Covidien Nellcor FLEXMAX Instrucciones De Uso página 179

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 33
გაფრთხილება: პაციენტისთვის გადახლართვის ან შემოჭერის რისკის
შესამცირებლად, კაბელი უნდა გაიყვანოთ დიდი სიფრთხილით.
გაფრთხილება: არ გადააკეთოთ და არ გაუკეთოთ მოდიფიკაცია სენსორს.
გადაკეთებამ ან მოდიფიცირებამ შეიძლება იმოქმედოს მუშაობის ხარისხზე ან
სიზუსტეზე.
გაფრთხილება: Nellcor™ სენსორი ან სხვა ოქსიმეტრის სენსორები არ გამოიყენოთ
მრტ სკანირების დროს. დენის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა.
სიფრთხილის ზომები
გაფრთხილება: თავიდან აიცილეთ შესაძლო ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია
ისეთი ელექტრომაგნიტური წყაროების ტალღების ზედდებით, რომელთა შორისაა:
ფიჭური ტელეფონები, რადიოგადამცემები, ძრავები, ტელეფონები, ნათურები,
ელექტროქირურგიული ბლოკები, დეფიბრილატორები და სხვა აპარატები. ტალღების
ზედდებამ შეიძლება არაზუსტი გაზომვები გამოიწვიოს. თუ არ ხართ დარწმუნებული,
რომ აპარატი გამართულად მუშაობს, დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს.
გაფრთხილება: სენსორებმა შეიძლება იმუშაოს სხვადასხვა მონიტორებთან.
ძირითადი მუშაობის, აქსესუარების, შესაბამისობის ინფორმაციისა (EMC) და ელექტრო
ქირურგიული გამოყენებების შესახებ იხილეთ სპეციალური მონიტორის IFU.
გაწმენდა
სანამ ახალ პაციენტს გაუკეთებთ, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ და დეზინფექცია
ჩაუტაროთ სენსორს. ერთ და იმავე პაციენტისთვის გამოყენების შემთხვევაში,
რეკომენდებულია რუტინული წმენდა და დაბალი დონის დეზინფიცირება.
სენსორის გასაწმენდად:
1. გამოაძრეთ სენსორის კაბელი მონიტორიდან, სანამ გაწმენდთ ან დეზინფიცირებას
ჩაუტარებთ სენსორს.
2. სენსორსა და სადენს გადაავლეთ დისტილირებული წყალი, მინიმუმ 2 წუთის
განმავლობაში.
გაფრთხილება: სენსორის კაბელის შემაერთებელი არ ჩადოთ სითხეში.
3. კაბელის ზედაპირის გასაწმენდად, გადაუსვით მას 70% იზოპროპილის სპირტით
დასველებული ბამბის ქსოვილი.
4. სენსორი 5 წუთით ჩადეთ 70% იზოპროპილის სპირტში და გააშრეთ ჰაერზე 10 წუთის
განმავლობაში.
5. ვიზუალურად შეამოწმეთ სენსორის სისუფთავე. თუ ჭუჭყს შენიშნავთ, გაიმეორეთ
გაწმენდის პროცესი.
(დაბალი დონის) დეზინფიცირების ჩასატარებლად:
1. გამოაძრეთ სენსორის კაბელი მონიტორიდან, სანამ გაწმენდთ ან დეზინფიცირებას
ჩაუტარებთ სენსორს.
2. სენსორსა და კაბელს გადაავლეთ დისტილირებული წყალი, მინიმუმ 2 წუთის
განმავლობაში.
გაფრთხილება: სენსორის კაბელის შემაერთებელი არ ჩადოთ სითხეში.
3. მოამზადეთ მათეთრებლის დისტილირებულ წყალში 1:10 პროპორციით
განზავებული ხსნარი. კაბელი გაწმინდეთ განზავებული მათეთრებლით
დასველებული ბამბის ტამპონით.
4. სენსორის კორპუსი 5 წუთით ჩადეთ განზავებულ მათეთრებელში.
5. სენსორი და კაბელი გასავლებად 5 წუთით ჩადეთ დისტილირებულ წყალში.
6. გავლების შემდეგ 10 წუთი დააცადეთ გაშრობა სენსორს, კაბელსა და
შემაერთებელს.
179

Publicidad

Tabla de contenido
loading

Este manual también es adecuado para:

Nellcor flexmax-p

Tabla de contenido