Descargar Imprimir esta página

PROVOX Vega Manual De Instrucciones página 140

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 37
პროთეზის პროტრუზია/გამოდევნება – პროთეზის პროტრუზია და შემდგომი
სპონტანური გამოდევნება ხანდახან ხდება ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის
ინფექციის დროს. პროთეზის ტრაქეაში გადაადგილების თავიდან ასაცილებლად
საჭიროა პროთეზის მოცილება. პროთზის მოცილების შემდეგ, ფისტულა შესაძლოა
თავისთავად დაიხუროს. შესაძლოა საჭირო გახდეს ფისტულის ხელახალი შექმნა
ახალი პროთეზისთვის.
ქსოვილის დაზიანება – თუ პროთეზი ძალიან მოკლეა, ან ძალიან გრძელია,
ან ძალიან ხშირად აწვება საყლაპავის კედელს ლარინგოექტომიული მილით,
რომელიც სტომაში ღილაკით ან პაციენტის თითით ჩაიდგმება, შეიძლება მოხდეს
ფისტულის, ტრაქეის და/ან საყლაპავის ქსოვილის დაზიანება. რეგულარულად
შეამოწმეთ მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით.
გაჟონვა სარქველიდან – პროთეზიდან გაჟონვა შეიძლება მოხდეს შემდეგი
მიზეზების გამო:
• სოკო
Candida-ს
მემბრანასთან ახლოს შესაძლოა გამოიწვიოს სარქველის მემბრანის
არასრული დახურვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობიდან
გაჟონვა. ეს ნორმალური მოვლენაა ხმის აღდგენის დროს პროთეზის
მეშვეობით და მიუთითებს პროთეზის შეცვლის აუცილებლობაზე.
• გაძლიერებული უარყოფითი ზეწოლა ხორხის-საყლაპავის (PE) სეგმენტზე
ხდება ყლაპვის დროს. ამ მოვლენის შესასწავლად საჭიროა პროთეზის
სარქველის მემბრანის ტრანსსტომალური კვლევა ყლაპვის დროს.
გაჟონვა პროთეზის ირგვლივ – შეიძლება ადგილი ქონდეს დროებითი გაჟონვის
მოვლენას პროთეზის ირგვლივ, რომელიც თავისთავად შეიძლება გაქრეს. ყველაზე
ხშირი მიზეზია, რომ პროთეზი ძალიან გრძელია, ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას
უფრო მოკლე პროთეზის გამოყენებით. თუ პრობლემა არ გადაიჭრება სწორი ზომის
პროთეზის გამოყენებით, შესაძლოა ქსოვილის მთლიანობაზეტრაქეო-ეზოფაგური
ფისტულის ზონაში სხვა ფაქტორები მოქმედებდეს (მაგალითად, გასტროეზოფაგური
რეფლუქსი ან ფარისებრი ჯირკვალის ფუნქცია). გადიდებული ფისტულების
შემთხვევაში შემცირებული შეკავების სიმძლავრით, უნდა განიხილებოდეს
მკურნალობის სხვა ჩვეულებრივი მეთოდები, ისეთები, როგორც შემავსებლების
შეყვანა (მაგალითად, კოლაგენის) ან ხმის პროთეზის დროებით ამოღება. თუ გაჟონვის
აღმოფვრა ხმის პროთეზის ირგვლივ შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს
უფრო კონსერვატიული მეთოდები, როგორიცაა ფისტულის ქირურგიული დახურვა.
2. გამოყენების ინსტრუქცია
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ილუსტრირებული სახელმძღვანელო ამ
გამოყენების ინსტრუქციებში მითითებული ილუსტრაციებისათვის.
სხვადასხვა პროცედურების ვიზუალური მიმოხილვისთვის იხილეთ ვიდეო ანიმაციის
ბმულები სათაურების ქვემოთ.
გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა სრულყოფილად ვერ შეცვლის მომხმარებლის
ინსტრუქციას და/ან გამოყენების ინსტრუქციას და არ ასახავს ინსტრუქციებში მოყვანილ
სრულ ინფორმაციას, ამიტომ აუცილებლად გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
ვიდეოები განკუთვნილია მხოლოდ პროცედურის უკეთესი გაგებისთვის მას შემდეგ
