6.4 გაცხელების პარამეტრები
1. დააჭირეთ სასურველ ტემპერატურულ
რეჟიმს მართვის ზოლზე.
მართვის ზოლის ზემოთ ინდიკატორები
ჩნდება არჩეული ტემპერატურული
რეჟიმის დონემდე.
2. საჭმლის მოსამზადებელი ზონის
დეაქტივაციისთვის დააჭირეთ 0-ს.
6.5 PowerBoost
ეს ფუნქცია საჭმლის მომზადების
ინდუქციურ ზონებს მეტი სიმძლავრით
უზრუნველყოფს. ფუნქციის გააქტიურება
შესაძლებელია საჭმლის მომზადების
ინდუქციური ზონისათვის,მხოლოდ
დროის შეზღუდული პერიოდით. ამ
დროის შემდეგ საჭმლის მომზადების
ინდუქციური ზონა ავტომატურად
შეამცირებს სიმხურვალის უმაღლეს
პარამეტრს.
იხილეთ თავი „ტექნიკური
მონაცემები".
კონფორის ამ ფუნქციის ჩასართავად:
შეეხეთ
.
ამ ფუნქციის გამოსართავად: შეცვალეთ
გაცხელების პარამეტრი.
6.6 OptiHeat Control (3 ნაბიჯი
ნარჩენი სითბოს ინდიკატორი)
გარფთხილება!
/
/
მანამ, სანამ ინდიკატორი
ჩართულია, არსებობს ნარჩენი
სითბოსგან დამწვრობის რისკი.
საჭმლის მომზადების ინდუქციური
ზონები უშუალოდ ჭურჭლის ძირში
წარმოქმნიან იმ სიმხურვალეს, რომელიც
აუცილებელია საჭმლის მომზადების
პროცესისთვის. მინაკერამიკა თბება
ჭურჭლის სიმხურვალის ზემოქმედებით.
ინდიკატორები გამოჩნდება მაშინ,
როდესაც საკვების მომზადების ზონა
ცხელია. ისინი საკვების თქვენ მიერ
ამჟამად გამოყენებული მომზადების
დონეებისთვის ნარჩენი სიცხის დონეს
აჩვენებენ.
- საკვების მომზადების გაგრძელება,
- სითბოს შენარჩუნება,
- ნარჩენი სიცხე.
ინდიკატორი შეიძლება ასევე გამოჩნდეს:
• გვერდით მდებარე საჭმლის
მომზადების ზონებისთვისაც, თუნდაც
თქვენ მათ არ იყენებდეთ,
• როდესაც ცხელი ჭურჭელი მომზადების
ცივ ზონაზე დევს,
• როდესაც ქურა გამორთულია, მაგრამ
საჭმლის მომზადების ზონა ჯერ ისევ
ცხელია.
ინდიკატორი ითიშება, როდესაც საჭმლის
მომზადების ზონა გრილდება.
6.7 ტაიმერის პარამეტრები
უკუთვლითი ტაიმერი
გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რომ
მიუთითოთ, თუ რამდენ ხანს უნდა
იმუშაოს საჭმლის მოსამზადებელმა
ზონამ საჭმლის მომზადების ერთი სესიის
განმავლობაში.
ჯერ დააყენეთ ტემპერატურული რეჟიმი
საჭმლის მომზადების არჩეული
ზონისთვის, შემდეგ კი დააყენეთ
ფუნქცია.
ქართული ენ
143