Covidien Nellcor FLEXMAX Instrucciones De Uso página 178

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 33
FLEXMAX, FLEXMAX-P მოდელის სენსორების გამოსაყენებლად:
1. მოათავსეთ პაციენტის თითი სენსორში. სასურველია, გამოიყენოთ საჩვენებელი
თითი (A). სხვა ადგილების გამოყენება შესაძლებელია, თითის ზომების მიხედვით
(B).
2. თითი სწორად დევს, როდესაც:
a. თითის წვერი ეხება სენსორის შიგნითა ბოლოს. (C)
b. სენსორის კაბელი უნდა გადიოდეს პაციენტის ხელის ზურგზე. (A)
შენიშვნა: დარწმუნდით, რომ სენსორი არ არის არასწორად გაკეთებული
თავდაყირა (D), უკუღმა (E) და თითი არ არის გამოყოფილი (F).
3. გადართეთ ოქსიმეტრზე და დარწმუნდით, რომ სათანადოდ მუშაობს. (დარწმუნდით,
რომ ოქსიმეტრი იძლევა მონაცემს.)
4. სულ ცოტა 6 საათში ერთხელ ვიზუალურად შეამოწმეთ სენსორის ადგილი და
დარწმუნდით, რომ კანი მთელია და დაწოლის გამო დაზიანება არ განვითარდა.
გადაიტანეთ სხვა ადგილზე, თუ კანის მთლიანობა დაირღვევა.
FLEXMAX, FLEXMAX-P მოდელის სენსორების მოსახსნელად:
1. სენსორის გასახსნელად დააჭირეთ სენსორის გვერდებს. მოიხსენით სენსორი
თითიდან და გაწმინდეთ ინსტრუქციის დაცვით, თუ საჭიროა.
2. კავშირის შესაწყვეტად, გამოაძრეთ სენსორის კაბელი მონიტორიდან.
3. შეინახეთ სენსორი შემდგომში გამოყენებისთვის.
სენსორის ექსპლუატაციის ვადაა 1 წელი.
გაფრთხილებები
გაფრთხილება: პულსოქსიმეტრის საზომი შექმნილია სპეციფიკური
მონიტორინგის სისტემებით გამოსაყენებლად. არათავსებადი კომპონენტების
გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს მუშაობა და გამოიწვიოს ელექტრომაგნიტური
შეუთავსებადობა, ან შეიძლება დააზიანოს პაციენტი. ოპერატორი პასუხისმგებელია,
რომ გამოყენებამდე შეამოწმოს თავსებადობა.
გაფრთხილება: ფუნქციონალური ტესტერის გამოყენება არ შეიძლება
პულსოქსიმეტრის გაზომვის სიზუსტის შესაფასებლად.
გაფრთხილება: პაციენტის კანის მდგომარეობა შეამოწმეთ მინიმუმ 6 საათში
ერთხელ და გადაიტანეთ სხვა ადგილზე, თუ დაირღვევა კანის მთლიანობა.
გაფრთხილება: პულსოქსიმეტრის მზომის არასწორმა მოხმარებამ, როდესაც
ადგილი აქვს ზედმეტ დაწოლასა და ხანგრძლივი პერიოდებით გამოყენებას,
შეიძლება დაწოლის შედეგად გამოიწვიოს დაზიანება.
გაფრთხილება: სენსორები არ შეახოთ პრობლემურ კანს.
გაფრთხილება: სტერილიზაცია არ ჩაატაროთ დასხივებით, ორთქლით, ან
ეთილენოქსიდით. გაეცანით გაწმენდისა და დეზინფიცირების ინსტრუქციას.
მითითებულის გარდა სხვა ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს სენსორი.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ სენსორი, თუ ის დაზიანებულია. დაზიანებული
სენსორის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს პაციენტი, ან მწყობრიდან გამოიყვანოს
მოწყობილობა.
გაფრთხილება: პაციენტის ზედმეტმა მოძრაობამ, გარემოს ზედმეტმა განათებამ,
ელექტრომაგნიტური ტალღების ზედდებამ (მაგ., სხვა სამედიცინო მოწყობილობის
გამოსახულების სიგნალის გადაფარვამ ან სიახლოვემ), დისფუნქციურმა
ჰემოგლობინმა, ინტრავასკულურმა საღებავებმა, მანიკურმა და გრძელმა ან
ხელოვნურმა ფრჩხილებმა შეიძლება იმოქმედოს სენსორის მუშაობასა და გაზომვის
სიზუსტეზე.
178

Publicidad

Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

Nellcor flexmax-p

Tabla de contenido