Descargar Imprimir esta página

PROVOX Vega Manual De Instrucciones página 138

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 37
• არ გამოიღოთ გამტარი Guidewire უკან პუნქციის ნემსიდან. ამან შეიძლება
გამოიწვიოს გამტარი Guidewire-ს დაზიანება, გაწყვეტა და/ან გადაფხეკა. თუ
საჭიროა გამტარი Guidewire-ს ამოღება, ერთდროულად ამოიღეთ გამტარი
Guidewire და პუნქციის ნემსი, ერთობლივად, რათა პუნქციის ნემსმა არ
დააზიანოს გამტარი Guidewire.
• არ
გამოიყენოთ
რომლებმაც შეიძლება დააზიანონ პროდუქტი.
მეორადი ფისტულა
• არ გამოიყენოთ კომპლექტში შემავალი Pharynx Protector მეორადი ფისტულის
შექმნისას. ის განკუთვნილია გამოყენებისთვის მხოლოდ პირველადი
ფისტულის შექმნის დროს.
• დარწმუნდით, რომ ხახის/ეზოფაგური ქსოვილი ადეკვატურად დაცულია,
მაგალითად, მყარი ენდოსკოპის მეშვეობით, სანამ გააკეთებთ მეორად
ტრაქეო-ეზოფაგურ ფისტულას.
ოპერაციის შემდეგ
ხმის პროთეზის გამოყენება
შეიძლება მოხდეს Provox Vega-ს ხმის პროთეზის გადაადგილება ან ამოვარდნა
ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულიდან და შემდგომ გადაყლაპვა, ასპირაცია ან ქსოვილის
დაზიანება. დამატებითი ინფორმაციისთვის ამ მოვლენების შესახებ და როგორ
შეიძლება მათი აცილება, იხილეთ ნაწილი არასასურველი მოვლენები და ინფორმაცია
პრობლემების გადაწყვეტის შესახებ ქვემოთ.
პროთეზის გადაადგილების, ამოვარდნის რისკის შესამცირებლად და შესაძლო
შედეგების თავიდან ასაცილებლად:
• აირჩიეთ პროთეზის სწორი ზომა (ანუ სიგრძე). პროთეზის ძალიან მჭიდროთ
განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის ნეკროზი და ამოვარდნა.
• ურჩიეთ პაციენტს გამოიყენოს მხოლოთ Provox-ის საფირმო აქსესუარები
შესაბამისი ზომის და დიამეტრის (მაგალითად, ჯაგრისი, გამოსარეცხი,
საცობი) მოწყობილობის ტექ.მომსახურების დროს და ყველა სხვა სახის
მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად.
• ურჩიეთ პაციენტს დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ქსოვილის შეშუპების
და/ან ანთების/ინფექციის რაიმე ნიშნების შენიშვნის შემთხვევაში.
• აირჩიეთ შესაფერისი ფორმის ლარინგექტომიის მილები ან სტომას
ღილაკები, რომლებიც გამოყენების შემთხვევაში არ დააწვება პროთეზს ან
არ წამოედება პროთეზის ტრაქეალურ ფლანგს მილის ან სტომას ღილაკის
ჩასმისა და ამოღების დროს.
1.5 სიფრთხილის ზომები
ყოველთვის შეაფასეთ ქსოვილის შესაბამისობა ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის
ზონაში. თუ ქსოვილი არ არის შესაბამისი, მაგალითად, დიდი მოცულობის კელოიდური
ქსოვილის, ან დასხივებით გამოწვეული ფიბროზის გამო, დიდი სიფრთხილით
გააგრძელეთ პროცედურა და შეწყვიტეთ ის, თუ ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის
დილატაცია საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას.
• ყურადღებით შეაფასეთ პაციენტები სისხლდენის დარღვევებით ან
პაციენტები,
სისხლდენის რისკის ან ჰემორაგიის გამო, მეორადი ფისტულის შექმნამდე
და პროთეზის დაყენებამდე.
• ყოველთვის გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა ფისტულის გასაკეთებელი
კომპლექტის გამოყენების დროს, რათა შეამციროთ დაინფიცირების რისკი.
• ამოიღეთ ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector დილატაციის
დაწყებამდე.
მოწყობილობაში Pharynx Protector, თუ ეცდებით პროცედურის დასრულებას
ხახის დამცავი მოწყობილობის Pharynx Protector-ის ამოღების გარეშე.
• დარწმუნდით, რომ გამტარი Guidewire სათანადოთ გატარებულია და
დაფიქსირებულია მოწყობილობაში Wirelock. თუ გამტარი Guidewire არ არის
სათანადოდ დაფიქსირებული, ის შეიძლება გამონთავისუფლდეს Wirelock-
იდან, რის შედეგად პროცედურის დასრულება შეუძლებელი გახდება.
• ყოველთვის ნელა შეასრულეთ პროცედურა ზედმეტი ძალის დატანების
გარეშე დილატაციის და პროთეზის დაყენების დროს. წინააღმდეგ
შემთხვევაში შესაძლებელია ქსოვილის დაზიანება.
• დაიკავეთ ტრაქეო-ეზოფაგური ქსოვილი დილატაციის დროს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, შესაძლებელია ქსოვილის გახევა. ტრაქეო-ეზოფაგური
ქსოვილის გახევის შემთხვევაში, ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის შექმნის
პროცედურა უნდა შეწყდეს და გახევის ადგილი დაუყოვნებლივ უნდა
გაიკეროს. ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის შექმნა უნდა გამეორდეს მხოლოდ
ქსოვილის სათანადო შეხორცების შემდეგ.
• არ ჩატვირთოთ ხელახლა პროთეზის უსაბრთხოების სამაგრი მისი გაჭრის
შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების მექანიზმი დარღვეული
იქნება და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხმის პროთეზის გადაადგილების
რისკი პროცედურის დროს.
1.6 ინფორმაცია არასასურველი მოვლენებისა და
პრობლემების გადაჭრის შესახებ
1.6.1 ფისტულის შესაქმნელი კომპლექტის გამოყენების დროს
(ქვე-) ლორწოვანი გარსის დაზიანება
ფისტულის შექმნის დროს, პუნქციის ნემსი ან გამტარმა Guidewire შესაძლოა
დააზიანოს (ქვე) ლორწოვანი გარსი, თუ ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx
Protector არ მდებარეობს სწორ პოზიციაში, ან თუ ფისტულა არასწორად გაკეთდა. (ქვე)
ლორწოვანი გარსის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდებულია პაციენტმა
გაიაროს პროფილაქტიკური ოპერაციის შემდგომი ანტიბიოტიკებით მკურნალობის
კურსი და მიიღოს კვება ნაზოგასტრალური მილით ან მსგავსი მოწყობილობის
მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს შეხორცებას.
ფისტულის ხელახალი შექმნა
თუ ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector არ მდებარეობს სწორად ფისტულის
შექმნის დროს, ან თუ, ნებისმიერი სხვა მიზეზების გამო, საჭიროა ფისტულის
ხელახალი შექმნა, ქსოვილი უნდა შემოწმდეს შესაძლო ქვე-ლორწოვანი გარსის
დაზიანებაზე და ფისტულის შექმნის პროცედურა უნდა განმეორდეს ხახის დამცავი
მოწყობილობის Pharynx Protector-ის სწორი მდებარეობით.
138
კბილანიანი
რომლებიც
გადიან
ხმის
პროთეზი
დამჭერები
ან
ანტიკოაგულაციურ
შეიძლება
გაიჭედოს
სხვა
ინსტრუმენტები,
მკურნალობას
ხახის
დამცავ

Publicidad

loading