3M DBI Sala KF71201466 Manual Del Usuario página 111

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 47
1.0 გამოყენება
1.1
მიზანი: საჭიმრები გათვალისწინებულია ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემის კომპონენტების სახით
(იხილეთ სურათი 2). მათ შეუძლია ვარდნის ენერგიის განბნევა, სხეულზე გადაცემული ყველა ძალის შეზღუდვა ან
შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებლად და შეკავების მიზნით, რაც დამოკიდებულია
მათ ტიპზე. სურათზე 1 მითითებულია საჭიმრების მოდელები, რომლებსაც შეეხება მოცემული სახელმძღვანელო.
ისინი უმეტესად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მუშის მობილურობის და
ვარდნისგან დაცვის კომბინაცია (მაგ. ინსპექტირების სამუშაო, ზოგადი მშენებლობა, ტექმომსახურების სამუშაო,
ნავთობის მოპოვება, დახურული სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: საჭიმარი აკმაყოფილებს სახელმწიფო ან რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, როგორც ეს მოცემულია
წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. ვარდნისგან ინდივიდუალური დაცვის სიტემის შესახებ დამატებითი
ინფორმაცია იხილეთ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ მოთხოვნებში. თუ ეს პროდუქტი
ხელახლა გაიყიდება დანიშნულების ადგილის ქვეყნის გარეთ, გადამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ინსტრუქციების
ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქტს გამოიყენებენ.
1.3
ტრეინინგი: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც მომზადებულები არიან მის
სათანადო დანიშნულებით გამოყენებაში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს და
გაიაროს მომზადება მოცემული მოწყობილობის სათანადო მოვლასა და გამოყენებაში. მომხმარებელი ასევე უნდა
იცნობდეს მის სამუშაო მახასიათებლებს, გამოყენების საზღვრებს და არასათანადო გამოყენების შედეგებს.
1.4
მოთხოვნები: მოცემული აღჭურვილობის გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ მისი შემდეგი
შეზღუდვები:
დატვირთვის ზღვრები: საჭიმრები ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს, რომლის საერთო წონამ
(ტანსაცმლიანად, იარაღებიანად და ა. შ.) უნდა დააკმაყოფილოს წონის დიაპაზონის მოთხოვნები ,
რომლებიც მოცემულია საჭიმრის მოდელის 1-ლ სურათზე. დარწმუნდით, რომ სისტემის ყველა კომპონენტი
აკმაყოფილებდეს დატვირთვის ზღვრებს, რომლებიც საჭიროა მოცემული მოწყობილობის მისი დანიშნულებით
გამოყენებას.
ანკირება: ვარდნის შეკავების სისტემებისთვის შერჩეული მთელი ანკირება უნდა უძლებდეს შემდეგ
მინიმალურ სტატიკურ დატვირთვას იმ მიმართულებებით, რომლებიც დასაშვებია მთლიანი სისტემის მიერ:
1.
12 კნ ლითონის ანკირების შემთხვევაში ან 18 კნ ქსოვილების ანკირების შემთხვევაში
არასერტიფიცირებული ანკირების გამოყენებისას ან
2.
ორჯერ უნდა აღემატებოდეს სერტიფიცირებული ანკირებისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ
შეკავების ძალას
თუ ანკირების ტიპიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ანკირებაზე ერთზე მეტი ვარდნის შეკავების სისტემის
მიმაგრება, ზემოთ(1) და (2) პუნქტებში მითითებული ძალები უნდა გამრავლდეს ანკირებაზე მიმაგრებული
სიტემების რაოდენობაზე.
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ვარდნის წერტილის ზუსტად
ზევით არ არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული
დაზიანება (იხილეთ სურათი 3). რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა ეცადოთ
რაც შეიძლება ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ. ყოველთვის პოზიცია და / ან შეცვალოს
ნებისმიერი, ისე რომ ანკარაგის წერტილი შენარჩუნებულია წელის დონეზე; თავისუფალი გადაადგილება
შეზღუდულია მაქსიმუმ 0,6 მ (1,97 ფუტი).
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს
მოითხოვს, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. საფრთხებეი მოიცავს
შემდეგს (მაგრამ არ შემოიფარგლება): მაღალი ტემპერატურა, მწვავე ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული
გარემო, მაღალი ძაბვის ხაზები, ასაფეთქებლები ან ტოქსიკური აირები, მოძრავი მანქანა-დანადგარები
ან თქვენს თავზე არსებული მასალა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს და მომხმარებელს ან ვარდნის
შეკავების სისტემას დაეცეს. მოერიდეთ ისეთ ადგილში მუშობას, სადაც საჭიმარი შეიძლება გადაიკვეთოს
ან გაებლანდოს მეორე მუშის საჭიმართან. მოერიდეთ ისეთ ადგილებში მუშაობას, სადაც საგანი შეიძლება
დაეცეს საჭიმარს, რაც გამოიწვევს საჭიმრის წონასწორობის დაკარგვის ან დაზიანების რისკს. არ გაატაროთ
საჭიმარი ხელების ქვეშ ან ფეხებს შორის.
111

Publicidad

Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

1201466

Tabla de contenido