Descargar Imprimir esta página

PROVOX Vega Manual De Instrucciones página 139

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 37
ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector არ იყო ამოღებული
თუ ფისტულის დილატატორი შეერთებულია გამტართან Guidewire ხახის დამცავი
მოწყობილობის Pharynx Protector-ის ამოღებამდე, პროცედურის დასრულება
შეუძლებელია. თუ ეს მოხდა, გამოაერთეთ ფისტულის დილატატორი გამტარიდან
Guidewire და ამოიღეთ ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector. ასევე იხილეთ
„გადატვირთვა" ქვემოთ.
გადატვირთვა
ზოგიერთ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო იყოს ფისტულის დილატატორის
გადატვირთვა; მაგალითად, თუ ხმის პროთეზი მთლიანად გატარდა ფისტულაში
პროთეზის დაყენების დროს. გადატვირთვის პროცედურა აღწერილია ნაწილში 2.2.3
და ილუსტრირებულია სურათზე 4.
1.6.2 ხმის პროთეზის გამოყენების დროს
ხმის პროთეზის გადაადგილება– გადაადგილება შეიძლება იყოს გამოწვეული
ინფექციით და/ან ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის შეშუპება, გრანულაცია ფისტულის
ირგვლივ ან კელოიდური ქსოვილის ჰიპერტროფიული ზრდა ფისტულის ირგვლივ.
გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს პროთეზის ასპირაცია ან გადაყლაპვა.
იხილეთ ქვემოთ.
პროთეზის ასპირაცია – შესაძლებელია ხმის პროთეზის ან ხმის რეაბილიტაციის
სისტემის სხვა კომპონენტების ასპირაცია. როგორც სხვა უცხო სხეულების
შემთხვევაში, გართულებებმა კომპონენტის ასპირაციის შედეგად შეიძლება
გამოიწვიოს ობსტრუქცია ან ინფექცია. უშუალი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს
ხველას, სტვენით სუნთქვას ან სხვა არანორმალურ ხმებს სუნთქვის დროს,
დისპნეას, სუნთქვის გაჩერებას, ნაწილობრივ ან არასაკმარის ჰაერის გაცვლას
და (ან) გულმკერდის ასიმეტრიულ მოძრაობას სუნთქვის დროს. გართულებები
შეიძლება მოიცავდეს ფილტვების ანთებას, ატელაქტაზს, ბრონქიტს, ფილტვის
აბსცესს, ბრონქოფილტვის ფისტულას და ასთმას.
თუ პაციენტს შეუძლია სუნთქვა, ხველამ შეიძლება გამოდევნოს უცხო სხეული.
სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია საჭიროებს დაუყოვნებლივ
ჩარევას უცხო სხეულის განდევნის მიზნით. თუ არსებობს მოწყობილობის ასპირაციის
ეჭვი, უნდა გაკეთდეს ფილტვების კტ-სკანირება ასპირაციის დასამოწმებლად და
მოწყობილობის მდებარეობის დასაზუსტებლად. თუ კტ-სკანირება დაადასტურებს
მოწყობილობის ასპირაციას, მოწყობილობა შეიძლება გამოიდევნოს ენდოსკოპიურად
უკბილანო ქირურგიული მაშების დახმარებით.
ხმის პროთეზის Vega-ს სილიკონის გარსი ასევე შეიძლება დადგინდეს
ენდოსკოპიურად. კტ-სკანირების და ენდოსკოპიის დროს, მოწყობილობა შეიძლება
გამოჩნდეს, როგორც ოვალური საგანი ნახვრეტით შუაში გარე დიამეტრით
დაახლოებით 10-17 მმ (მოწყობილობის ნაპირები), ან, როგორც საკინძის ფორმის
საგანი ღეროს სიგრძით 8, 10, 12.5 ან 15 მმ, მოწყობილობის ზომიდან გამომდინარე.
ენდოსკოპიის დროს შეიძლება დაინახოთ გამჭვირვალე სილიკონის კაუჩუკის შუქის
ანარეკლი. ასევე, პროთეზებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ
ორგანიზმში, მოწყობილობაზე შესაძლებელია ჩანდეს სოკო Candida-ს თეთრი ან
ყვითელი დანალექები.
პროთეზის გადაყლაპვა – შესაძლებელია ხმის პროთეზის, ან ხმის რეაბილიტაციის
სისტემის სხვა კომპონენტების გადაყლაპვა. როგორც სხვა უცხო სხეულების
შემთხვევებში, ხმის პროთეზის, ან ხმის რეაბილიტაციის სისტემის სხვა კომპონენტების
გადაყლაპვით გამოწვეული სიმპტომები მეტწილად დამოკიდებულია ზომაზე,
მდებარეობაზე, ობსტრუქციის ხარისხზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და
ორგანიზმში ყოფნის ვადაზე. გადაყლაპული კომპონენტები, რომლებიც ჩარჩენილია
ქვედა საყლაპავ მილში შეიძლება იყოს ამოღებული ეგოფაზოსკოპიით, ან იყვნენ
დაკვირვების ქვეშ დროის მცირე პერიოდის განმავლობაში. შესაძლოა ობიექტი
სპონტანურად გადავიდეს კუჭში. უცხო სხეულები, რომლებიც ხვდებიან კუჭში,
ჩვეულებრივად გადიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. კუჭ-ნაწლავში მყოფი უცხო სხეულების
ქირურგიული წესით მოცილება შეიძლება განიხილებოდეს კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციის,
სისხლდენის, გახვრეტის ან ობიექტის გაუვალობის შემთხვევაში.
მოწყობილობის სპონტანური გავლის ლოდინი შესაძლებელია 4-6 დღის
განმავლობაში. პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული დააკვირდეს განავალს
გადაყლაპული მოწყობილობის აღმოჩენის მიზნით. თუ მოწყობილობა არ გავა
თავისით, ან თუ არის ობსტრუქციის ნიშნები (ციება, გულის რევა, მუცლის ტკივილი)
საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. ხმის პროთეზის Vega-ს სილიკონის
გარსი შეიძლება ასევე აღმოჩენილი და მოცილებული იქნას ენდოსკოპიურად.
მოწყობილობის ამოღება შესაძლებელია უკბილანო მაშებით. ენდოსკოპიის დროს,
მოწყობილობა შეიძლება გამოჩნდეს, როგორც ოვალური საგანი ნახვრეტით შუაში
გარე დიამეტრით დაახლოებით 10-17 მმ (მოწყობილობის ნაპირები), ან, როგორც
საკინძის ფორმის საგანი ღეროს სიგრძით 8, 10, 12.5 ან 15 მმ, მოწყობილობის ზომიდან
გამომდინარე. შეიძლება დაინახოთ გამჭვირვალე სილიკონის კაუჩუკის შუქის
ანარეკლი. პროთეზებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ
ორგანიზმში, მოწყობილობაზე შესაძლებელია ჩანდეს სოკო Candida-ს თეთრი ან
ყვითელი დანალექები.
ინფექცია და/ან ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის შეშუპება – ფისტულის ინფექციამ,
გრანულაციის ფორმირებამ და/ან შეშუპებამ შეიძლება გაზარდოს ფისტულის ტრაქტის
სიგრძე. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროთეზის შეწოვა ლორწოვან გარსში ტრაქეის
ან საყლაპავი მილის ქვეშ. საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებამ ან
გადაჭარბებულმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს პროთეზის გამოდევნა ფისტულიდან.
ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პროთეზის დროებითი შეცვლა პროთეზით
უბრო გრძელი ლილვით. თუ სტანდარტული სამედიცინო მკურნალობით ინფექცია
არ განიკურნება, მაშინ პროთეზი უნდა იყოს ამოღებული. ზოგიერთ შემთხვევებში
შეიძლება განიხილებოდეს ფისტულის სტენტირება კათეთერით. თუ ფისტულა
სპონტანურად დაიხურება, შესაძლოა საჭირო გახდეს ფისტულის ხელახალი შექმნა
ახალი პროთეზისთვის.
გრანულაცია ფისტულის ირგვლივ – გრანულაციური ქსოვილის ფორმირება
ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის ირგვლივ სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით,
5%. შესაძლებელია გრანულაციის ადგილის ელექტრული, ქიმიური ან ლაზერული
კაუტერიზაციის განხილვა.
ფისტულის ირგვლივ გრანულაციის/კელოიდური ქსოვილის ჭარბი ზრდა – თუ
პროთეზი შედარებით მოკლეა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის გრანულაცია
და კელოიდური ქსოვილის ჭარბი ზრდა ფისტულის ირგვლივ. ამ ჭარბი ქსოვილის
მოცილება შესაძლებელია ლაზერით. ალტერნატიულად, შეიძლება იყოს
გამოყენებული პროთეზი უფრო გრძელი ლილვით.
139

Publicidad

loading