Descargar Imprimir esta página

PROVOX Vega Manual De Instrucciones página 142

Publicidad

Idiomas disponibles
  • MX

Idiomas disponibles

  • MEXICANO, página 37
2.2.3 გადატვირთეთ ფისტულის შესაქმნელი კომპლექტი
www.atosmedical.com/reload-of-the-puncture-set
გაფრთხილება: კომპლექტი Provox Vega Puncture Set არ უნდა გადაიტვირთოს, თუ
ხმის პროთეზის უსაფრთხოების სამაგრი გადაჭრილია ან დაზიანდა მისი დაყენების
პირველი მცდელობის დროს.
კომპლექტი Provox Vega Puncture Set შეიძლება გადაიტვირთოს, თუ საჭიროა პროცედურის
ხელახლა დაწყება.
სისტემის გადასატვირთად:
1. შეიყვანეთ გამტარი Guidewire ფისტულის დილატატორის ვიწრო ბოლოდან, სანამ
გამტარი Guidewire არ გამოთავისუფლდება მოწყობილობიდან Wirelock (სურ. 4.1-
4.2).
2. გაატარეთ გამტარი Guidewire ფისტულის დილატატორში (სურ. 4.3).
3. ხელახლა ჩასვით ხმის პროტეზი Vega ფისტულის დილატატორის რგოლში (სურ.
4.4).
გაფრთხილება: ხმის პროთეზის ფისტულის დილატატორის მარყუჟში შეყვანის
დროს, უსაფრთხოების სამაგრი და ხმის პროთეზის ტრაქეის კიდეუნდა იყვნენ
ორიენტირებულები ფისტულის დილატატორი სამაგრის და მოწყობილობა
Wirelock-ის მხარეს (სურ. 4.4).
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამტარი Guidewire-ს გასწორება
ხელახალი ჩასმის გასამარტივებლად.
5. გააგრძელეთ პროცედურა ნაწილი „2.2 ექსპლუატაციის ინსტრუქციის" შესაბამისად.
2.3 გაწმენდა და სტერილიზაცია
ქირურგიული კომპონენტები ფისტულის გასაკეთბელ კომპლექტში და ასევე ხმის
პროთეზი უზრუნველყოფილია სტერილურ მდგომარეობაში (EO) და განკუთვნილია
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და მათი გარეცხვა ან ხელახალი
სტერილიზაცია დაუშვებელია.
ხმის პროთეზი, დაყენების შემდეგ, საჭიროებს რეგულარულ გაწმენდას პაციენტის
მიერ სტომიდან ამოღების გარეშე (იხილეთ პროთეზის ტექნიკური მომსახურება
ქვემოთ).
2.4 მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტისთვის
აცნობეთ პაციენტს, რომ:
• პროთეზის დაყენების შემდეგ, ნერწყვში შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის
კვალი.
• პროთეზის დაყენების შემდეგ პირველი კვირების განმავლობაში, შესაძლოა
დროდადრო ადგილი ქონდეს მცირე გაჟონვა პროთეზიდან ან მის ირგვლივ.
ეს ხშირად სპონტანურად ხდება და არ საჭიროებს პროთეზის დაუყოვნებლივ
შეცვლას.
• ოპტიმალური ხმის ჟღერადობის მისაღებად, თავისუფალი მეტყველებისა
და მეტყველების ოპტიმალური გარკვეულობისთვის რეკომენდებულია
მეტყველების სასწავლო სესიების გავლა კვალიფიციურ ექიმთან.
დარწმუნდით, რომ პაციენტს ესმის, რომ უნდა დაუკავშირდეს ექიმს თუ
ადგილი აქვს:
• პროთეზის მასალის გარეგან ცვლილებებს, ან, თუ როგორ არის ის
მოთავსებული ფისტულაში.
• ჭამის და/ან სმის დროს ხდება გაჟონვა და ამას არ შველის პროთეზის
გაწმენდა. საცობი Provox Vega Plug შეიძლება იყოს გამოყენებული გაჟონვის
დროებითი აღკვეთისთვის ჭამის და სმის დროს, მოწყობილობის შეცვლამდე.
• ადგილი
აქვს
ძალისხმევას) და გაწმენდა არ შველის.
