3M Nano-Lok XL Manual De Instrucciones página 126

Ocultar thumbs Ver también para Nano-Lok XL:
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 54
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
KA
მოცემული თვითშემტაცი მოწყობილობის (SRD) გამოყენებამდე წაიკითხეთ, გაეცანით და ბოლომდე შეასრულეთ ამ ინსტრუქციებში
მითითებული ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. წინამდებარე ინსტრუქციების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს სხეულის
სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
წინამდებარე ინსტრუქციები უნდა გადაეცეს ამ მოწყობილობის მომხმარებელს. შეინახეთ ეს ინსტრუქციები მომავალში
საცნობაროდ.
დანიშნულება:
თვითშემტაცი მოწყობილობა გამოიყენება, როგორც სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის სისტემის ნაწილი.
მისი გამოყენება დაუშვებელია სხვა პირობებში, როგორიცაა (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): მასალის ჩატვირთა-გადმოტვირთვის
სამუშაოები, გასართობი ან სპორტული საქმიანობა, ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აღწერილი მომხმარებლის ინსტრუქციებში, არ
არის ნებადართული 3M-ის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი.
მოცემული მოწყობილობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სათანადოდ გაწვრთნილი მომხმარებლისათვის სამუშაო ადგილზე
გამოსაყენებლად.
!
გაფრთხილება
ეს თვითშემტაცი მოწყობილობა არის სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის სისტემის ნაწილი. მისი ყველა
მომხმარებელი სრულად უნდა იყოს მომზადებული ვარდნისაგან დაცვის ინდივიდუალური სისტემის უსაფრთხო მონტაჟსა და გამოყენებაში.
მოცემული მოწყობილობის არასწორად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. ამ
მოწყობილობის სათანადოდ შერჩევის, ექსპლუატაციის, დამონტაჟების, მოვლა-შენახვისა და ტექმომსახურების მიზნით იხილეთ
მოცემული მომხმარებლის ინსტრუქციები, მათ შორის, დამამზადებლის ყველა რეკომენდაცია; მიმართეთ თქვენს ხელმძღვანელს ან
დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებსაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება მოჰყვეს
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
-
ყოველი გამოყენების წინ გულდასმით დაათვალიერეთ თვითშემტაცი და შეამოწმეთ სწორად თუ იკეტება და შეიტაცება.
-
თუ შემოწმების დროს რაიმე არაუსაფრთხო ან დეფექტური გამოვლინდება, ამოიღეთ მოწყობილობა ექსპლუატაციიდან,
გაარემონტეთ ან გამოცვალეთ, როგორც ეს მომხმარებლის ინსტრუქციებშია აღწერილი.
-
თუ თვითშემტაცზე ვარდნის შეჩერება ან სხვა ძალა იმოქმედებს, ეს თვითშემტაცი სასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდან და
დავაკრათ „უვარგისის" ეტიკეტი.
-
საანკერო ხაზი არაფერს არ უნდა ეხებოდეს და არაფერი არ უნდა აბრკოლებდეს. ამაში იგულისხმება მინიმუმ შემდეგი:
გადახლართვა სხვა მანქანა-დანადგართან ან მოწყობილობასთან (მაგ., ნავთობის ჭაბურღილის ზედა ამძრავთან), სხვა მუშებთან,
საკუთარ თავთან, გარშემო არსებულ საგნებთან ან საანკერო ხაზზე, მუშაზე ზემოდან ჩამოვარდნილი საგნების დაცემა და სხვა.
-
საანკერო ხაზი ყოველთვის ბოლომდე მოჭიმული უნდა იყოს. საანკერო ხაზს ნურასოდეს გადააბამთ ან გაკვანძავთ.
-
თვითშემტაცის თათი/თათები, რომლებსაც არ იყენებთ, მიამაგრეთ საკიდრის დროებით სადგომზე/სადგომებზე, თუ ასეთი გვაქვს.
-
ისეთ ადგილზე ნუ გამოიყენებთ, სადაც ვარდნის გზაზე დაბრკოლება იარსებებს. თუ ნელა წანაცვლებად მასალაზე ვმუშაობთ,
როგორიცაა ქვიშა ან ღორღი ან შეზღუდულ სივრცეში ვასრულებთ მოქმედებებს, მუშამ შეიძლება საკმარისი სიჩქარე ვერ
განავითაროს, რათა თვითშემტაცი ავტომატურად ჩაიკეტოს. თვითშემტაცის დადებითი ჩაკეტვისათვის ვარდნის მარშრუტი
ცარიელი უნდა იყოს.
-
ჩვეულებრივ სამუშაო ოპერაციებში მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ. ამან შეიძლება თვითშემტაცის ჩაკეტვა გამოიწვიოს.
