3M DBI SALA 7234034 Manual De Instrucciones página 115

Tabla de contenido

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 48
3.0
დამონტაჟება
;
DBI-SALA ერთწერტილიანი ანკერი - ის მონტაჟი უნდა შესრულდეს
ქვეშ .
3.1
დაგეგმვა: დაგეგმეთ თქვენი ვარდნისაგან დამცავი სისტემა ერთწერტილიანი ანკერი-ის დამონტაჟებამდე. გაითვალისწინეთ ყველა
ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ.
გაითვალისწინეთ ყველა მოთხოვნა, შეზღუდვა და სპეციფიკაცია, რომელიც მითითებულია მე-2 თავსა და 1-ლ ცხრილში. როდესაც
ერთწერტილიანი ანკერი-ის მონტაჟი ხორციელდება მესამე მხარის მიერ (და არა მომხმარებლის მიერ), დამმონტაჟებელმა
პირმა უნდა მოამზადოს და წარმოადგინოს დოკუმენტაციის პაკეტი, რომელშიც შეტანილი იქნება ეს ინსტრუქციები და დიზაინის
დეტალები, რაც იქნება იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ამ ინსტრუქციების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
3.2
დატვირთვის მიმართულება: სურათზე 7 ნაჩვენებია დატვირთვის სწორი მიმართულებები ერთწერტილიანი ანკერისთვის.
დატვირთვები ყოველთვის მიმართული უნდა იყოს ანკერის ზედაპირის პარალელურად. ერთწერტილიანი ანკერი გამოიყენება
სისტემებთან, რომელიც ვარდნისას დატვირთვას ზღუდავს მნიშვნელობებამდე, რომლებიც მოცემულია განყოფილებაში 2.2.
სტატიკური დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს 272 კგ-ს (600 გირვანქა). ერთდროულად მხოლოდ ერთი პირი შეიძლება დამაგრდეს
ერთწერტილიან ანკერზე.
;
7234109 მოდელი გათვლილია მხოლოდ ერთ მომხმარებელზე და პლიუს ერთ მაშველზე EN 795- ის შესაბამისად .
3.3
ვარდნის ფაქტორები: ერთწერტილიანი ანკერი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა ვარდნის ფაქტორის სისტუაციებში:
0, 1, ან 2.
3.4
ერთწერტილიანი ანკერი-ის დამონტაჟება: სურათი 8 აჩვენებს ერთწერტილიანი ანკერი-ის დამონტაჟებას.
ერთწერტილიანი ანკერი შეიძლება დამაგრდეს მასიურ ლითონში, (A), ლითონის I-ფორმის ძელში (B), ან გამყარებულ ბეტონში
(C). ერთწერტილიანი ანკერი-ის დამონტაჟებისთვის:
A.
მონტაჟი მასიურ ლითონის საყრდენზე (ბრმა ფიქსაცია):
1.
გახვრიტეთ და დაამუშავეთ ხვრელი კონსტრუქციაში, შერჩეული სამაგრის და ხრახნის შესაბამისად. საჭიროა M12 ან M16
ზომის, A2-70 ან A4-70 კლასის სამაგრის გამოყენება.
2.
დაამაგრეთ ერთწერტილიანი ანკერი მომზადებულ ხვრელში. დაიტანეთ Loctite 243 (ან მისი ეკვივალენტი ხრახნის
ფიქსატორი) ხრახნზე, რათა თავიდან აიცილოთ მისი მოშვება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატური პირობებით.
3.
მოუჭირეთ დამჭერი 50 ნმ (37 ფუტი-გირვანქა) ძალით თუ იყენებთ M12 დამჭერს, ან 140 ნმ (103 ფუტი-გირვანქა) ძალით
თუ იყენებთ M16-ს.
B.
ლითონის I-ფორმის ძელში დამაგრება (გამჭოლი ფიქსაცია):
1.
გახვრიტეთ და დაამუშავეთ ხვრელი კონსტრუქციაში, შერჩეული სამაგრის შესაბამისად. საჭიროა M12 ან M16 ზომის,
A2-70 ან A4-70 კლასის დამჭერის გამოყენება.
2.
დაამაგრეთ ერთწერტილიანი ანკერი მომზადებულ ხვრელში. წინაღქანჩის და შუასადების გამოყენება აუცილებელია.
დაიტანეთ Loctite 243 (ან მისი ეკვივალენტი ხრახნის ფიქსატორი) ხრახნზე, რათა თავიდან აიცილოთ მისი მოშვება, რაც
შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატური პირობებით.
3.
მოუჭირეთ დამჭერი 50 ნმ (37 ფუტი-გირვანქა) ძალით თუ იყენებთ M12 დამჭერს, ან 140 ნმ (103 ფუტი-გირვანქა) ძალით
თუ იყენებთ M16-ს.
C.
ბეტონში დამაგრება (ბეტონში ფიქსაცია):
1.
გახვრიტეთ და დაამუშავეთ ხვრელი კონსტრუქციაში, შერჩეული ბეტონის სამაგრის მწარმოებლის ინსტრუქციების
შესაბამისად. საჭიროა M16 წებოვანი ანკერაჟის სისტემის გამოყენება (Hilti HIT-HY 150 ან ექვივალენტის).
2.
ჩაამაგრეთ ერთწერტილიანი ანკერი მომზადებულ ხვრელში შერჩეული ბეტონის სამაგრის მწარმოებლის ინსტრუქციების
