9. მოვლა და დასუფთავება
გარფთხილება!
იხილეთ უსაფრთხოების თავები.
9.1 ზოგადი ინფორმაცია
• გაწმინდეთ ქურა ყოველი გამოყენების
შემდეგ.
• ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა ძირის
მქონე სამზარეულოს ჭურჭელი.
• როგორც მინის ზედაპირის
ყოველდღიური გასუფთავებისთვის,
ისე დაყენების შემდგომი
გასუფთავებისა და ნებისმიერი
ნარჩენი წებოს მოცილებისთვის
გამოიყენეთ მხოლოდ ზომიერად
აბრაზიული საწმენდი რძე და
გაფხაჭვნის საწინააღმდეგო, რბილი
ღრუბელი. გაჭუჭყიანების ხარისხის
გათვალისწინებით, მინის ზედაპირი
მცირე წრიული მოძრაობებით და
ზომიერი დაწოლით გაასუფთავეთ.
გაამშრალეთ მინის ზედაპირი
მიკრობოჭკოვანი ტილოთი.
გარფთხილება!
არ გამოიყენოთ კლასიკური
ყვითელი და მწვანე ღრუბელი,
რადგან მის მყარ შრეზე არსებულმა
ალუმინის ნაწილაკებმა შეიძლება
მინა დააზიანოს ან გააუფერულოს.
რეკომენდებულისგან
განსხვავებული საწმენდი
ხელსაწყოების გამოყენება არ
იქნება ეფექტური და მათ შეიძლება
მინის ზედაპირი დააზიანონ ან
გააუფერულონ.
• ყოველთვის გამოიყენეთ
მინისზედაპირიანი ქურის
პანელებისთვის რეკომენდებული
საფხეკი. საფხეკი გამოიყენეთ, როგორც
მხოლოდ დამატებითი ხელსაწყო
გაწმენდის სტანდარტული
პროცედურის შესრულების შემდეგ
მინის გასასუფთავებლად.
გარფთხილება!
დანები ან ლითონის სხვა
ნებისმიერი ბასრი ხელსაწყო მინის
ზედაპირის გასაწმენდად არ
გამოიყენოთ.
9.2 გაასუფთავეთ ქურის პანელის
მინის ზედაპირი
• დაუყოვნებლივ მოაცილეთ: გამდნარი
პლასტმასი, პლასტიკური ფოლგა,
მარილი, შაქარი და შაქრის შემცველი
საჭმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში
ჭუჭყმა შესაძლოა ქურის დაზიანება
გამოიწვიოს. მოერიდეთ დამწვრობის
მიღებას. გამოიყენეთ ქურის
სპეციალური საფხეკი შუშის
ზედაპირზე მახვილი კუთხის
პოზიციით და ამოძრავეთ პირი
ზედაპირზე.
• მოაშორეთ ქურის საკმარისად
გაგრილების შემდეგ: კირის ლაქები,
წყლის ლაქები, ცხიმის ლაქები,
მბზინავი ლითონისებრი ლაქა.
გაწმინდეთ ქურის პანელი ზომიერად
აბრაზიული საწმენდი რძითა და
გაკაწვრის საწინააღმდეგო, რბილი
ღრუბლით (იხილეთ ზოგადი
ინფორმაცია). გაწმენდის შემდეგ
ქურის პანელი მიკრობოჭკოვანი
ტილოთი გაამშრალეთ.
• ჩარჩენილი ლაქები: დააწექით
საშუალოდ და გაწმინდეთ ზედაპირი
გაკაწვრის საწინააღმდეგო, რბილი
ღრუბლით (იხილეთ ზოგადი
ინფორმაცია) და ზომიერად აბრაზიული
საწმენდი რძით, სანამ ლაქები აღარ
იქნება ხილვადი.
ქართული ენ
185