3M DBI SALA 7234034 Manual De Instrucciones página 114

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 48
2.5
ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი: მე-3 სურათზე ნაჩვენებია ვარდნისგან დაცვის სისტემის კომპონენტები. უნდა შევინარჩუნოთ
უსაფრთხოების საკმარისი დიაპაზონი (FC), რათა მიწაზე ან სხვა წინააღმდეგობაზე დაჯახებამდე მოხდეს ვარდნის შეჩერება.
უსაფრთხო დიაპაზონის სიგრძე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის: მისამაგრებლის ადგილმდებარეობა, (A)
საჭიმრის სიგრძე, (B) საჭიმრის შენელების მანძილი ანუ თვითშემტაცი მექანიზმის (SRL) მაქსიმალური შეჩერების მანძილი (C)
ღვედის გაწელვისა და D -რგოლის/შემაერთებლის სიგრძე და დაფიქსირება (ჩვეულებრივ, 1 მ უსაფრთხოების კოეფიციენტი).
დამატებითი დეტალები და უსაფრთხო დიაპაზონის გამოანგარიშება იხილეთ ვარდნისაგან დასაცავი ქვესისტემის ინსტრუქციებში.
2.6
ვარდნის დროს რხევა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა მისამაგრებელი წერტილი ვარდნის დაწყების წერტილის ზუსტად ზევით
არ არის (იხილეთ სურათი 4). რხევით ვარდნისას შეიძლება რაიმე საგანს დავეჯახოთ, რამაც სერიოზული დაშავება ან შეიძლება
სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დაიყვანეთ რხევით ვარდნის შესაძლებლობის მინიმუმამდე უშუალოდ ანკერაჟი წერტილის ქვეშ მუშაობით.
ნუ დაუშვებთ რხევით ვარდნას, თუ დაშავების პოტენციალი არსებობს. რხევით ვარდნა მნიშვნელოვნად ზრდის მანძილს, რომელიც
საჭიროა შემტაცი მექანიზმებისა და სხვადასხვა სიგრძის მაერთებელი ქვესისტემების გამოყენების დროს.
2.7
კომპონენტების თავსებადობა: 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ 3M-ის მიერ დამტკიცებულ კომპონენტებსა
და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან ქვესისტემების გამოყენებამ ან შენაცვლებამ, რომლებიც
დამტკიცებული არ არის, შეიძლება გამოიწვიოს აღჭურვილობასთან შეუთავსებლობა და უარყოფითად იმოქმედოს მთლიანი
სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.8
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევა მაშინ, როცა ისინი ერთად
გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს მოულოდნელად არ გახსნის მიუხედავად მათი
ორიენტაციისა. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-ს.
მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინები და D-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 15 კნ-ს5,000 გირვანქას
(3375 გირვანქა/1531 კგ 22.2 კნ). მაერთებლები უნდა იყოს ანკერაჟთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან თავსებადი. ნუ
გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობებს. არათავსებადი შემაერთებლები შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ
სურათი 5). შემაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და ძალით. თუ შემაერთებელი ელემენტი, რომელზეც
სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება,
კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (ა). ძალის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რაზას გახსნა (ბ), რასაც შედეგად
შეიძლება მოჰყვეს სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭის ან კარაბინის მიმაგრების წერტილიდან ჩახსნა (გ).
საჭიროა თვითჩამკეტი კაუჭების ან კარაბინების გამოყენება ANSI Z359-ს და OSHA-ს მოთხოვნების შესაბამისად.
2.9
მიერთება: ჩამკეტი კაუჭები ან კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი უნდა იყოს.
შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და ძალა აღჭურვილობასთან თავსებადია. ნუ გამოიყენებთ არათავსებად
მოწყობილობებს. შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებელი ბოლომდე ჩაკეტილი ან ჩამჯდარია.
3M-ის შემაერთებლები (სასხლეტი ჩამკეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც მომხმარებლის შესაბამის
ინსტრუქციებშია მითითებული. არასწორი შეერთებების მაგალითები იხილეთ სურათი 6-ზე. ნუ მიაბამთ ჩამკეტიან კაუჭებსა და
კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი ჩამკეტიანი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული ზომის
D-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზას შეიძლება სიმძიმე დააწვეს, თუ კაუჭი ან D-რგოლი გადაიგრიხება ან
შემოტრიალდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კაუჭი აღჭურვილია 3600 გირვანქის/612 კგ-ის (16 კნ) დატვირთვის
გამძლე რაზით. შეამოწმეთ თქვენს ჩამკეტიან კაუჭზე არსებული მონიშვნა, რათა დარწმუნდეთ, რომ მისი გამოყენება
დასაშვებია თქვენს მიერ განსაზღვრული დანიშნულებით.
C.
არასათანადო მიმაგრების დროს ჩამკეტიანი კაუჭიდან ან კარაბინიდან გამოწეული ნაწილები სამაგრ წერტილში გაიჩხირება,
თუმცა ვიზუალურად შემოწმების გარეშე ბოლომდე ჩამჯდარი გამოჩნდება.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ღვედზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მწარმოებლის
ინსტრუქციების თანახმად, დასაშვებია ასეთი გადაბმა როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ ჩამკეტიანი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
114

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido