აპლიკაცია - მახასიათებლები
ავტომატური სინქრონიზაცია: ადგილმდებარეობის
შემოწმების ნებართვა აპის რეგულირებისას.
ადგილმდებარეობის ნებართვების დაშვებით,
თქვენმა ტელეფონმა იცის, როდის არის ის თქვენი
კბილის ჯაგრისის კავშირის დიაპაზონში და შეუძლია,
განაახლოს წმენდის მონაცემები აპში, ახალი
ინფორმაციისა და რეკომენდაციების
მისაწოდებლად.
შენიშვნა: აპლიკაციის გამოყენებისას დარწმუნდით,
რომ თქვენი ტელეფონის Bluetooth ჩართულია, რათა
კბილის ჯაგრისმა შეძლოს თქვენი ჯაგრისის
მონაცემების გადატანა და განახლება აპში. ხეხვის
მონაცემების შეგროვების მიზეზებთან
დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გაეცანით
Sonicare-ს კონფიდენციალურობის დებულებას,
რომელიც ხელმისაწვდომია აპის დაყენების მთელ
პროცესში.
Sonicare-ს კბილის ელექტროჯაგრისი აღჭურვილია
ჭკვიანი სენსორებით იმისთვის, რომ უკუკავშირის
მეშვეობით გაგაცნოთ ხეხვის თქვენი ჩვევები, მათ
შორის:
-
ხეხვის ყოველდღიური სესიები
-
ხეხვის თითოეული სესიის განმავლობაში
დახარჯული დრო
-
ხეხვისას გამოყენებული დაწოლა
-
პერსონალიზებული რჩევები და ეფექტური
რეკომენდაციები
-
შეხსენება ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ
(რეალური გამოყენების მიხედვით)
Sonicare-ს აპი აგროვებს ჭკვიანი სენსორების მიერ
მიწოდებულ მონაცემებს და აკონტროლებს ხეხვის
თქვენს ჩვევებს დროთა განმავლობაში.
ქართული ენა
895