შესაბამისად.
3.
სამაგრის მოსაჭერად გამოიყენეთ ძალა ბეტონის სამაგრის მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
3.5
შეკავების სისტემები: სადაც შესაძლებელია, მოწყობილობის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ვარდნისგან შეკავების სისტემის
სახით (იხილეთ სურათი 9D). ვარდნისგან შეკავების სისტემები მომხმარებელს თავიდან აცილებს ისეთ მდგომარეობამდე
მისვლას, როდესაც შესაძლებელია ვარდნის დაწყება; შესაბამისად, ამ სისტემის მეშვეობით თავისუფალი ვარდნა გამორიცხულია.
ერთწერტილიანი ანკერის დატვირთვასთან დაკავშირებული მითითებებისთვის იხილეთ ნაწილი 3.2.
3.6
ვარდნისას დაცვის სისტემები: როდესაც გამოიყენება ერთწერტილიანი ანკერი ვარდნისას დაცვის სისტემასთან ერთად, ეს
მოწყობილობა უნდა დამაგრდეს მომხმარებლის ზემოთ რაც შეიძლება მაღლა. ეს მინიმუმამდე ამცირებს თავისუფალი ვარდნის
ალბათობას, რაც უადვილებს მაშველს თავის მოვალეობის შესრულებას და ამცირებს მსხვერპლის სტრესს. თავი აარიდეთ
ანკერისთვის ისეთი ადგილმდებარეობის შერჩევას, რაც გაზრდის რხევით ვარდნას. რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა დამაგრების
წერტილი ზუსტად ვარდნის წერტილის ზემოთ არ არის. რხევით ვარდნისას შეიძლება რაიმე საგანს დავეჯახოთ, რამაც სერიოზული
დაშავება ან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დაიყვანეთ რხევით ვარდნის შესაძლებლობა მინიმუმამდე უშუალოდ ანკერაჟის
ქვეშ მუშაობის საშუალებით. ერთწერტილიანი ანკერის დატვირთვასთან დაკავშირებული მითითებებისთვის იხილეთ ნაწილი 3.2.
3.7
დატვირთვის გამძლეობის ტესტისთვის: ერთწერტილიანი ანკერი-ის მონტაჟის შემდეგ, უნდა დაიტვირთოს გამძლეობის
ტესტისთვის. დაჭიმულობის ტესტერის გამოყენებით, დაიტანეთ 5 კნ (1125 გირვანქა) დატვირთვა მინიმუმ 15 წამის განმავლობაში
დაკავშირების ზედაპირის პერპენდიკულარული მიმართულებით. არ უნდა დაფიქსირდეს გადაბმის გახსნა ან ანკერის თვალის
დეფორმაცია.
;
დატვირთვის გამძლეობის ტესტი არ არის საჭირო ფოლადის კონსტრუქციაზე გამჭოლი გადაბმის შემთხვევაში s, თუ სხვაგვარი
მითითება არ არის მოცემული შემსყიდველის მიერ .
თითოეულ ერთწერტილიან ანკერს უნდა შეეძლოს გაუძლოს 5 კნ (1125 გირვანქა) სატესტო დატვირთვას დამჭერის დეფორმაციის,
მუდმივი ნაჭდევების ან გადაადგილების გარეშე. აღნიშნულიდან ერთ-ერთის დაფიქსირების შემთხვევაში ითვლება, რომ ტესტი
წარუმატებელია. ნებისმიერი ხარვეზის დაფიქსირება მიანიშნებს, რომ შემოწმებული ტიპის დამჭერი შეუთავსებელია მოცემულ
სამშენებლო მასალასთან და არ უნდა იქნას გამოყენებული. საყრდენი კონსტრუქციის მასალასთან თავსებადი დამჭერის
შესარჩევად კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ დამჭერის მწარმოებელს.
წარუმატებელი ტესტის შემთხვევაში, საჭიროა სათანადო დამჭერის შეძენა და ხელახალი ტესტირება. ნებისმიერი დაწუნებული
ანკერი უნდა გადააგდოთ და მათ დასამაგრებლად გაკეთებული ხვრელი უნდა ამოქოლოთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი
ხელმეორედ გამოყენება. სტრუქტურული მასალის ტესტირების შემდეგ ყურადღებით უნდა შეამოწმოთ ის ბზარების ან რაიმე სხვა
დაზიანების არსებობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ანკერი მაგრდება კონსტრუქციის მასალის კიდესთან
ახლოს. როდესაც ანკერები მაგრდება კონსტრუქციის კიდესთან ახლოს, გამოსაყენებელი დამჭერების თავსებადობა უნდა
გადაამოწმოთ დამჭერის მწარმოებელთან.
4.0
გამოყენება
4.1
ყოველი გამოყენების წინ: დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო ზონა და ვარდნის შეჩერების ინდივიდუალური სისტემა (PFAS)
1
კომპეტენტური პირის მიერ ან მისი ზედამხედველობის
115

Publicidad

Tabla de contenido
loading

Tabla de contenido