Descargar Imprimir esta página

Bosch GLL 18V-120-33 CG Professional Manual Original página 425

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 73
ექსპლუატაცია ბატარეებით (აქსესუარები)
ბატარეებით ექსპლუატაციისთვის ტუტე-მანგანუმის ბატარეები ჯდება
ბატარეების ადაპტერში.
მითითება: თუ იყენებთ სხვა ბატარეებს, საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას
ლაზერი დაიწყებს სწრაფად ციმციმს და შემდეგ გამოირთობა.
ბატარეების გადამყვანი გათვალისწინებულია მხოლოდ შესაბამის
u
Bosch საზომ ინსტრუმენტებში გამოსაყენებლად, დაუშვებელია მათი
გამოყენება ელექტროხელსაყოში.
ბატარეების ადაპტერში ჩასადებად დააჭირეთ ფიქსატორს (19)
ბატარეების ადაპტერის თავსახუზე და გახსენით თავსახური. ჩასვით
ბატარეები ბატარეების გადამყვანში (18). უზრუნველყავით პოლუსების
სწორი მიმართულება, ბატარეების ადაპტერის შიდა მხარეს განთავსებული
გამოსახულების შესაბამისად.
ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი
მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
დახურეთ ბატარეების ადაპტერის თავსახური (18) და დაელოდეთ
დაფიქსირებას.
ბატარეების ადაპტერის დასაყენებლად ჩასვით ბატარეების
ადაპტერი (18) აკუმულატორის განყოფილებაში (22) ისე, რომ
საგრძნობლად შევიდეს მოდებაში.
ბატარეებით ექსპლუატაციისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი დუმილისამებრ
ჩართულია.იმისთვის, რომ გამორთოთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი,
დააჭირეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ღილაკს (1).
ბატარეების ადაპტერის ამოსაღებად (18) დააჭირეთ განბლოკვის
ღილაკს (17) ბატარეების ადაპტერში და გამოიღეთ ადაპტერი
აკუმულატორის განყოფილებიდან (22).
ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ მათ დიდი ხნის
u
განმავლობაში არ იყენებთ. ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება
გამოიწვიოს ბატარეების კოროზია და თვითგანმუხტვა.
ენერგიის დაზოგვის რეჟიმი
ენერგიის დაზოგვისთვის, შეიძლება ლაზერული ხაზების სიკაშკაშის
შემცირება. ამისათვის დააჭირეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ღილაკს (1).
როდესაც აქტიურია ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ანთია ენერგიის დაზოგვის
ღილაკი. იმისთვის, რომ გამორთოთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი,
დააჭირეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ღილაკს (1) კიდევ ერთხელ, რათა
ჩაქრეს.
Bosch Power Tools
ქართული | 425
1 609 92A 8JB | (08.12.2023)

Publicidad

loading