• ფისტულის ტრაქტში ან მის სიახლოვეში არის ქსოვილის ანთების ან
ცვლილების ნიშნები.
• ადგილი აქვს სისხლდენას ან ქსოვილის ჭარბ ზრდას მოწყობილობის
ირგვლივ.
• პერსისტირებადი ტკივილი ან დისკომფორტი ხმის პროთეზის Vega-ს არეში.
• ქრონიკული ხველა, მძიმე სუნთქვა, ან სისხლი ნახველში. ეს შეიძლება
მიუთითებდეს ჯანმრთლობის მდგომარეობის გართულებაზე და საჭიროებს
ექიმთან მიმართვას.
პროთეზის ტექნიკური მომსახურეობა:
გაფრთხილება: პროთეზის გაწმენდის დროს, გამოიყენეთ Provox-ის მხოლოდ
ორიგინალი აქსესუარები, რომლებიც განკუთვნილია Provox Vega-თვის.
პაციენტმა უნდა გაწმინდოს პროთეზი სულ ცოტა დღეში ორჯერ და თითოეული
კვების შემდეგ ჯაგრისით Provox Brush, ჯაგრისის პროთეზში ჩასმით და ფრთხილი
მოძრაობით წინ და უკან მბრუნავი მოძრაობით. ჯაგრისის გამოღების შემდე ის უნდა
გაიწმინდოს მარლით. ეს პროცედურა შეიძლება გამეორდეს იმდენჯერ, რამდენადაც
ეს საჭიროა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და როგორ გაწმინდოთ ჯაგრისი,
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ერთვის ჯაგრისს Provox Brush. გარდა
ჯაგრისის Provox Brush, პაციენტს ასევე შეუძლია გაწმინდოს ხმის პროთეზი Provox Vega
მოწყობილობით Provox Flush. მოწყობილობა Provox Flush შეიძლება იყოს გამოყენებული
სასმელ წყალთან ან ჰაერთან ერთად. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და
როგორ გაწმინდოთ Provox Flush, იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც
ერთვის Provox Flush-ს
თავსებადობა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან
უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით არ არის
მითითებული, მაგრამ ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პროფილაქტიკური
საშუალება, თუ პროთეზზე შემჩნეული იქნება ჭარბი სოკოს ზრდა.
სხვადასხვა ქიმიურმა საშუალებებმა, რომელთა ჩამონათვალი არ არის
ცნობილი, შეიძლება იმოქმედონ მოწყობილობის მასალის თვისებებზე. ამიტომ,
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დაწამლების გამოყენება პირდაპირ ან ხმის
პროთეზთან ახლოს ყურადღებითუნდა შეფასდეს.
ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა მხოლოდ უმნიშვნელო უარყოფითი
გავლენა ხმის პროთეზზე Vega და სხვა კომპონენტების ფუნქციაზე შემდეგი სოკოს
საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას: ნისტატინი, ფლუკონაზოლი და
მიკონაზოლი.
აქსესუარების გაწმენდა და დეზინფექცია
აქსესუარები უნდა გაიწმინდოს თითოეული გამოყენების შემდეგ და დეზინფიცირებული
იქნას სულ ცოტა დღეში ერთხელ მათი გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
ჰოსპითალიზაციის დროს არსებობს მოწყობილობის დაბინძურების და პაციენტის
ინფიცირების გაზრდილი რისკი. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის დროს, მნიშვნელოვანია
გაწმინდოთ და გაუკეთოთ აქსესუარებს დეზინფექცია დაუყოვნებლივ გამოყენების
შემდეგ და ისევ გამოყენებამდე და გაავლოთ სტერილური და არა ონკანის წყლით.
142
მეტყველების
(საჭიროებს
გართულებას
უფრო
დიდ

Publicidad

loading