ქართული | 437
რემონტის საჭიროების შემთხვევაში, გააგზავნეთ საზომი ხელსაწყო (27)
ქეისით მომსახურების ცენტრში.
ტექნიკური მომსახურების სამსახური და კონსულტაციები
გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით
ტექნიკური მომსახურების სამსახური სიამოვნებით უპასუხებს თქვენს
შეკითხვებს, თქვენს მიერ გამოყენებული ხელსაწყოს/აქსესუარის, ასევე
სათადარიგო ნაწილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებასთან
დაკავშირებით. სურათები კომპონენტების მიხედვით და ინფორმაცია
სათადარიგო ნაწილებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე:
www.bosch‑pt.com
Bosch-ის კონსულტანტთა გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ ნებისმიერ
საკითხსა თუ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გქონდეთ
ბრენდირებულ ხელსაწყოებთან და აქსესუარებთან დაკავშირებით.
რაიმე კითხვების წარმოქმნასთან დაკავშირების შემთხვევაში ან
სათადარიგო ნაწილების შეკვეთისას აუცილებლად მიუთითეთ პროდუქციის
10-ნიშნა სასაქონლო ნომერი. ეს ნომერი შეგიძლიათ იხილოთ ხელსაწყოს
ქარხნულ ფირფიტაზე.
საქართველო
Robert Bosch Ltd.
დავით აღმაშენებლის პრ. 61
0102 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995322510073
www.bosch.com
ტექნიკური მომსახურების ცენტრების დამატებით მისამართებს
იხილავთ ბმულზე:
www.bosch-pt.com/serviceaddresses
ტრანსპორტირება
რეკომენდირებულ ლითიუმის იონიან აკუმულატორებზე ვრცელდება
სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნები.აკუმულატორის ბატარეის
ტრანსპორტირება შეუძლია თვით მომხმარებელს ავტომანქანით
დამატებითი ნორმების საჭიროების გარეშე.
მესამე პირების მხრიდან ტრანსპორტირების შემთხვევაში (მაგ.:
თვითმფრინავით ან სატრანსპორტო ექსპედიტორით) საჭიროა შეფუთვის
და მარკირების განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვა. ამ შემთხვევაში
გასაგზავნად ტვირთის მომზადების შემთხვევაში საჭიროა მოიწვიოთ
სახიფათო ტვირთების ექსპერტი.
Bosch Power Tools
1 609 92A 8JB | (08.12.2023)