დეტალი კარგად გარეხეთ სუფთა წყლით იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ
საკვებისთვის შეღწევადი. გამოყენების შემდეგ რძის კონტეინერი გაათავისუფლეთ რძის ნარჩენებისგან, გამოავლეთ, გარეცხეთ და
გაასტერილეთ ორქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან მდუღარე წყალში მოთავსებით. რძის კონტეინერი შეგიძლიათ გარეცხოთ
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60°C-ზე). რეცხვის დროს არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ნივთიერებები. მიკროტალღურ
ღუმელში საკვების გაცხელებისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ყოველთვის მოურიეთ ამგვარად გაცხელებულ საკვებს, რომ
მასში ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდეს და ყოველთვის შეამოწმეთ კვების წინ მისი ტემპერატურა. თუ საკვებს მიკროტალღურ
ღუმელში აცხელებთ, გახსოვდეთ, რომ რძის კონტეინერი თავღია უნდა იყოს. პროდუქტი არ მოათავსოთ წინაწსწარ გაცხელებულ
ღუმელში, გაზის, ან ელექტრო ქურაზე.
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის. შენიშვნა! შეამოწმეთ პროდუქტი ყოველი გამოყენების წინ. გადააგდეთ
დაზიანების პირველივე ნიშნისას. გაფრთხილებთ! ეს პროდუქტი არ არის სათამაშო. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კვების წინ ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. კონტეინერების გამოყენებისას შეინარჩუნეთ მაქსიმალური ჰიგიენა. არ
აადუღოთ დედის რძე. არ დაამატოთ ახლადგამოწველილი რძე გამღვალს. არასოდეს გაყინოთ ხელახლა გამღვალი რძე. არასოდეს
ჩაასხათ კონტეინერებში ცხელი სითხე. პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობით. მხოლოდ დედის
რძისთვის. არ გამოიყენოთ ფორმულის მოსამზადებლად.
გაფრთხილებთ!!!
ხელსაწყო განკუთვნილია მხოლოდ ინდივიდუალური გამოყენებისთვის. ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენების შემთხვევაში
ჯანმრთელობისთვის სარისკოა. ხელსაწყოს აქვს მწარმოებლის 24 თვიანი გარანტია. გთხოვთ, შეინახოთ შენაძენის დამადასტურებელი
საბუთი. გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას და იხელმძღვანელეთ უსაფრთხოების წესებით. ინსტრუქცია შეინახეთ ხელსაწყოსთან
ერთად. პროდუქტის მოსალოდნელი ექსპლუატაციის ვადა 5 წელია. სილიკონის დეტალების ექსპლუატაციის ვადა 2 წელს არ
აღემატება. სილიკონის ნაწილებმა შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ფერი. შეცვალეთ ისინი ფერის ცვლილების აღმოჩენის შემდეგ, ან
გამოყენებაზე გათვლილი დროის შემდეგ.
მკაცრად მიჰყევით ინსტრუქციას. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ინსტრუქციაში
მითითებული წესების უგულვებელყოფით, ან ხელსაწყოს არასათანადო გამოყენებით. ამგვარი ზიანი არ შეიძლება იყოს საჩივრის
საფუძველი, ან ექვემდებარებოდეს ხელსაწყოს გარანტიის ფარგლებში შეკეთებას.
არაავტორიზებული პირების მიერ ხელსაწყოს რაიმე სახის რემონტი, ან მოდიფიკაცია იწვევს გარანტიის დაკარგვას და შესაძლოა
რისკის შემცველი იყოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
35
28.11.2022 11:23:31
28.11.2022 11:23:31