-
დარწმუნდით, რომ ვარდნისაგან დამცავი სისტემები/ქვესისტემები, რომლებიც აწყობილია სხვადასხვა დამამზადებლების
კომპონენტებისაგან, იყოს თავსებადი და აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, მათ შორის ANSI Z359-ის
ან ვარდნისაგან დაცვის სხვა წესებს, სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამ სისტემების გამოყენებამდე ყოველთვის გაიარეთ
კონსულტაცია კომპეტენტურ ან/და კვალიფიცირებულ პირთან.
სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, რომლებმაც, თუ არ მოვერიდებით, შეიძლება გამოიწვიონ
სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი:
-
დარწმუნდით, რომ თქვენი ჯანმრთელობა ან ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოდ გაუძლოთ სიმაღლეზე
მუშაობის დროს არსებული ყველა ძალის ზემოქმედებას. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა ამ
მოწყობილობის გამოყენების უნართან დაკავშირებით.
ნურასოდეს ნუ გადააჭარბებთ ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ნებადართულ დატვირთვას.
-
ნურასოდეს ნუ გადააჭარბებთ თქვენი დამცავი მოწყობილობის თავისუფალი ვარდნის მაქსიმალურ მანძილს.
-
ნუ გამოიყენებთ ვარდნისაგან დამცავ მოწყობილობას, რომელსაც ექსპლუატაციამდე არ ჩატარებია შემოწმება, არ ჩატარებია სხვა
დაგეგმილი შემოწმება, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მოცემული მოწყობილობა თქვენი დანიშნულებისათვის შესაფერისია.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით 3M-ის ტექნიკურ სამსახურს.
-
ზოგიერთმა ქვესისტემამ ან კომპონენტების კომბინაციამ შეიძლება შეაფერხოს მოწყობილობის მუშაობა. გამოიყენეთ მხოლოდ
თავსებადი შემაერთებლები. თუ ამ მოწყობილობას იყენებთ ისეთ კომპონენტებთან ან ქვესისტემებთან, რომლებიც მომხმარებლის
ინსტრუქციებში არ არის აღწერილი, ჯერ რჩევისათვის 3M-ს მიმართეთ.
-
გამოიყენეთ დამატებითი დამცავი საშუალებები მოძრავ მოწყობილობასთან (მაგ. საბურღი კოშკურების სახურავის ძალური
ამძრავი), ელექტრულ საფრთხეებთან, ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქიმიურ საფრთხეებთან, ასაფეთქებელ და ტოქსიკურ
გაზებთან, ბასრ კიდეებთან ან თქვენ თავზე არსებულ მასალასთან მუშაობის დროს, რომელიც შეიძლება დაგეცეთ თქვენ ან
ვარდნისაგან დამცავ მოწყობილობას.
-
გამოიყენეთ ელექტრული რკალის ცეცხლგამძლე ან შედუღებით სამუშაოების მოწყობილობები, როცა მაღალ ტემპერატურაზე
მუშაობთ.
-
მოერიდეთ ზედაპირებსა და საგნებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მომხმარებელს ან მოწყობილობას.
-
სიმაღლეზე მუშაობის დროს დარწმუნდით, რომ არსებობდეს ვარდნის საკმარისი უსაფრთხო დიაპაზონი.
-
ნურასოდეს შეცვლით და გადააკეთებთ ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობას. მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ
3M-ის ან იმ მხარეების მიერ, რომლებსაც 3M-ისაგან მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა.
-
ვარდნისაგან დაცვის მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ წინასწარ შემუშავებული გადარჩენის გეგმა,
რომელიც იძლევა სწრაფად გადარჩენის საშუალებას ვარდნის შემთხვევაში.
-
ვარდნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩამოვარდნილი მუშისათვის.
-
ნუ გამოიყენებთ წელის ქამარს ვარდნის შეჩერების მოწყობილობებში. გამოიყენეთ მხოლოდ მთელი სხეულის საკიდარი.
-
იმისათვის, რათა რხევითი ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად ანკირების წერტილის ქვეშ უნდა იმუშაოთ.
-
მოცემული მოწყობილობის გამოყენებაში მომზადების დროს სავალდებულოა ვარდნისაგან დაცვის მეორადი სისტემის გამოყენება,
რომელიც მომხმარებელს დაიცავს უეცარი ვარდნის საფრთხისაგან.
126
SIT 5908239 Rev. C

Publicidad

Tabla de contenido
loading

Productos relacionados para 3M Nano-Lok XL

Este manual también es adecuado para:

31038673103877

Tabla de contenido