Descargar Imprimir esta página

Philips sonicare HX3601/01 Manual De Instrucciones página 595

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 102
KidPacer-ი
4 ფრთხილად მოათავსეთ ჯაგრულები კბილებსა და
ღრძილის ხაზზე. გაიწმინდეთ კბილები მცირე წინ
და უკან მოძრაობით ისე, რომ ჯაგრულები
წვდებოდნენ კბილებს შორის. განაგრძეთ ასეთი
მოძრაობა წმენდის ციკლის განმავლობაში.
შენიშვნა: ჯაგარი ოდნავ უნდა გაიშალოს. ხელის
კბილის ჯაგრისის მსგავსად გაწმენდა
რეკომენდებული არ არის.
5 წინა კბილების შიდა ზედაპირის გასაწმენდად
მოხარეთ ჯაგრისის სახელური ნახევრად
ვერტიკალურად და რამდენჯერმე გაუსვით
თითოეულ კბილზე ისე, რომ ხეხვისას
ვერტიკალურად ფარავდეს.
6 მას შემდეგ, რაც დაასრულებთ წმენდის ციკლს,
თქვენ შეგიძლიათ დამატებითი დრო საღეჭი
სივრცის წმენდას მოახმაროთ კბილებზე და იმ
უბნებზე, სადაც ნადები წარმოიშობა. ასევე,
შეგიძლიათ გაიწმინდოთ ენა, ჩართული ან
გამორთული კბილის ჯაგრისით, თქვენი
სურვილის შესაბამისად.
შენიშვნა: Philips Sonicare კბილის ჯაგრისი იქნება
უსაფრთხო ბრეკეტებზე გამოყენებისას (ჯაგრისის
თავები უფრო ადრე ცვდება ბრეკეტებზე
გამოყენებისას) და აღდგენილ კბილებზე
(შემავსებლები, გვირგვინები, ვინირები) თუ
სათანადოდაა გაკეთებული და არ არის დეფექტური.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჯაგრისი
თანაბრად მოძრაობს პირის ღრუში, დაყავით პირის
ღრუ 4 ნაწილად KidPacer-ის ფუნქციის გამოყენებით.
KidPacer-ი ხეხვის დროს 4 თანაბარ სეგმენტად ყოფს
და მიგითითებთ, როდის უნდა გადახვიდეთ შემდეგ
ზონაზე. სეგმენტები ნაჩვენებია მოკლე ხმოვანი
სიგნალით. წმენდის სესიის ბოლოს კბილის ჯაგრისი
ავტომატურად ჩერდება და უშვებს მისალოც ხმოვან
სიგნალს.
შენიშვნა: აუხსენით თქვენს შვილს, რომ გაიხეხონ
კბილები სანამ არ გაიგებენ მისალოც ხმოვან
სიგნალს და ჯაგრისი არ გამოირთვება.
ქართული ენა
595

Publicidad

loading