PROVOX LaryTube Manual De Instrucciones página 190

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 51
2.3 გაწმენდა და დეზინფექცია
2.3 გაწმენდა და დეზინფექცია
გაფრთხილება: არ გაწმინდოთ მოწყობილობა სტომაში. ამან
გაფრთხილება:
შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება. წმენდის დაწყებამდე, ყოველთვის
ამოიღეთ მოწყობილობა სტომადან.
Provox LaryTube-ი გაწმინდეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.
მოწყობილობის გასაწმენდად და გასავლებად არ გამოიყენოთ
სხვა წყალი, სასმელი წყლის გარდა.
გაფრთხილება: ფრთხილად იყავით, არ დაიწვათ თითები თბილ
გაფრთხილება:
წყალში გაწმენდისას.
1.
გაავლეთ Provox LaryTube-ი სასმელ წყალში )სურ. 6a(.
2.
მოათავსეთ Provox LaryTube-ი არაზეთოვან საყოფაცხოვრებო
საპონში )სურ. 6b(.
3.
მილის შიდა ნაწილი გაწმინდეთ Provox TubeBrush-ით )სურ.
6c, 6h(.
4.
ფენესტრირებული მილის გამოყენების შემთხვევაში, ხვრელები
უნდა გაიწმინდოს Provox Brush-ით, იხილეთ ინფორმაცია
შეკვეთის შესახებ )სურ. 6d, 6h(.
5.
გაავლეთ Provox LaryTube-ი სასმელ წყალში )სურ. 6e(.
6.
გაუკეთეთ Provox LaryTube-ს დეზინფექცია დღეში ერთხელ
)სურ. 6f( ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:
• ეთანოლი 70% - 10 წუთის განმავლობაში
• იზოპროპილის სპირტი 70% - 10 წუთის განმავლობაში
• წყალბადის ზეჟანგი 3% - 60 წუთის განმავლობაში
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ მოწყობილობა მის სრულ
გაფრთხილება:
გაშრობამდე )სურ. 6g(. სადეზინფექციო საშუალებების ორთქლის
შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ხველა ან სასუნთქი
გზების გაღიზიანება.
Provox LaryTube-ი ჭუჭყიანია ან ჰაერი გამოშრა მილში, რაც ზრდის
დაბინძურების რისკს, გამოყენებამდე მოწყობილობა უნდა
გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. დაბინძურების რისკი
შეიძლება არსებობდეს, თუ მოწყობილობა დავარდა იატაკზე ან
შეხება ქონდა ცხოველთან, რესპირატორული ინფექციის მქონე
ადამიანს ან რაიმეს ძლიერი დაბინძურებით.
ჰოსპიტალიზაციისას მნიშვნელოვანია Provox LaryTube-ი
გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია როგორც გამოყენების
შემდეგ, ისე გამოყენებამდეც, ვინაიდან არსებობს ინფექციის ან
დაბინძურების მომატებული რისკი. საავადმყოფოში, გასარეცხად
და გასავლებად უმჯობესია, გამოიყენოთ სტერილური წყალი,
ვიდრე სასმელი წყალი.
190

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido