Descargar Imprimir esta página

PROVOX Vega Manual De Instrucciones página 137

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 37
1.2 უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ კომპლექტი Provox Vega Puncture Set, თუ პაციენტს აქვს ანატომიური
გადახრები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტრაქეო-ეზოფაგური კედლის
უსაფრთხო გახვრეტას ან ხმის პროთეზის უსაფრთხო ჩაყენებას (მაგალითად,
ძლიერი სტენოზი ან ძლიერი ფიბროზი ფისტულის შექმნის ადგილას), რადგან ამან
შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.
არ გამოიყენოთ კომპლექტი Provox Vega Puncture Set მეორადი ტრაქეო-ეზოფაგური
ფისტულისთვის, თუ პაციენტი დაავადებულია ტრიზმის მძიმე ფორმით, რაც ხელს
უშლის ხახის კედლის სათანადო დაცვას. ფისტულის შექმნამ ხახის დაცვის გარეშე
შეიძლება გამოიწვიოს ხახის/ ეზოფაგური ქსოვილის გაუთვალისწინებელი ტრავმა.
1.3 მოწყობილობის აღწერა
კომპლექტი Provox Vega Puncture Set არის მოწყობილობა პირველადი ან მეორადი
ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის შესაქმნელად, ამ ფისტულის შემდგომი დილატაციით
სიგანემდე, რომელიც საჭიროა თანდართული ხმის პროთეზის Provox Vega-ს ჩასასმელად.
ხმის პროთეზი Provox Vega წინასწარ ჩაშენებულია ფისტულის დილატატორზე,
რომელიც წარმოადგენს მოწყობილობის ნაწილს.
კომპლექტი Provox Vega Puncture Set განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი
გამოყენებისთვის და პაკეტი შეიცავს შემდეგ სტერილურ ნივთებს ბლისტერულ
შესაფუთ პაკეტში (სურ. 1):
• 1 Pharynx Protector (Fig. 1.1) დამზადებული გამჭვირვალე თერმოპლასტიკისგან,
• 1 პუნქციის ნემსი (სურ. 1.2), დამზადებული ქირურგიული უჟანგავი
ფოლადისგან,
• 1 გამტარი Guidewire (სურ. 1.3), დამზადებული შეღებილი ფთოროპლასტისგან,
• 1 ფისტულის დილატატორი 1 წინასწარ დაყენებული ხმის პროთეზით Provox
Vega (სურ. 1.4). ფისტულის დილატატორი, დამზადებული თერმოპლასტიკის
ელასტომერისგან და პოლიპროპილენისგან; და ხმის პროთეზი Vega,
დამზადებული
ფთოროპლასტისგან.
წინასწარ ჩასმულ ფისტულის დილატატორს გააჩნია შემდეგი ფუნქციონალური
მახასიათებლები და კომპონენტები:
• დილატატორი (სურ. 1.4.1),
• დილატატორის სამაგრი (სურ. 1.4.2), რომელიც აკავშირებს დილატატორს და
ხმის პროთეზის ინტერფეისს,
• დილატატორის მარყუჟი (სურ. 1.4.3), რომლის საშუალებით ხორციელდება
ინტერფეისი ხმის პროთეზთან,
• მოწყობილობა Wirelock (სურ. 1.4.4), რომელიც შეიცავს ინტერფეისს ხმის
პროთეზის უსაფრთხოების სამაგრთან (სურ. 1.4.6) და გამტართან Guidewire,
• ხმის პროთეზი Provox Vega (სურ. 1.4.5) უსაფრთხოების სამაგრით (სურ. 1.4.6),
რომელიც დაკავშირებულია Wirelock-თან და ისე არის ორიენტირებული, რომ
ხმის პროთეზის ტრაქეის კიდე (სურ. 1.4.7) მიმართული იყოს Wirelock-ისკენ.
ხმის პროთეზი Provox Vega შეიცავს ცალმხრივ სარქველს, რომელიც უზრუნველყოფს
ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის გახსნას მეტყველებისთვის, ამავდროულად ამცირებს
ტრაქეაში სითხისა და საკვების შეღწევის რისკს.
Provox Vega-ს ხმის პროთეზი დროებითი იმპლანტია და საჭიროებს პერიოდულად
შეცვლას. ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიამეტრისა და რამდენიმე ზომის პროთეზი.
კომპლექტი ასევე შეიცავს შემდეგ არასტერილურ კომპონენტებს:
• 1 ინსტრუქცია – კომპლექტი Provox Vega Puncture Set
(ასევე 1 ილუსტრირებული სახელმძღვანელო)
• 1 Provox Vega-ს პაციენტის სახელმძღვანელო
• 1 ჯაგრისი Provox Brush, ხმის პროთეზის შესაბამისი ზომის
• 1 Provox-ის ჯაგრისის გამოყენების ინსტრუქცია
1.4 გაფრთხილებები
ოპერაციის წინ
• არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ პაკეტი დაზიანებულია ან გახსნილია.
არასტერილურმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება.
• არ
გამოიყენოთ
სტერილიზაცია ნებისმიერი ხერხით. ეს მოწყობილობა განკუთვნილია
მხოლოდ
ერთჯერადი
შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი დაბინძურება. გაწმენდამ და ხელახალმა
სტერილიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწყობილობის სტრუქტურული
დაზიანება.
• განსაკუთრებული
რადიაციული თერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად ან მის გარეშე. ეს
გარემოებები ზრდის ფისტულასთან დაკავშირებული გართულებების რისკს
(მაგალითად, გაფართოება, გრანულაცია, ატროფია). ამიტომ, დარწმუნდით,
რომ ქსოვილის მთლიანობა საკმარისია ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის
შესაქმნელად.
ოპერაციის დროს
ზოგადი
• დარწმუნდით, რომ Pharynx Protector საკმაოდ ღრმად არის ჩასმული
საყლაპავში ტრაქეო-ეზოფაგური კედლის პალპაციით, სანამ გააკეთებთ
პირველად ტრაქეო-ეზოფაგურ ფისტულას. ფისტულამ Pharynx Protector-ის სწორი
პოზიციონირების გარეშე, შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.
• დარწმუნდით, რომ გამტარი Guidewire გატარებულია ნემსში და Pharynx
Protector-ის სანათურში ისე, რომ ის არ აზიანებს ტრაქეო-ეზოფაგურ კედელს.
• დარწმუნდით, რომ პუნქციის ნემსი ამოღებულია, სანამ ამოიღბთ Pharynx
Protector-ს. თუ ხახა სათანადოდ არ არის დაცული, პუნქციის ნემსმა შეიძლება
გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.
• დარწმუნდით, რომ ფისტულის დილატატორი დაყენებულია გამტარი
Guidewire-ს ეზოფაგურ და არა ტრაქეის ბოლოზე. დილატაცია უნდა გაკეთდეს
უკნიდან წინ მიმართულებით. დილატაციამ არასწორი მიმართულებით
შეიძლება გამოიწვიოს ხმის პროთეზის ამოტრიალება, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ასპირაცია და მეტყველების შეუძლებლობა.
სამედიცინო
ხარისხის
განმეორებით and არ
გამოყენებისთვის.
სიფრთხილეა
სილიკონის
განახორციელოთ
ხელახალმა
საჭირო,
თუ
კაუჩუკისგან
ხელახლა
გამოყენებამ
პაციენტმა
გაიარა
და
137

Publicidad

loading