Descargar Imprimir esta página

Bosch GLL 18V-120-33 CG Professional Manual Original página 428

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 73
428 | ქართული
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ
შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს.
u
ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია
მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას (იხ.
«საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება», გვ. 432).
ტრანსპორტირებისას, გამორთეთ საზომი ხელსაწყო. გამორთვისას
u
ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა, რომელიც წინააღმდეგ
შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა დაზიანდეს.
ჩართვა/გამორთვა
საზომი ხელსაწყოს ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი (10)
პოზიციაში ON. საზომი ინსტრუმენტი ჩართვისთანავე ასხივებს ლაზერული
სხივის ხვრელიდან (4)ლაზერულ ხაზებს.
არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და
u
მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან,
მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (10)
პოზიციაში OFF. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა.
არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო უყურადღებოდ და
u
გამორთეთ საზომი ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის სხივმა
შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
თუ საზომი ინსტრუმენტის ტემპერატურა უახლოვდება მაქსიმალურად
დასაშვებს სამუშაო ტემპერატურას, ლაზერული ხაზების სიკაშკაშე ნელ-
ნელა იკლებს.
მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას
ლაზერული ხაზები იწყებს ციმციმს, შემდეგ საზომი ინსტრუმენტი
გამოირთობა. როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ
მზადაა სამუშაოდ და შეგიძლიათ მისი ჩართვა.
საზომი ხელსაწყო დაცულია ძლიერი ელექტროსტატიკური მუხტისგან
(ეშდ). თუ საზომი ხელსაწყო იღებს ელექტროსტატიკურ მუხტს (მაგ.:
დაბალი სინესტის პირობებში შეხებისას) ის ავტომატურად გამოირთობა.
ამ შემთხვევაში გამორთეთ და ისევ ჩართეთ ჩამრთველი (10).
ავტომატური გამორთვის ფუნქციის დეაქტივაცია
თუ დაახ. 120 წთ განმავლობაში საზომ ინსტრუმენტზე არ დააჭერთ
არავითარ ღილაკს, საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის ან ბატარეის
მუხტის დაზოგვის მიზნით ავტომატურად გამოირთობა.
1 609 92A 8JB | (08.12.2023)
Bosch Power Tools

Publicidad

loading