Ka - Ინგლისური - PROVOX Brush Manual Del Usuario

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 26
ინგლისური
მიზნობრივი გამოყენება
Provox Brush-ის (Provox-ის ჯაგრისი) არის პაციენტის ერთჯერადი
მოხმარების მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია Provox-ის
ხმის პროთეზის გასაწმენდად, Provox Plug (Provox-ის საცობი)
და Provox Vega Plug (Provox Vega საცობი) ჩასასმელად, საპოხი
და კანდიდოზის საწინააღმდეგო საშუალებების წასასმელად
და ფენესტრაციის ხვრელების გასასუფთავებლად, Provox
LaryTube-ზე. პროდუქტი განკუთვნილია პაციენტის მიერ
გამოსაყენებლად.
გამოყენებამდე
ყოველთვის შეამოწმეთ Provox Brush (Provox-ის ჯაგრისი) (სურ. 1),
რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ არის გატეხილი ან გაცვეთილი.
თითოეულ გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ
• დამცავი ბუნიკი არ არის გაბზარული ან მოშვებული.
• ჯაგარი არ ჩანს ნახმარი ან გაცვეთილი.
• მავთულები არ არის მოღუნული ან გატეხილი.
• მთლიანი სახელური არ არის გაბზარული ან მოტეხილი და
დამცავი ფრთები არ არის მოცილებული.
ნებისმიერი დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯაგრისი არ
უნდა გამოიყენოთ
გაწმენდა და დეზინფექცია
თითოეული გამოყენების შემდეგ გარეცხეთ Provox Brush ჯაგრისი
სასმელი წყლით სურ. 4-7 მიხედვით.
Provox Brush ჯაგრისის დეზინფექცია (სურ. 8) გააკეთეთ ერთერთი
შემდეგი ხერხით:
• ეთანოლი 70% - 10 წუთის განმავლობაში
• იზოპროპილის სპირტი 70% - 10 წუთის განმავლობაში
• წყალბადის ზეჟანგი 3% - 60 წუთის განმავლობაში არ
გამოიყენოთ მოწყობილობა მის სრულ გაშრობამდე
შენიშვნა: გამოყენებამდე ყოველთვის გაწმინდეთ და
გააკეთეთ დეზინფექცია.
გაფრთხილება
• მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის.
სხვა პაციენტისთვის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს
ჯვარედინი დაბინძურება.
• არ გაწმინდოთ ან გააკეთოთ დეზინფექცია ნებისმიერი სხვა
ხერხით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის
დაზიანება და დაშავება.
ნარჩენების განკარგვა
გამოყენებული სამედიცინო მოწყობილობების მოშორების
დროს ყოველთვის დაიცავით არსებული სამედიცინო
პრაქტიკა და ეროვნული მოთხოვნები ბიოლოგიური საშიში
ნივთიერებების მიმართ.
ანგარიშის შედგენა
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ნებისმიერი სერიოზული
შემთხვევა რომელიც გამოვლინდა მოწყობილობასთან
დაკავშირებით ეცნობება მწარმოებელს და იმ ქვეყნის
ეროვნულ ორგანოს სადაც მომხმარებელი და/ან პაციენტი
ცხოვრობს.
45

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido