3M Protecta Trigger 1200314 Manual Del Usuario página 97

Ocultar thumbs Ver también para Protecta Trigger 1200314:
Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 40
2.5
მიერთება: სასხლეტიანი კაუჭები ან კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი
უნდა იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და გამძლეობა მოწყობილობასთან
თავსებადი იყოს. ნუ გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობას. შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებელი ბოლომდე
ჩაკეტილი ან ჩამჯდარი იყოს. 3M-ის მაერთებლები (სასხლეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ, როგორც
მომხმარებლის შესაბამის ინსტრუქციებშია მითითებული. მე-5 სურათზე იხილეთ არასწორი მიერთებების მაგალითები.
ნუ მიუერთებთ სასხლეტიან კაუჭებს და კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი სასხლეტიანი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული
ზომის D-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზა აღმოჩნდება დატვირთვის ქვეშ თუ სასხლეტიანი კაუჭი ან
D-რგოლი გადაიგრიხება ან მოტრიალდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასხლეტიანი კაუჭი აღჭურვილია 16 კნ
(3600 გირვანქა/612 კგ) რაზით.
C.
ცრუ მიერთების შემთხვევაში, როდესაც მაერთებლების ზომა და ფორმა არ არის თავსებადი და ვიზუალური
დადასტურების გარეშე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მაერთებლები სრულად მიერთებულია.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
დამამზადებლის ინსტრუქციების თანახმად, როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე დაიშვება ასეთი გადაბმა).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
3.0 მონტაჟი და მორგება
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1-ლ თავში.
3.2
ანკირება: აირჩიეთ ანკირების ადგილმდებარეობა იქ, სადაც თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი
მინიმუმამდე დავა (იხილეთ 1-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი წერტილი, რომელიც გაუძლებს 1-ლ თავში
აღწერილ სტატიკურ დატვირთვას.
3.3
სხეულის საყრდენის მიერთება: სრული სხეულოის დამცავ ღვედზე ან სამონტაჟე სარტყელზე უნდა
გამოიყენოთ შეკავების / სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებელი საჭიმარი. შეკავების რეჟიმში საჭიმარი
მიუერთეთ შესაბამის სამაგრს (D-რგოლი) დამცავ ღვედზე ან სარტყელზე. საკიდრის ან ღვედის
ინსტრუქციებში შეგიძლიათ ასევე იხილოთ ვარდნისაგან დაცვის სხვა სისტემები და რეკომენდებული
სამაგრები.
3.4
მიუერთეთ სამუშაო პოზიციის საჭიმარს: მიერთების დროს დარწმუნდით, რომ არ იყოს ხვეულის
გამოსხლეტა. (პარაგრაფი 2.5 „მიერთებები"). ხვეულის გამოსხლეტა მოხდება, როცა კაუჭსა და მაუღლებელ
მაერთებლებს შორის რაიმე დარღვევას ექნება ადგილი და კაუჭის რაზა მოულოდნელად გაიხსნება.
ნაბიჯი 1:
მიუერთეთ ბაგირის საყრდენის ჩამკეტი მაერთებელი (იხ. სურათი 1) ოპერატორის საყრდენ
სარტყელზე ან მთელი სხეულის დამცავ ღვედზე მდებარე D-რგოლის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს.
ნაბიჯი 2:
განათავსეთ საჭიმარი დამაგრებული ანკირების გარშემო, რომელიც უძლებს 12 kN (2 698 lb) ან მეტ
დატვირთვას. შეამოწმეთ, რომ საჭიმარი დამაგრებული იყოს იმგვარად, რომ ვერ ჩამოცურდეს ან
ვერ გასცდეს ანკირების წერტილს.
ნაბიჯი 3:
მიუერთეთ საჭიმარიანი სხეულის მაერთებელი (იხ. სურათი 1) მოპირდაპირე მხარეს D-რგოლს.
მიერთებისას სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინის რაზა მომხმარებლისგან უნდა იყოს გატრიალებული.
ნაბიჯი 4:
ბაგირის დასამოკლებლად მოქაჩეთ ბაგირის ბოლოს უშუალოდ ანკირების წერტილისკენ. (სურათი 6)
ნაბიჯი 5:
გაატარეთ ბაგირი გამართვის ხელსაწყოში უკან გადაწევისას. ხელი აუშვით ბაგირის გამართვის
ხელსაწყოს როდესაც ის სასურველ პოზიციაში იქნება. (სურათი 7)
ნაბიჯი 6:
დაადასტურეთ, რომ ანკირება დამაგრებულია, მიერთებები სწორეა და ბაგირი გამართულია.
• ანკირების ადეკვატიური სიმტკიცე.
• სასხლეტი კაუჭი და კარაბინი სწორედ მიერთებულია მთელი სხეულის დამცავ ღვედზე ან
სამონტაჟო (მცველ) ღვედზე.
• საჭიმარი დამაგრებულია იმგვარად, რომ ვერ ჩამოცურდეს ან ვერ გასცდეს ანკირების წერტილს.
• საჭიმარის დაჭიმულობა სწორია.
;
არ გამოიყემნოთ სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი ისევ ბაგირზე მისაერთებლად . ორივე მაერთებელი მიმაგრებული
უნდა იყოს სათანადო გვერდით D -რგოლებზე . არასდროს გამოიყენოთ რეგულირებადი სამუშაო პოზიციის საჭიმარი
როდესაც მხოლოდ ერთი მაერთებულია მიმაგრებული სრული სხეულის მცველ ღვედზე .
4.0 ექსპლუატაცია
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ შთანმთქმელ საჭიმრებს , მათ გამოყენებამდე უნდა გადავხედოთ
„უსაფრთხოების ინფორმაციას" , რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს თავში წერია .
4.1
მომხმარებლის მიერ შემოწმება: ყოველი გამოყენების წინ, გულდასმით დაათვალიერეთ საჭიმარი მოვლა-
შენახვის ჟურნალში მოცემული საკონტროლო ცხრილის მიხედვით (ცხრილი 2 ) . თუ დათვალიერების დროს
საფრთხის შემცველი მდგომარეობა გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის
ძალას დაექვემდებარა, ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.2
ექსპლუატაცია: მე-2 სურათში ჩანს ჩვეულებრივი შეკავების/სამუშაო ადგილის დაფიქსირების
მოწყობილობების შეერთებები. საჭიმრის ბოლო, რომელიც სხეულზე მაგრდება ყოველთვის ჯერ
უნდა მიუერთოთ სხეულის დამცველმ ღვედს ან სამონტაჟე სარტყელს და მხოლოდ შემდეგ მიამაგრეთ
თათი შესაფერის ანკერს. საჭიმრის მოშვების დონე ყოველთვის მინიმალურად შეამცირეთ ვარდნის
საშიშროებასთან სიახლოვეში, რისთვისაც მუშაობის დროს იყავით ანკერაჟთან რაც შეიძლება ახლოს.
სხეულის საყრდენი მოწყობილობისა და ანკირების შეერთების შესახებ დეტალები იხილეთ მე-3 თავში.
97

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido