9. გაჭიმეთ გამტარი Guidewire მისი გამოწევით ფისტულის დილატატორის ვიწრო
დაბოლოებიდან და დარწმუნდით, რომ ის საიმედოდ არის მიმაგრებული
ფისტულის დილატატორთან (სურ. 2.9).
10. უწყვეტი, ნელი მოძრაობით გააფართოეთ ფისტულის ადგილი და ფრთხილათ
გაატარეთ გამტარი Guidewire ფისტულაში. დილატაციის დროს, დაიჭირეთ
ტრაქეო-ეზოფაგური ქსოვილი (მაგალითად, ორი თითით) დილატაციის ძალის
შესამცირებლად. უკეთესი კონტროლისთვის, მყარად ჩაეჭიდეთ გამტარს
Guidewire ფისტულის დილატატორთან ახლოს (სურ. 2.10).
გაფრთხილება: დილატაცია და ხმის პროთეზის ერთდროული განთავსება უნდა
განხორციელდეს წინა/კუდალური მიმართულებით შეზღუდული ლატერალური
გადაადგილებით, ტრაქეო-ეზოფაგურ კედელზე ზეწოლის შესამცირებლად.
11. ანალოგიური უწყვეტი, ნელი მოძრაობით, ფრთხილად გაატარეთ გამტარი Guidewire,
ფისტულის დილატატორი და ფისტულის დილატატორის მარყუჟი ფისტულაში.
ფისტულის დილატატორის მარყუჟს უჭირავს ხმის პროთეზის ტრაქეის კიდე,
სანამ მარყუჟი არ გატარდება კიდეში და ფისტულაში. ტრაქეის კიდე იხსნება
ტრაქეაში, როდესაც მარყუჟი ათავისუფლებს მას (სურ. 2.11).
ფისტულის დილატატორის მარყუჟით ტრაქეის კიდეს გამოთავისუფლების
შემდეგ იმწამსვე შეწყვიტეთ წევა. თუ ტრაქეის კიდე არ გაიხსნება სრულად,
შესაძლებელია მისი მოტრიალება ადგილზე ორი უკბილანო ჰემოსტატით.
12. მოკიდეთ ხმის პროთეზის ტრაქეის კიდეს უკბილანო ჰემოსტატით, მოატრიალრთ
პროთეზი სწორ პოზიციაში, და გადაჭერით უსაფრთხოების სამაგრი (სურ. 2.12).
2.2.2 მეორადი ფისტულა და პროთეზის დაყენება
www.atosmedical.com/secondary-puncture-and-prosthesis-placement
ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector (სურ. 1.1), რომელიც შედის კომპლექტში
rovox Vega Puncture Set-ში, არ გამოიყენება მეორადი ფისტულის შექმნის დროს.
1. აირჩიეთ ინსტრუმენტი (მაგალითად, მყარი ენდოსკოპი), რომელიც შეიძლება
ფუნქციონირებდეს, როგორც;
a. დამცავი მოწყობილობა, როდესაც ნემსი შეაღწევს ტრაქეო-ეზოფაგურ კედელში
და
b. სახელმძღვანელო ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის სწორი მდებარეობის
დასადგენად და
c. საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გამტარი Guidewire-ს გატარებას ხორხში
და პირიდან გამოტარებას.
შეიყვანეთ ინსტრუმენტი საყლაპავ მილში (სურ. 3.1). თუ პაციენტს დაყენებული
აქვს ენდოტრაქეალური მილი, საჭიროა მისი ამოღება, თუ ის ხელს უშლის საჭირო
დილატაციას ხმის პროთეზის ერთდროული დაყენებით.
გაფრთხილება: ყოველთვის დარწმუნდით, რომ ხახის დასაცავად არჩეული
ინსტრუმენტს, აქვს ნაპრალი გამტარი Guidewire-ს უსაფრთხო გატარებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს (ქვე) ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი.
2. დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტი სწორად არის განთავსებული, ტრაქეის პალპაციით
ფისტულის შესაქმნელად შერჩეულ ადგილას. დამატებითი ვიზუალური და/ან
განათებით კონტროლისთვის, უნდა იყოს გამოყენებული დრეკადი ენდოსკოპი
(სურ. 3.2).
3. ჩასვით პუნქციის ნემსი ფისტულის შექმნის სწორ ადგილას (დაახლოებით 8-10
მმ ტრაქეოსტომის ნაპირიდან) ისე, რომ ნემსის წვერმა მიაღწიოს ინსტრუმენტის
შიდა კედელს (სურ. 3.3).
4. ჩასვით გამტარი Guidewire პუნქციის ნემსის მილისში. შეიყვანეთ გამტარი Guidewire
ნემსში, სანამ ის არ გამოვა დაახლოებით 20 სმ-ით ინსტრუმენტის დისტალური
ბოლოდან (სურ. 3.4).
გაფრთხილება: ყოველთვის დარწმუნდით, რომ გამტარი Guidewire გამოსულია
არჩეული ხახის დამცავი ინსტრუმენტის ნაპრალიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში
არსებობს (ქვე) ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი და საჭიროა ხელახლა
დაიწყოთ პროცედურა (იხილეთ ინფორმაცია არასასურველი მოვლენებისა და
პრობლემების გადაწყვეტის შესახებ და ასევე ფისტულის შესაქმნელი კომპლექტის
გადატვირთვის ინსტრუქცია).
5. ამოიღეთ პუნქციის ნემსი (სურ. 3.5).
გაფრთხილება: ყოველთვის ამოიღეთ ნემსი ინსტრუმენტის ამოღებამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საყლაპავი მილის ქსოვილის დაზიანების
რისკი.
6. ამოიღეთ ხახის დასაცავად გამოყენებული ინსტრუმენტი. პროცედურის
გაგრძელებამდე ადგილზე უნდა დარჩეს მხოლოდ გამტარი Guidewire (სურ. 3.6).
7. თავის ქალის მხრიდან, ჩასვით გამტარი Guidewire ფისტულის დილატატორის
ვიწრო ბოლოში და გამოწიეთ გამტარი Guidewire, სანამ ის არ გამოვა დაახლოებით
10 სმ ფისტულის დილატატორი გამოსასვლელი ხვრელიდან (სურ. 3.7).
8. მოკიდეთ გამტარი Guidewire-ს ბოლოს და ჩასვით ნახვრეტში ფისტულის
დილატატორი გამოსასვლელი ხვრელის გვერდით (სურ. 3.8).
9. გაჭიმეთ გამტარი Guidewire მისი გამოწევით ფისტულის დილატატორის ვიწრო
დაბოლოებიდან და დარწმუნდით, რომ ის საიმედოდ არის მიმაგრებული
ფისტულის დილატატორთან (სურ. 3.9).
გაფრთხილება: დარწმუნდით, რომ გამტარი Guidewire მჭიდროთ არის
დაფიქსირებული ფისტულის დილატატორის მოწყობილობაში Wirelock. თუ
გამტარი Guidewire არ არის საიმედოდ დაფიქსირებული მოწყობილობაში Wirelock,
გამტარი Guidewire შეიძლება მოცილდეს ფისტულის დილატატორს და ფისტულის
დილატატორი შეიძლება მოხდეს საყლაპავ მილში და საჭიროებდეს ამოღებას
დამატებითი ინსტრუმენტებით (მაგალითად, ხახის მაშებით).
10. უწყვეტი, ნელი მოძრაობით გააფართოეთ ფისტულის ადგილი და ფრთხილათ
გაატარეთ გამტარი Guidewire ფისტულაში ისე, რომ ფისტულის დილატატორის
სქელმა ბოლომ გაიაროს ფისტულაში. დილატაციის დროს, დაიჭირეთ
ტრაქეო-ეზოფაგური ქსოვილი (მაგალითად, ორი თითით) დილატაციის ძალის
შესამცირებლად. უკეთესი კონტროლისთვის, მყარად ჩაეჭიდეთ გამტარს Guidewire
ფისტულის დილატატორთან ახლოს (სურ. 3.10).
გაფრთხილება: დილატაცია და ხმის პროთეზის ერთდროული განთავსება უნდა
განხორციელდეს წინა/კუდალური მიმართულებით შეზღუდული ლატერალური
გადაადგილებით, ტრაქეო-ეზოფაგურ კედელზე ზეწოლის შესამცირებლად.
11. ანალოგიური უწყვეტი, ნელი მოძრაობით, ფრთხილად გაატარეთ გამტარი Guidewire,
ფისტულის დილატატორი და ფისტულის დილატატორის მარყუჟი ფისტულაში.
ფისტულის დილატატორის მარყუჟს უჭირავს ხმის პროთეზის ტრაქეის კიდე,
სანამ მარყუჟი არ გატარდება კიდეში და ფისტულაში. ტრაქეის კიდე იხსნება
ტრაქეაში, როდესაც მარყუჟი ათავისუფლებს მას. (სურ. 3.11).
ფისტულის დილატატორის მარყუჟით ტრაქეის კიდეს გამოთავისუფლების
შემდეგ იმწამსვე შეწყვიტეთ წევა. თუ ტრაქეის კიდე არ გაიხსნება სრულად,
შესაძლებელია მისი მოტრიალება ადგილზე ორი უკბილანო ჰემოსტატით.
12. მოკიდეთ ტრაქეის კიდეს უკბილანო ჰემოსტატით, მოატრიალრთ პროთეზი სწორ
პოზიციაში, და გადაჭერით უსაფრთხოების სამაგრი (სურ. 3.12).
141