Descargar Imprimir esta página

Electrolux EHF6343FOK Manual De Instrucciones página 129

Ocultar thumbs Ver también para EHF6343FOK:

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 334
• ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე
დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
გამორთულია დენის წყაროდან.
• დარწმუნდით, რომ სპეციფიკაციის
იარლიყზე მითითებული პარამეტრები
თავსებადია ძირითადი დენის წყაროს
ელექტრო სპეციფიკაციებთან.
• დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
სწორად არის დამონატჟებული.
მოშვებულმა ან არასწორად
დაყენებულმა ელექტრო სადენმა ან
შტეფსელმა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) შეიძლება ტერმინალი
ძალიან გააცხელოს.
• გამოიყენეთ სწორი ელექტრო სადენი.
• არ გადახლართოთ ელექტროსადენი.
• დარწმუნდით, რომ დამცველი
დაყენებულია.
• გამოიყენეთ სადენის დამჭერი.
• დარწმუნდით, რომ მთავარი სადენი ან
შტეფსელი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) არ ეხება ცხელ
მოწყობილობას ან ცხელ ჭურჭელს,
როცა მოწყობილობას უახლოეს
როზეტში რთავთ
• არ გამოიყენოთ
მარავალშესაერთებლიანი
გადამყვანები და დამაგრძელებლები.
• დარწმუნდით, რომ არ აზიანებთ
შტეფსელსა და სადენს.
დაუკავშირდით სერვისს ან
ელექტრიკოსს ქსელის დაზიანებული
კაბელის შესაცვლელად.
• პირდაპირი და იზოლირებული
ნაწილების დარტყმის საწინააღლდეგო
დაცვა ისე უნდა იყოს დამაგრებული,
რომ ინსტრუმენტების გარეშე მოხსნა
არ შეიძლებოდეს.
• შტეფსელი როზეტთან დააკავშირეთ
მხოლოდ მონტაჟის ბოლოს.
დარწმუნდით, რომ როზეტთან წვდომა
არის დამონტაჟების შემდეგ.
• თუ როზეტი მოშვებულია, არ
შეაერთოთ შტეფსელი.
• არ მოქაჩოთ კაბელს მოწყობილობის
გამოსართავად. ყოველთვის
გამოსწიეთ შტეფსელი.
• გამოიყენეთ მხოლოდ სწორი
საიზოლაციო მოწყობილობები: ხაზის
მცველები, მცველები (ბუდიდან
ამოღებული ხრახნიანი მცველები),
მიწაზე ჟონვის კვალი და
კონტაქტორები.
• ელექტრულ ინსტალაციას უნდა
ჰქონდეს საიზოლაციო აპარატი,
რომელიც საშუალებას მოგცემთ
გათიშოთ მოწყობილობა დენის
ქსელიდან ყველა პოლუსზე.
საიზოლაციო აპარატს უნდა ჰქოდნეს
კონტაქტის ღიობი არანაკლებ 3 მმ
სისქის.
2.3 გამოყენება
გარფთხილება!
დაზიანების, დაწვის და დენის
დარტყმის რისკი.
• პირველ გამოყენებამდე მთლიანად
მოხსენით შეფუთვა, მარკირება და
დამცავი ფირი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
• ეს მოწყობილობა მხოლოდ
საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვისაა.
• არ შეცვალოთ ამ მოწყობილობის
სპეციფიკაცია.
• დარწმუნდით, რომ სავენტილაციო
ღიობები არ არის დაბლოკილი.
• არ დატოვოთ მოწყობილობა მუშაობის
დროს უმეთვალყურეოდ.
• დააყენეთ კონფორი
„გამორთულზე" ყოველი გამოყენების
შემდეგ.
• არ დადოთ დანა-ჩანგალი ან ქვაბის
თავსახური სამზარეულო ზონაზე.
ისინი შეიძლება გახურდეს.
• არ ამუშაოთ მოწყობილობა სველი
ხელით ან წყალთან კონტაქტისას.
• არ გამოიყენოთ მოწყობილობა სამუშაო
ან შესანახ ზედაპირად.
• თუ მოწყობილობის ზედაპირი
გაიფხაჭნა, დაუყოვნებლივ გამორთეთ
მოწყობილობა დენის წყაროდან. ეს
არის დენის დარტყმის თავიდან
ასაცილებლად.
• საკვები პროდუქტის ცხელ ზეთში
ჩადებისას, ზეთი შეიძლება აშხეფდეს.
გარფთხილება!
ხანძრისა და აფეთქების რისკი.
• გახურებულმა ცხიმებმა და ზეთმა
შეიძლება აალებადი ორთქლი
გამოუშვას. მოარიდეთ ცეცხლი ან
ცხელი საგნები ცხიმსა და ზეთს
მზადებისას.
ქართული ენ
129

Publicidad

loading