Descargar Imprimir esta página

Electrolux EIS62453IZ Manual De Instrucciones página 175

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 502
არჩევამდე დადგამთ, მართვის ზოლზე
ინდიკატორი 0-ის ზემოთ გამოჩნდება.
თუ საჭმლის მომზადების
გააქტიურებული ზონიდან აიღებთ
ჭურჭელს და დროებით გვერდით
გადადგამთ, მართვის შესაბამისი ზოლის
ზემოთ არსებული ინდიკატორები
ციმციმს დაიწყებს. თუ 120 წამის
განმავლობაში ჭურჭელს საჭმლის
მომზადების გააქტიურებულ ზონაზე არ
დააბრუნებთ, საჭმლის მომზადების ზონა
ავტომატურად დეაქტივირდება.
საჭმლის მომზადება რომ განაგრძოთ,
მითითებული ვადის გასვლამდე
ჭურჭელი საჭმლის მოსამზადებელ
ზონაში დააბრუნეთ.
6.3 საჭმლის მომზადების ზონების
გამოყენება
მოათავსეთ ჭურჭელი არჩეული
კონფორის ცენტრში. საკვების
მომზადების ინდუქციური ზონები
ავტომატურად
ადაპტირდებასამზარეულოს ჭურჭლის
ძირის ზომაზე.
გაფხაჭვნის საწინააღმდეგო მინის
ზედაპირს აქვს უნიკალური
ტექსტურა, რომელიც მას
მაქსიმალურად იცავს გაფხაჭვნისგან.
ჭურჭელსა და მინის ზედაპირს შორის
ხახუნის შედეგად, შესაძლოა, ხმაური
წარმოიქმნას.
შეგიძლიათ კერძი დიდი ზომის ჭურჭლით
მოამზადოთ, რომელსაც ერთდროულად
საჭმლის მოსამზადებელ ორ ზონაზე
მოათავსებთ, რისთვისაც უნდა
გამოიყენოთ ფუნქცია Bridge.
სამზარეულოს ჭურჭელი ორივე ზონის
ცენტრებს უნდა ფარავდეს, თუმცა
მონიშნულ არეს არ უნდა სცილდებოდეს.
თუ ჭურჭელი მდებარეობს ორ ცენტრს
შორის, Bridge ფუნქცია არ ჩაირთვება.
6.4 გაცხელების პარამეტრები
1. დააჭირეთ სასურველ ტემპერატურულ
რეჟიმს მართვის ზოლზე.
მართვის ზოლის ზემოთ ინდიკატორები
ჩნდება არჩეული ტემპერატურული
რეჟიმის დონემდე.
2. საჭმლის მოსამზადებელი ზონის
დეაქტივაციისთვის დააჭირეთ 0-ს.
6.5 PowerBoost
ეს ფუნქცია საჭმლის მომზადების
ინდუქციურ ზონებს მეტი სიმძლავრით
უზრუნველყოფს. ფუნქციის გააქტიურება
შესაძლებელია საჭმლის მომზადების
ინდუქციური ზონისათვის,მხოლოდ
დროის შეზღუდული პერიოდით. ამ
დროის შემდეგ საჭმლის მომზადების
ინდუქციური ზონა ავტომატურად
შეამცირებს სიმხურვალის უმაღლეს
პარამეტრს.
იხილეთ თავი „ტექნიკური
მონაცემები".
ქართული ენ
175

Publicidad

loading