რაც უკვე გაეცნობით გამოყენების ინსტრუქციას.
2.1 მომზადება
ფისტულის შექმნამდე ყოველთვის განსაზღვრეთ გამოსაყენებელი ხმის პროთეზის
ზომა და დიამეტრი. საჭირო ზომა და დიამეტრი დამოკიდებულია პაციენტის
ანატომიაზე, ადგილობრივ სამედიცინო პრაქტიკაზე და ქირურგის არჩევანზე.
2.2 ექსპლუატაციის ინსტრუქცია
შეამოწმეთ სტერილური შეფუთვის სიმრთლე. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ პაკეტი
დაზიანებულია ან გახსნილია. არასტერილურმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს
დაინფიცირება.
2.2.1 პირველადი ფისტულა და პროთეზის დაყენება
www.atosmedical.com/primary-puncture
1. ხორხის ამოკვეთის და ტრაქეოსტომის შექმნის შემდეგ, ხახის დახურვამდე,
ჩასვით ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector ღია ხახაში/საყლაპავი
მილში (სურ. 2.1).
2. განსაზღვრეთ ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულის სწორი მდებარეობა პალპაციით
ტრაქეის შიდა ნაწილის ფისტულისთვის შერჩეულ ადგილას. პალპაციის დროს
უნდა იგრძნობოდეს ხახის დამცავი მოწყობილობის Pharynx Protector-ის ირიბი
ფრონტალური ნახვრეტი (ან ჭრილი ზედა ნაწილში, ჩატარებული ქირურგიული
ოპერაციის მეთოდიდან გამომდინარე) (სურ. 2.2).
3. ჩასვით პუნქციის ნემსი ფისტულის შექმნის სწორ ადგილას (დაახლოებით 8-10 მმ
ტრაქეოსტომის ნაპირიდან) ისე, რომ ნემსის წვერმა მიაღწიოს ხახის დამცავი
მოწყობილობის Pharynx Protector-ის შიდა ნაპრალს (სურ. 2.3).
თუ პაციენტს დაყენებული აქვს ენდოტრაქეალური მილი, საჭიროა მისი ამოღება,
თუ ის ხელს უშლის საჭირო დილატაციას ხმის პროთეზის ერთდროული დაყენებით.
4. ჩასვით გამტარი Guidewire პუნქციის ნემსის მილისში. შეიყვანეთ გამტარი Guidewire
ნემსში, სანამ ის არ გამოვა დაახლოებით 20 სმ ხახის დამცავი მოწყობილობიდან
Pharynx Protector-ის ნაპრალიდან (სურ. 2.4).
გაფრთხილება: ყოველთვის დარწმუნდით, რომ გამტარი Guidewire გამოსულია
ხახის დამცავი მოწყობილობიდან Pharynx Protector-ის ნაპრალიდან. წინააღმდეგ
შემთხვევაში არსებობს (ქვე) ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი და საჭიროა
ხელახლა დაიწყოთ პროცედურა (იხილეთ ინფორმაცია არასასურველი
მოვლენებისა და პრობლემების გადაწყვეტის შესახებ და ასევე ფისტულის
შესაქმნელი კომპლექტის გადატვირთვის ინსტრუქცია).
5. ამოიღეთ პუნქციის ნემსი (სურ. 2.5).
გაფრთხილება: ყოველთვის ამოიღეთ ნემსი ხახის დამცავი მოწყობილობის
Pharynx Protector-ის ამოღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საყლაპავი
მილის ქსოვილის დაზიანების რისკი.
6. ამოიღეთ ხახის დამცავი მოწყობილობა Pharynx Protector. მხოლოდ გამტარი
Guidewire უნდა დარჩეს ადგილზე პროცედურის გაგრძელებამდე (სურ. 2.6).
7. ჩასვით გამტარი Guidewire, გამოსული საყლაპავი მილის მხრიდან, ფისტულის
დილატატორის ვიწრო ბოლოში და გაატარეთ გამტარი Guidewire ფისტულის
დილატატორში, სანამ ის არ გამოვა დაახლოებით 10 სმ ფისტულის დილატატორის
გამოსასვლელი ნახვრეტიდან (სურ. 2.7).
8. მოკიდეთ გამტარი Guidewire-ს ბოლოს და ჩასვით ნახვრეტში გამოსასვლელი
ნახვრეტის გვერდით (სურ. 2.8).
140
გადაჭარბებულმა
ზრდამ
სარქველის
ბუდესა
და

Publicidad

loading