3M DBI-SALA 2200094 Manual De Instrucciones Para El Usuario página 153

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 60
2.5
ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი: მე-3 სურათზე ნაჩვენებია ვარდნის შეჩერების კომპონენტები. უნდა შევინარჩუნოთ
უსაფრთხოების საკმარისი დიაპაზონი (FC), რათა მიწაზე ან სხვა წინააღმდეგობაზე დაჯახებამდე მოხდეს ვარდნის შეჩერება.
უსაფრთხო დიაპაზონის სიგრძე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის: ანკერაჟის ადგილმდებარეობა, (A)
საჭიმრის სიგრძე, (B) საჭიმრის შენელების მანძილი ანუ თვითშემტაცი მექანიზმის (SRL) მაქსიმალური შეჩერების მანძილი (C)
ღვედის გაწელვისა და დ-რგოლის/შემაერთებლის სიგრძე და დაფიქსირება (ჩვეულებრივ, 0,5 მ უსაფრთხოების კოეფიციენტი).
დამატებითი დეტალები და უსაფრთხო დიაპაზონის გამოანგარიშება იხილეთ ვარდნისაგან დასაცავი ქვესისტემის ინსტრუქციებში.
2.6
ვარდნის დროს რხევა: ქანაობით ვარდნას ადგილი აქვს, როცა მისამაგრებელი წერტილი ვარდნის დაწყების წერტილის ზუსტად
ზევით არ არის (იხილეთ სურათი 4). რხევით ვარდნისას შეიძლება რაიმე საგანს დავეჯახოთ, რამაც სერიოზული დაშავება ან შეიძლება
სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დაიყვანეთ რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე ანკირების წერტილის რაც შეიძლება ქვეშ
მუშაობით. ნუ დაუშვებთ რხევით ვარდნას, თუ დაშავების პოტენციალი არსებობს. რხევით ვარდნა მნიშვნელოვნად ზრდის მანძილს,
რომელიც საჭიროა შემტაცი მექანიზმებისა და სხვადასხვა სიგრძის მაერთებელი ქვესისტემების გამოყენების დროს.
2.7
კომპონენტების თავსებადობა: 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ 3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა
და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც
დამტკიცებული არ არის, შეიძლება გამოიწვიოს აღჭურვილობასთან შეუთავსებლობა და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი
სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.8
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევა მაშინ, როცა ისინი ერთად
გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს მოულოდნელად არ გახსნის მიუხედავად მათი
ორიენტაციისა. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-ს.
მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინერებიბი და დ-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 15 კნ-ს5,000 ფუნტს (3375
გირვანქა/1531 კგ22.2 კნ). მაერთებლები უნდა იყოს ანკერაჟთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან თავსებადი. ნუ გამოიყენებთ
არათავსებად მოწყობილობებს. არათავსებადი შემაერთებლები შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ სურათი 5).
შემაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და ძალით. თუ შემაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი
ჩამკეტი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან
კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (ა). ძალის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რაზას გახსნა (ბ), რასაც შედეგად შეიძლება
მოჰყვეს სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭის ან კარაბინის მიმაგრების წერტილიდან ჩახსნა (გ) .
თვითჩამკეტი კაუჭები და კარაბინები მოთხოვნილია ANSI Z359-სა და OSHA-ს მიერ.
2.9
მიერთება: სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭები ან კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი უნდა
იყოს. შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და ძალა აღჭურვილობასთან თავსებადია. ნუ გამოიყენებთ არათავსებად
მოწყობილობებს. შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებელი ბოლომდე ჩაკეტილი ან ჩამჯდარია.
3M-ის შემაერთებლები (სასხლეტი ჩამკეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც მომხმარებლის შესაბამის
ინსტრუქციებშია მითითებული. არასწორი შეერთებების მაგალითებისთვის იხილეთ სურათი 6. ნუ მიაბამთ სასხლეტიან ჩამკეტ
კაუჭებსა და კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი სასხლეტები ჩამკეტი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული
ზომის დ-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზას სიმძიმე დააწვება, თუ სასხლეტი სასხლეტი რადგან კაუჭის ან
დ-რგოლის გადაიგრიხებაეხის ან მოტრიალდებაების შემთხვევაში, რაზა დაიტვირთება, თუიმ შემთხვევაში, რასაკვირველია
სასხლეტი თუკი კაუჭი არ არის აღჭურვილია 3600 გირვანქისფუნტის/612 კგ-ის (16 კნ) გამძლე რაზით. შეამოწმეთ სასხლეტზე
ნიშნული ჩამკეტ კაუჭზეწარწერა, რათა დააზუსტოთ, რომ ის ამ მიზნისათვის მოხმარებისთვის ვარგისია.
C.
არასათანადო მიმაგრების დროს სასხლეტიდან ჩამკეტი კაუჭიდან ან კარაბინიდან გამოწეული ნაწილები სამაგრ წერტილში
გაიჩხირება, თუმცა ვიზუალურად შემოწმების გარეშე ბოლომდე ჩამჯდარი გამოჩნდება.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილზე ის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მწარმოებლის
ინსტრუქციების თანახმად, დასაშვებია ასეთი გადაბმა როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
153

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido