1.0 გამოყენება
1.1
მიზანი: საჭიმრები გათვალისწინებულია ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემის კომპონენტების სახით (იხილეთ
სურათი 2). მათ შეუძლია ვარდნის ენერგიის განბნევა, სხეულზე გადაცემული ყველა ძალის შეზღუდვა ან შეიძლება
გამოყენებულ იქნეს სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებლად და შეკავების მიზნით, რაც დამოკიდებულია მათ ტიპზე.
სურათზე 1 მითითებულია საჭიმრების მოდელები, რომლებსაც შეეხება მოცემული სახელმძღვანელო. ისინი უმეტესად
შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მუშის მობილურობის და ვარდნისგან დაცვის
კომბინაცია (მაგ. ინსპექტირების სამუშაო, ზოგადი მშენებლობა, ტექმომსახურების სამუშაო, ნავთობის მოპოვება,
დახურული სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: საჭიმარი აკმაყოფილებს სახელმწიფო ან რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, როგორც ეს მოცემულია
წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. ვარდნისგან ინდივიდუალური დაცვის სიტემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია
იხილეთ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ მოთხოვნებში. თუ ეს პროდუქტი ხელახლა გაიყიდება
დანიშნულების ადგილის ქვეყნის გარეთ, გადამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ინსტრუქციების ადგილობრივ ენაზე
გადათარგმნა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქტს გამოიყენებენ.
1.3
ტრეინინგი: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც მომზადებულები არიან მის
სათანადო დანიშნულებით გამოყენებაში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს და გაიაროს
მომზადება მოცემული მოწყობილობის სათანადო მოვლასა და გამოყენებაში. მომხმარებელი ასევე უნდა იცნობდეს მის
სამუშაო მახასიათებლებს, გამოყენების საზღვრებს და არასათანადო გამოყენების შედეგებს.
1.4
მოთხოვნები: მოცემული აღჭურვილობის გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ მისი შემდეგი
შეზღუდვები:
•
დატვირთვის ზღვრები: საჭიმრები ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს, რომლის საერთო წონამ (ტანსაცმლიანად,
იარაღებიანად და ა. შ.) უნდა დააკმაყოფილოს წონის დიაპაზონის მოთხოვნები , რომლებიც მოცემულია საჭიმრის
მოდელის 1-ლ სურათზე. დარწმუნდით, რომ სისტემის ყველა კომპონენტი აკმაყოფილებდეს დატვირთვის ზღვრებს,
რომლებიც საჭიროა მოცემული მოწყობილობის მისი დანიშნულებით გამოყენებას.
•
ანკირება: ვარდნის შეკავების სისტემებისთვის შერჩეული მთელი ანკირება უნდა უძლებდეს შემდეგ მინიმალურ
სტატიკურ დატვირთვას იმ მიმართულებებით, რომლებიც დასაშვებია მთლიანი სისტემის მიერ:
A.
12 კნ ლითონის ანკირების შემთხვევაში ან 18 კნ ქსოვილების ანკირების შემთხვევაში არასერტიფიცირებული
ანკირების გამოყენებისას ან
B.
2. ორჯერ უნდა აღემატებოდეს სერტიფიცირებული ანკირებისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ შეკავების
ძალას
თუ ანკირების ტიპიდან გამომდინარე, დასაშვები იქნება ანკირებაზე ერთზე მეტი ვარდნის შეკავების სისტემის
მიმაგრება, ზემოთ(1) და (2) პუნქტებში მითითებული ძალები უნდა გამრავლდეს ანკირებაზე მიმაგრებული სიტემების
რაოდენობაზე.
•
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ვარდნის წერტილის ზუსტად ზევით არ
არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება (იხილეთ
სურათი 3). რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად
ანკირების წერტილის ქვეშ იმუშავოთ. ყოველთვის პოზიცია და / ან შეცვალოს ნებისმიერი, ისე რომ ანკარაგის
წერტილი შენარჩუნებულია წელის დონეზე; თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია მაქსიმუმ 0,6 მ (1,97 ფუტი).
•
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს,
რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. საფრთხებეი მოიცავს შემდეგს (მაგრამ არ
შემოიფარგლება): მაღალი ტემპერატურა, მწვავე ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული გარემო, მაღალი ძაბვის
ხაზები, ასაფეთქებლები ან ტოქსიკური აირები, მოძრავი მანქანა-დანადგარები ან თქვენს თავზე არსებული
მასალა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს და მომხმარებელს ან ვარდნის შეკავების სისტემას დაეცეს. მოერიდეთ
ისეთ ადგილში მუშობას, სადაც საჭიმარი შეიძლება გადაიკვეთოს ან გაებლანდოს მეორე მუშის საჭიმართან.
მოერიდეთ ისეთ ადგილებში მუშაობას, სადაც საგანი შეიძლება დაეცეს საჭიმარს, რაც გამოიწვევს საჭიმრის
წონასწორობის დაკარგვის ან დაზიანების რისკს. არ გაატაროთ საჭიმარი ხელების ქვეშ ან ფეხებს შორის.
2.0 გამოყენება
2.1
ვარდნისგან დაცვის და სამაშველო გეგმა: დამქირავებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს ვარდნისგან დაცვის და
სამაშვეო გეგმა. დამქირავებლის გეგმაში მითითებული უნდა იყოს დამსაქმებლის ვარდნისგან დაცვის პროგრამის
მითითებები და მოთხოვნები, მათ შორის, დებულებები, მოვალეობები და ტრენინგი; ვარდნისგან დაცვის
პროცედურები; ვარდნის საფრთხეების თავიდან აცილება და კონტროლი; სამაშველო პროცედურები; ინციდენტების
გამოძიება და პროგრამის ეფექტურობის შეფასება.
2.2
ინსპექტირების სიხშირე: მუშამ საჭიმრები უნდა შეამოწმოს
უნდა ჩაატაროს სხვა კომპეტენტურმა პირმა
(მკაცრი გარემო, ხანგრძლივი გამოყენება და ა. შ.) შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო კომპეტენტური პირის მიერ
ინსპექტირება. კომპეტენტურმა პირმა უნდა განსაზღვროს ინსპექტირების სათანადო ინტერვალები. ინსპექტირების
პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2 ) . კომპეტენტური პირის მიერ
შემოწმების შედეგები უნდა აისახოს „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" ან ჩაიწეროს რადიო სიხშირის
იდენტიფიკაციის (RFID) სისტემის საშუალებით.
2.3
კომპონენტების თავსებადობა: თუ ეს სხვაგვარად მითითებული არაა, 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ
3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან
ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობის რისკი
გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.4
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან მაშინ, როცა
ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს უცებ არ გახსნის მიუხედავად იმისა,
თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-
ს. მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინები და D-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 22 კნ-ს (5000 გირვანქა/2267
კგ).
მაერთებლები უნდა იყოს თავსებადი ანკირების წერტილებთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან. ნუ გამოიყენებთ
არათავსებად აღჭურვილობას. არათავსებადი მაერთებლები შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ სურათი 4).
მაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და გამძლეობით. საჭიროა თვითჩამკეტი სასხლეტი კაუჭები
ან კარაბინები. თუ მაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა
ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის
მოხვედრისას თუ რაზა გაიხსნება (B), სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მიმაგრების წერტილიდან მოძვრება (C).
1 მუშა :
ნებისმიერ პირი , რომელსაც იცავს ვარდნისგან დაცვის აქტიური სისტემა ; ან , ვარდნის შეკავების სისტემის შემთხვევაში , ნებისმიერი პირი ,
რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს სისტემაზე მიმაგრების პერიოდში .
2 კომპეტენტური პირი :
მართვადი ვარდნისგან დაცვის სისტემის უშუალო ზედამხედველობაზე , დანერგვაზე და მონიტორინგზე , რომელსაც მისი მომზადების და ცოდნის
მეშვეობით , შეუძლია ყველა არსებული ან პოტენციური საფრთხის იდენტიფიკაცია , შეფასება და მოქმედებების შესრულება და რომელსაც გააჩნია
დამქირავებლის ნებართვა მოცემულ საფრთხეებთან დაკავშირებით სასრაფო გამოსასწორებელი ზომების მისაღებად .
, რომელიც არ არის მომხმარებელი. უკიდურეს სამუშაო პირობებში
2
დამქირავებლის მიერ დანიშნული ინდივიდუალური პირი , რომელიც პასუხისმგებელია დამქირავებლის მიერ
1
ყოველი გამოყენების წინ. ამასთანავე, ინსპექტირებები
96